იცით თუ არა

რატომ მშობიარობენ ქალები დაწოლილ მდგომარეობაში და რა კავშირი აქვს ამასთან ლუი XIV-ს

fun time

14:00 ოთხ. 20 ივლისი, 2022 წელი

ლუი XIV და მშობიარობა

14
დაკოპირებულია

უმეტეს შემთხვევაში, ქალები ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მშობიარობენ. მიღებულია, რომ ეს მშობიარე ქალისა და ბავშვისთვის საუკეთესო პოზიციაა, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ უძველეს დროში ქალები მჯდომარე პოზაში ან ოთხზე მდგომები მშობიარობდნენ. რენტგენის სურათებზე შესანიშნავად ჩანს, რომ ასეთ პოზიციაში მენჯი მაქსიმალურად იხსნება და ახალშობილს გზას უთავისუფლებს. ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნა კი მშობიარობისთვის ნაკლებად ხელსაყრელი პოზიცია აღმოჩნდა. 

უძველეს ფრესკებზე და ეგვიპტურ პაპირუსებზე მშობიარეები მჯდომარე პოზიციაში არიან გამოსახულნი.

უფრო მეტიც, აფრიკულ, ავსტრალიურ და სამხრეთ ამერიკულ ტომებში მცხოვრები ქალები დღემდე ასეთ პოზიციაში მშობიარობენ.

გავარკვიოთ, რა ხდება დანარჩენ მსოფლიოში და რატომ მშობიარობენ თანამედროვე ქალები ჰორიზონტალურ მდგომარეობაში.

ამ კითხვას პასუხი გვიანდელი შუა საუკუნეების შემსწავლელმა ისტორიკოსებმა გასცეს. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, „მშობიატობის სტანდარტებში“ გარკვეული კორექტივები საფრანგეთის მეფემ ლუი XIV-მ შეიტანა.

„მეფე მზეს“ უცნაური გატაცება ჰქონდა - მშობიარობის ყურება უყვარდა. მე-17 საუკუნეში მეფეების მრავალშვილიანობა მიღებული წესი იყო - ჩვილ ბავშვთა მაღალი სიკვდილიანობის პირობებში, აუცილებელი იყო, რომ მეფეს მემკვიდრის დატოვებაზე ეზრუნა. ლუის 22 შვილი ჰყავდა და თითოეულის დაბადებას პირადად დაესწრო.

ცოლის ან ფავორიტი ქალის მშობიარობის დროს ლუდოვიკო ყველა საქმეს ტოვებდა და სამშობიარო ოთახში მიდიოდა. იქ მოხერხებულად ეწყობოდა, რომ ბებიაქალებისთვის ხელი არ შეეშალა და ახალი სიცოცხლის დაბადებას ყურადღებით აკვირდებოდა.

ვინაიდან მჯდომარე მდგომარეობაში მყოფი ქალის მშობიარობა ცუდად ჩანს, მეფემ მშობიარე ქალების ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაწვენა ბრძანა. მეფის ავტორიტეტი მეცნიერებაზე ძლიერი აღმოჩნდა და 17 საუკუნის მეორე ნახევრიდან ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი მთელ ევროპაში მწოლიარე მდგომარეობაში მშობიარობა დამკვიდრდა.

კვლევის ავტორის, პროფესორ ლორენ დანდესის თქმით გაურკვეველია, რატომ ვაგრძელებთ 21-ე საუკუნეში ბუნებისა და მედიცინის წინააღმდეგ მოქმედებას და „მეფე მზის“ ახირებებით ცხოვრებას.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

როგორ მოვუაროთ ოთახის მცენარეებს დე...

როგორ მოვუაროთ ოთახის
მცენარეებს დეკემბერში

რამდენი ასაკობრივი კრიზისი არსებობს...

ასაკობრივი კრიზისები
ადამიანის ცხოვრებაში

ბროწეულის ქერქი ოთახის მცენარეების...

ბროწეულის ქერქი ოთახის
მცენარეების მოსავლელად

როგორ იზამთრებენ ფუტკრები?

როგორ იზამთრებენ
ფუტკრები?

454 გრ თაფლის საწარმოებლად ფუტკრის...

454 გრ თაფლის საწარმოებლად
ფუტკრის ოჯახი 88 500 კმ-ს
გადის

დიოგენეს სინდრომი - რაზე მეტყველებს...

დიოგენეს სინდრომი

საიდან ჩნდება სახლში მტვერი და რატო...

საიდან ჩნდება სახლში
მტვერი

რატომ მუქდება გაჭრილი ვაშლი?

რატომ მუქდება გაჭრილი
ვაშლი?

რატომ უწოდეს ყველაზე ბობოქარ ოკეანე...

რატომ უწოდეს ყველაზე
ბობოქარ ოკეანეს წყნარი?