არ მოტყუვდეთ! - 15 მითი მხედველობის შესახებ
11:00 ოთხ. 13 იანვარი, 2021 წელი
თქვენც ფიქრობთ, თვალები შეიძლება „გაცვდეს“ ტელევიზორის ახლო მანძილიდან ყურებით ან დაბალ შუქზე კითხვით? მოდით, სწორი პასუხები გავიგოთ...
მითი 1. „ტელევიზორთან ახლოს ჯდომა მავნებელია თქვენი მხედველობისთვის“
არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ეს მართლაც ასეა. ასე რომ შეგიძლიათ იქ იჯდეთ, სადაც თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობთ. თვალები ტელევიზორთან ახლოს ჯდომისგან შეიძლება იმ შემთხვევაში დაგეღალოთ, თუ ოთახი ჩაბნელებულია ან სუსტი შუქი ანათებს.
მითი 2. „სიბნელეში კითხვა საზიანოა მხედველობისთვის“
როგორც პირველ მითში, ამ შემთხვევაშიც, სუსტ შუქზე წიგნის კითხვით შეიძლება, თვალების დაგეღალოთ, მაგრამ ამას არავითარი ზიანი არ მოაქვს.
მითი 3. „სტაფილოს ჭამა მხედველობას აუმჯობესებს“
კარგი მხედველობის შესანარჩუნებლად სტაფილოში შემავალი A ვიტამინი მხოლოდ მცირე რაოდენობით არის საჭირო, ზედმეტმა დოზამ კი შეიძლება პირიქით, ჯანმრთელობა დაგიზიანოთ.
მითი 4. „თვალები შეიძლება „გაცვდეს“
თვალი ნათურა არაა, რომ ხშირი გამოყენებით გაცვითოთ.
მითი 5. „ხანდაზმული ადამიანები უკეთ ხედავენ, რადგან მათ „მეორე მხედველობა“ ერთვებათ
პირიქით - ასაკის მატებასთან ერთად, თვალის ბროლი ნაკლებად მოქნილი ხდება, სქელდება და კარგავს გამჭვირვალობას. შესაბამისად, იწყება მხედველობის გაუარესება.
მითი 6. „ხშირმა სექსმა ან მასტურბაციამ შეიძლება სიბრმავე გამოიწვიოს“
თუ სათანადოდ არ უმკურნალეს, სქესობრივი გზით გადამდებმა დაავადებამ სიფილისმა შეიძლება სიბრმავე, დემენცია და სიკვდილიც კი გამოიწვიოს. აი, ასე იბადება მითები.
მითი 7. „სათვალის ტარება თვალებისთვის საზიანოა“
შევთანხმდეთ, რომ სათვალე ექიმმა უნდა შეგირჩიოთ. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც თქვენი მხედველობისთვის შეუფერებელი სათვალე გეკეთოთ, ის თვალებს არ აზიანებს.
მითი 8. „უსინათლო ადამიანებს მეექვსე გრძნობა აქვთ“
ადამიანების უმეტესობა, რომელსაც შესანიშნავი მხედველობა აქვს, ყურადღებას არ აქცევს საკუთარ გრძნობებს. უსინათლო ადამიანები კი სხვა გრძნობების განვითარებაზე მუშაობენ. ეს არ არის მეექვსე გრძნობა. ეს მძიმე შრომა და პრაქტიკაა.
მითი 9. „ორმოც წლამდე მხედველობის შემოწმება საჭირო არ არის“
თვალის გამოკვლევებს ნებისმიერი ადამიანი უნდა იტარებდეს, თუნდაც არაფერი აწუხებდეს. თვალის უამრავი დაავადება მკურნალობას ექვემდებარება. მაგალითად, გლაუკომა ერთ-ერთი დაავადებაა, რომელმაც შეიძლება ორმოც წლამდე „მოგიკაკუნოთ“.
მითი 10. „ექიმებს თვალის გადანერგვა შეუძლიათ“
მთლიანი თვალის გადანერგვა შეუძლებელია, ვინაიდან ის ტვინს მხედველობის ნერვებით უკავშირდება. ნერვის გადაჭრის შემთხვევაში მისი მთლიანობის აღდგენა არ ხერხდება. როდესაც მედიცინა ტვინის გადანერგვას შეძლებს, თვალების გადანერგვაც გახდება შესაძლებელი.
მითი 11. „მეცნიერებმა ბიონიკური (ხელოვნური) თვალი შექმნეს“
მეცნიერებმა დაიწყეს ფიქრი ახალ ბიონიკურ, ხელოვნურ თვალზე. თვალში დამონტაჟებული იქნება კამერა, რომელიც შეაგროვებს ფოტოებს და შეინახავს სპეციალურ ჩიპში, ხოლო ფოტოების შეგროვების შემდეგ ჩიპი სტიმულაციას გაუკეთებს ბადურის ნერვულ უჯრედებს, რომელიც შემდეგ ფოტოებს გადაუგზავნის ტვინის ბოჭკოვან ნერვს. ახალი გამოგონება ვერ მისცემს ადამიანს საშუალებას, სრულყოფილად აღიქვას გარემო, მაგრამ გამოგონების მიზანია, უსინათლო ადამიანებმა ქუჩებში სიარული სხვა ადამიანების ან სპეციალურად გაწრთვნილი ძაღლების დაუხმარებლად შეძლონ. და ბოლოს, ბიონიკური თვალის ტვინთან დაკავშირება შეუძლებელია.
მითი 12. „მზის სხივები მხედველობისთვის საშიში არ არის, თუ სათვალეს ატარებ“
მზის ულტრაიისფერმა სინათლემ შეიძლება, თვალის რქოვანა, ბადურა და ბროლი დააზიანოს. მზეს რომ დიდხანს უყუროთ, შეიძლება არა მხოლოდ თავის ტკივილი იგრძნოთ, არამედ თვალების დისფუნქციაც განიცადოთ. არასოდეს შეხედოთ მზის დაბნელებას. მზის პირდაპირმა სხივებმა შეიძლება ადამიანი ერთ წუთზე ნაკლებ დროში დააბრმავოს.
მითი 13. „მხედველობის დაკარგვის აცილება შეუძლებელია“
თვალის რეგულარული გამოკვლევა და თვალისჩინის გაფრთხილება კარგი მხედველობის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. მხედველობის ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში ოფთალმოლოგს დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდეთ. თუ დაავადება განვითარების ადრეულ ეტაპზე გამოვლინდა, მაშინ მისი პრევენცია ან შენელება სავსებით შესაძლებელია.
მითი 14. თვალის ვარჯიშები ტყუილად დროის დაკარგვაა
თვალის კუნთების გასამაგრებლად არსებობს ვარჯიშების სპეციალური კომპლექსები. თუკი ასეთ ვარჯიშებს რეგულარულად, დღეში ორჯერ შეასრულებთ, ამით თვალის კუნთს გამაგრებაში დაეხმარებით. თვალის სავარჯიშო თვალის დაავადებების საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა.
მითი 15. „სათვალე მხედველობას აუარესებს“
გამორიცხულია, რომ სათვალის ტარებამ მხედველობა დააზიანოს. უბრალოდ, სათვალეს ეჩვევით.
ფოტო Ali Pazani
სიახლეები ამავე კატეგორიიდან