საკნატუნო ამბები

ახალი კვლევა: ქალის მენჯის ფორმა ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს

fun time

16:40 ოთხ. 30 აპრილი, 2025 წელი

მენჯის ფორმა და
ჯანმრთელობა

14
დაკოპირებულია

მკვლევრებმა ქალის მენჯის ანატომიურ თავისებურებებსა და ჯანმრთელობას შორის მოულოდნელი კავშირი გამოავლინეს. ჟურნალ Science-ში მასშტაბური კვლევის შედეგი გამოქვეყნდა, რომელიც ცხადყოფს, რომ ფართო მენჯმა, მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობას ამარტივებს, შესაძლოა ქალს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემებისადმი მიდრეკილება გაუჩინოს.

ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა UK Biobank-ის პროექტში მონაწილე 31 ათასზე მეტი ადამიანის, მათ შორის — 15 ათასზე მეტი ქალის შესახებ ინფორმაცია შეისწავლეს. მკვლევრებმა მენჯის შვიდი სხვადასხვა პარამეტრი გამოიკვლიეს, განსაკუთრებული ყურადღება კი საშვილოსნოს ყელის ზომებს დაუთმეს.

***

ისტორიულად მიიჩნევა, რომ ადამიანის ევოლუციურმა განვითარებამ ერთგვარი ანატომიური კომპრომისი შექმნა. მას შემდეგ, რაც ადამიანმა ორ ფეხზე სიარული დაიწყო, ამან მენჯის შევიწროება გამოიწვია.

იმავდროულად, ახალშობილის ტვინის ზომის გაზრდამ საჭირო გახადა საშვილოსნოს ყელის გაფართოება. სწორედ ამ დილემით აიხსნება ის, თუ რატომ არის სხვა პრიმატებთან შედარებით ადამიანთა მშობიარობა უფრო რთული და ხშირად დამატებით დახმარებას მოითხოვს.

ახალი კვლევა ამ თემაზე არსებულ ცოდნას მნიშვნელოვნად აფართოებს.

გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მენჯის აგებულება მემკვიდრეობითია (მისი მემკვიდრეობითობის დონე 32-48 პროცენტს შეადგენს), რაც ნიშნავს, რომ მენჯის ფორმის თითქმის ნახევარი არა მარტო ცხოვრების წესის ან გარემო პირობების შედეგია, არამედ გენეტიკური ფაქტორებით აიხსნება.

***

საინტერესო აღმოჩნდა კავშირი მენჯის ზომასა და ჯანმრთელობის სხვადასხვა მაჩვენებელს შორის.

👉 ქალებს, რომლებსაც შედარებით ვიწრო მენჯი ჰქონდათ, ხშირად გადაუდებელი საკეისრო კვეთა სჭირდებოდათ და მშობიარობის დროს სხვადასხვა გართულებებს განიცდიდნენ. თუმცა ამავე ქალებში გაცილებით იშვიათად ვლინდებოდა მუხლის სახსრის ოსტეოართრიტი, სასქესო ორგანოების დაშვება და შარდის შეუკავებლობის პრობლემები.

👉 ფართო მენჯის მქონე ქალებში კი მშობიარობა სწრაფად და მარტივად მიმდინარეობდა, მაგრამ მათთან სხვა სახის სირთულეები იჩენდა თავს: სიარულის შენელება, მუხლის სახსრის ოსტეოართრიტის გაზრდილი რისკი და შარდის შეუკავებლობა.

ამ მონაცემებიდან გამომდინარე, მოხერხებულ მშობიარობასა და ქალის ფიზიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას შორის ევოლუციური კომპრომისი აშკარაა.

ესეც საინტერესოა:

რატომ იზიდავს მამაკაცს ქალის მკერდი?

ყავა მკერდის ზომას ამცირებს? - შვედი მეცნიერების მოსაზრება

რატომ მშობიარობენ ქალები დაწოლილ მდგომარეობაში და რა კავშირი აქვს ამასთან ლუი XIV-ს


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და...

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?