სოციალური პირობები და დაბერების პროცესი - როგორ მოქმედებს შემოსავლის დონე ჯანმრთელობაზე
17:05 კვი. 6 აპრილი

ინგლისელი მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი და განათლების დონე დაბერებასა და ასაკთან დაკავშირებული დაავადებების რისკთან პირდაპირ კავშირშია. კვლევის შედეგები პრესტიჟულ სამედიცინო ჟურნალში Nature Medicine, გამოქვეყნდა.
კვლევის მონაცემების მიხედვით, დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებს ასაკთან დაკავშირებულ დაავადებების რისკი, საშუალოდ, 20%-ით უფრო მეტი აქვთ, ვიდრე მაღალი სტატუსის მქონეებს.
ამასთან, დაბალი შემოსავლისა პირობებში დაბერების პროცესი მნიშვნელოვნად ჩქარდება - დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებს ასაკობრივი დაავადებები საშუალოდ, 5 წლით უფრო ადრე უვითარდებათ, ვიდრე მაღალი სტატუსის მქონეებს.
კვლევის ავტორი აღნიშნავს, რომ სოციალურ პირობებს დაბერების პროცესზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. აქამდე ცნობილიც იყო, რომ მაღალი სოციალური სტატუსი უკეთეს ჯანმრთელობას უკავშირდება, მაგრამ ახლა დამტკიცდა, რომ ის ბიოლოგიურ დაბერებასაც ანელებს.
მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ დაბალი შემოსავლის მქონე ჯგუფის წევრებს დაავადებების განვითარების რისკი ორჯერ მაღალი აქვთ. მაგალითად — მეორე ტიპის დიაბეტის, ღვიძლის დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემების, ფილტვის კიბოს და ინსულტის რისკი მათთან ორჯერ მაღალია, ვიდრე მაღალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებისთვის.
ეს შედეგები კიდევ ერთხელ ადასტურებს რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის და ახალ პერსპექტივებს ხსნის ჯანდაცვის სფეროში არსებული უთანასწორობის შესამცირებლად.
ესეც დაგაინტერესებთ:
თუთა - დღეგრძელობის კენკრა, რომელიც ტვინს და გულს დაბერებისგან იცავს~
სიახლეები ამავე კატეგორიიდან