კანაფი, ვისკი, ტიტანი - 10 სათვალე ყველაზე უჩვეულო მასლისგან
12:26 ორშ. 17 იანვარი, 2022 წელი
მზისგან დამცავი სათვალე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აქსესუარია, რომელიც, გარდა ფუნქციური დატვირთვისა, სტილის მნიშვნელოვანი დეტალიც გახლავთ. დიზაინერები ყოველ სეზონზე სათვალის ახალ ტრენდებს გვთავაზობენ, ორიგინალური ჩარჩოებითა თუ ფერადი შუშებით, თუმცა ეს 10 მოდელი ყველასგან გამოირჩევა.
სათვალე CliC Gold Sport

18-კარატიანი ოქროსგან დამზადებული სათვალე ამ დროისთვის ყველაზე ძვირად ღირებულია. 2011 წელს CliC Gold Sport-ის 100 სათვალე დამზადდა, რომლებიც შეიძინეს ტიმ ბარტონმა, რიჩარდ დრეიფუსმა, ბარბარა სტრეიზანდმა, ალ პაჩინომ და სხვა ვარსკვლავებმა.
საიუველირო ხელოვნებისა და ოპტიკის ეს სასწაული არა მხოლოდ მასალით, არამედ უნიკალური მაგნიტური საკეტით გამოირჩევა, რომელიც ჩარჩოს ცხვირის თავზე ამაგრებს.
კანაფის სათვალე

რა არ მზადდება დაპრესილი კანაფისგან: ქსოვილი, თოკი, შესაფუთი მასალა, მაგრამ სათვალის ჩარჩო კანაფისგან პირველად დამზადდა. ამ მოდელში მთავარი მაინც ფორმა კი არა, შინაარსია.
სპორტული სათვალე-ტრანსფორმერი

დღეს ბევრი სპორტული სათვალე გამოდის, მაგრამ Sealz უნიკალურის! ის სპორტის ნებისმიერი სახეობისთვის შესაფერისია: სერფინგისთვის, მარათონისთვის, ველორბოლისთვის და ცურვისთვისაც კი! ღილაკზე თითის დაჭერა საკმარისია, რომ სათვალე თავზე მყარად დამაგრდეს, ხოლო ჩარჩოს რბილმა ბალიშებმა წყლის შეღწევისგან დაგიცვათ. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს მაღალი ხარისხის პოლარიზებული მინა.
სათვალე JackHawk 9000

მაღალი ხარისხის ტიტანისგან დამზადებული სათვალით, რომლის ფასი მხოლოდ 90 $-ია, შეგიძლიათ ლუდის ბოთლი გახსნათ. მოგეხსენებათ, რომ ლუდი+მაღალი ტექნოლოგია სერიოზული საკითხია!
სათვალე The Lume

ეს ზისგან დამცავი სათვალე კოსმოსური ტიტანისგან არის დამზადებული. 70-იანი წლების რეტრო დიზაინი კლასიკის მოყვარულებს გულგრილს არ დატოვებს.
სათვალე Tens

ეს არის სათვალე უნიკალური ლინზებით, რომელიც მხოლოდ თბილ სპექტრს ატარებს. თინსის სათვალედან სამყარო ზუსტად ისეთივეა, როგორიც ძველი პოლაროიდის ფოტოებზე. შესაძლოა, მეგა-იდეა არაა, მაგრამ ეს სათვალე, რატომღაც, ძალიან პოპულარული გახდა.
სათვალე Jeremy Scott Map C1

ეს სათვალე ამერიკელი პატრიოტებისთვისაა. 2012 წელს ორმა ბრენდმა: Linda Farrow-მა და Jeremy Scott-მა მანამდე წარმოუდგენელი სათვალე შექმნეს ერთიანი ლინზით, რომლის ფორმა შეერთებული შტატების გეოგრაფიულ კონტურებს იმეორებს.
სათვალე Stave

ეს მზისგან დამცავი სათვალე ხისგან არის დამზადებული. თანაც, უბრალოდ ხისგან კი არა, ხის კასრებისგან, რომელშიც ჯეკ დენიელსის ვისკი ინახებოდა. სავარაუდოდ, სათვალე ექსკლუზიურად ამ ვისკის მოყვარულებისთვის შეიქმნა.
სათვალე Kolstom classic

თქვენ წინაშეა ნახშირბადის ბოჭკოსგან დამზადებული სათვალე - მრავალფენიანი, პოლარიზებული ლინზებით, საიდანაც სამყარო სრულიად განსხვავებულად აღიქმება. სათვალის ბედნიერი მფლობელები ამტკიცებენ, რომ მისი გაკეთების შემდეგ უცნაური განცდა ეუფლებათ... თუმცა, ეს მხოლოდ ინდივიდუალური აღქმის ამბავია.
სათვალე Chief Eyewear

ეს მზისგან დამცავი სათვალე „ნარჩენებისგან“, კერძოდ გადამუშავებული სკეიტბორდებისა და ბამბუკისგან მზადდება. გასაკვირი არაფერია - პროექტი ავსტრალიურია, იქ კი უამრავი სკეიტბორდია. სხვათა შორის, „ნაგვისგან დამზადებული“ სათვალე მშვენივრად გამოიყურება და შთამბეჭდავი მახასიათებლები აქვს: ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დაცვა - UV 400, პოლარიზებული ლინზები და არც ერთი გრამი პლასტიკი!
ასევე, თუ გაინტერესებთ 🔰:
რა აზიანებს მხედველობას - 15 მითი თვალების შესახებ
სიახლეები ამავე კატეგორიიდან