საკნატუნო ამბები

გამოიგონეს თვალის ლინზა, რომლითაც სიბნელეშიც დაინახავთ

fun time

20:59 სამ. 27 იანვარი

ლინზები ღამის ხედვისთვის

14
დაკოპირებულია

კონტაქტურ ლინზებს მსოფლიოში 150 მილიონზე მეტი ადამიანი ატარებს და მათი რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. არსებობს ოპტიკური დანიშნულების კონტაქტური ლინზა, რომელიც ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის კორექციისთვის გამოიყენება და ფერადი კოსმეტიკური კონტაქტური ლინზა, რომლის დანიშნულება თვალის ფერის შეცვლაა.

ახლახან ჩინელმა მეცნიერებმა კონტაქტური ლინზის ახალი ტიპი შექმნეს, რომელიც საშუალებას იძლევა სიბნელეში, დახუჭული თვალებითაც კი დაინახოთ. ამ ლინზებს ნანონაწილაკების გამოყენებით, დაბალი სიხშირის სინათლის შთანთქმა და მისი ხილულ სპექტრად გარდაქმნა შეუძლიათ.

ღამის ხედვის გარდა, ახალი ტექნოლოგია შეიძლება დალტონიზმის მქონე ადამიანებს ფერის აღქმაში დაეხმაროს.

ადრე ღამის ხედვის მოწყობილობები მძიმე იყო და ელექტროენერგიას მოითხოვდა, ახალი ლინზები კი ბუმბულივით მსუბუქია და ენერგიის წყარო არ სჭირდება.

ლინზებთან დაკავშირებული კვლევები ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდა და ჟურნალ Cell Press-ში გამოქვეყნდა.

მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ახალი ტექნოლოგია შექმნის მოწყობილობებს, რომლებიც „სუპერ ხედვას“ უზრუნველყოფენ. ინფრაწითელი სინათლის გამოყენება შეიძლება არა მხოლოდ ღამის ხედვისთვის, არამედ საიდუმლო კომუნიკაციებისა და უსაფრთხოების სფეროებშიც სასარგებლო იყოს.

***

რომელი ფაქტორები განსაზღვრავს თვალის ფერს?

როცა ლამაზი თვალები დაავადების სიმპტომია

კანაფი, ვისკი, ტიტანი - 10 სათვალე ყველაზე უჩვეულო მასლისგან


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ

ქვეყნები, სადაც ჩვენი საყვარელი პრო...

9 ქვეყანა, სადაც ჩვენი
საყვარელი პროდუქტები
აკრძალულია

რატომ უნდა გაყინოთ ყავის მარცვლები?

რატომ უნდა გაყინოთ ყავს
მარცვლები

რატომ არ შეიძლება იაპონიაში რესტორნ...

იაპონური კვების კულტურა

ვინ, როდის და რატომ გამოიგონა სუფრი...

სუფრის დანა - ნივთის
ისტორია

ახალი აღმოჩენა - რატომ არ უნდა გადა...

სიბრძნის კბილი და
ღეროვანი უჯრედები

ინდოელმა მაშველმა გველი ხელოვნური ს...

ინდოელმა მაშველმა გველი
ხელოვნური სუნთქვით
სიკვდილს გადაარჩინა

რატომ აკრძალეს სინგაპურში საღეჭი რე...

რატომ აკრძალეს
სინგაპურში საღეჭი რეზინა?

ამერიკული კომპანია 2032 წლისთვის მთ...

სასტუმრო მთვარეზე