საკნატუნო ამბები

რომელი ფაქტორები განსაზღვრავს თვალის ფერს?

fun time

17:00 სამ. 11 თებერვალი, 2025 წელი

რომელი ფაქტორები
განსაზღვრავს თვალის ფერს?

14
დაკოპირებულია

ხშირად ადამიანები ცდილობენ, თვალის ფერის მიხედვით მეორე ადამიანის ხასიათი ან მისთვის დამახასიათებელი თვისებები დაადგინონ, თუმცა ერთადერთი, რისი თქმაც თვალის ფერს შეუძლია, გენეტიკური მემკვიდრეობაა.

თვალის ძირითადი ნაწილს თვალის კაკალი შეადგენს, რომელიც რამდენიმე გარსს მოიცავს. გარეთა გარსი შედგება ბოჭკოვანი შემაერთებელი ქსოვილისგან, მისი უკანა ნაწილი თეთრი ფერისაა და მას გარსი ანუ სკლერა ეწოდება. უფრო მცირე წინა ნაწილი ანუ რქოვანი გამოდრეკილია და გამჭვირვალე. ის სისხლძარღვებს არ შეიცავს, მაგრამ მასში უხვადაა ნერვული დაბოლოებები, რის გამოც ძალიან მგრძნობიარეა.

თვალის კაკლის შუა ანუ სისხლძარღვოვანი გარსი იყოფა სამ ნაწილად: წინას ეწოდება ფერადი გარსი, შუას — წამწამოვანი სხეული, უკანას - სისხლძარღვოვანი გარსი. თვალის ფერზე სწორედ ფერადი გარსია პასუხისმგებელი.

ფერადი გარსი თავის ერთ-ერთ შრეში განსაკუთრებულ უჯრედებს - ქრომატოფორებს შეიცავს. თავის მხრივ, ქრომატოფორები პიგმენტ მელანინს შეიცავენ, რომელიც რქოვანა გარსიდან მოჩანს. როგორც წესი, ახალშობილებს ღია ფერის თვალები აქვთ, თვალის საბოლოო ფერი 2-3 წლის ასაკში ყალიბდება, როდესაც ფერმენტი მელანინი ჩნდება. რაც უფრო მეტია ის უჯრედებში, მით უფრო მუქია თვალი.

ცისფერთვალება ერები როგორც წესი, ეკვატორიდან მოშორებით ცხოვრობენ, ყავისფერთვალება ერები ზომიერ კლიმატში, ხოლო შავი თვალები ეკვატორთან სიახლოვეზე მიუთითებს. რაც უფრო მუქია თვალი, მით უფრო დაცულია ის მზის შუქისგან.

ეს თვისება გამონაკლისებს ამართლებს - შორეული ჩრდილოეთის მცხოვრებლებს მუქი თვალები აქვთ, რადგან თვალი თოვლის ანარეკლისგან თავს იცავს. გენეტიკოსებმა დაადგინეს, რომ ყავისფერი თვალების გენი ყველაზე ძლიერია და ლურჯ და მწვანე თვალის ფერებზე პასუხისმგებელ გენებს ამარცხებს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

4 შემთხვევა, როდესაც ციდან ფული მარ...

4 შემთხვევა, როდესაც ციდან
ფული მართლა ცვიოდა

ალასკის მკაცრ კლიმატს რომ გაუძლონ,...

როგორ უძლებს ბაყაყი
ყინვას?

როგორ საუბრობენ პრეზიდენტები ტელეფო...

როგორ საუბრობენ
პრეზიდენტები ტელეფონით?

ფეხსაცმელი, როგორც ოქსფორდის უნივერ...

მამაკაცის ფეხსაცმელი -
ოქსფორდების ისტორია

სად ჯობია დასვენება ფსიქიკის აღსადგ...

სად ჯობია დასვენება
ფსიქიკის აღსადგენად?

რატომ იმატა მსოფლიოში ტყუპების რაოდ...

რატომ მოიმატა მსოფლიოში
ტყუპების რაოდენობამ?

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ დალიმ...

Chupa Chups-ის ლოგო სალვადორ
დალიმ შექმნა

რატომ უჭირს კატას ხიდან ჩამოსვლა, თ...

რატომ უჭირს კატას ხიდან
ჩამოსვლა

სასწაულმოქმედი ხილი, რომელიც შაქარზ...

მსოფლიოში ყველაზე ტკბილი
ხილი - ტაუმატოკოკუ