სილამაზე/ჯანმრთელობა

ყავა მკერდის ზომას ამცირებს? - შვედი მეცნიერების მოსაზრება

fun time

20:29 ხუთ. 15 ივნისი, 2023 წელი

ყავა მკერდის ზომას
ამცირებს?

14
დაკოპირებულია

ყავის წარმოუდგენელი პოპულარობა ბოლო დროს უამრავი მეცნიერის შეშფოთებას იწვევს. ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ყავის დალევისას საკუთარი სხეულის რეაქციას უნდა დავაკვირდეთ, რადგან კოფეინის ჭარბმა მოხმარებამ შეიძლება უსიამოვნო შედეგები, მაგალითად, შფოთვა, უძილობა, გულის რითმის დარღვევა, კანკალი, გულისრევა, ღებინება, დიარეა და კუნთების სპაზმი გამოიწვიოს. თუმცა ეს ყველაფერი არაა... 

1996 -იდან 2006 წლამდე პერიოდში შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს და მივიდნენ იმ მოსაზრებამდე, რომ ყავის დალევა ქალის მკერდის ზომას ამცირებს.

ექსპერიმენტში მონაწილე 300 მოხალისე ყოველდღიურად სამ ან მეტ ფინჯან ყავას მიირთმევდა. ექსპერიმენტის დაწყების წინ ქალბატონებს მკერდის ზომა აუღეს და სთხოვეს, ძველებურად ცხოვრება გაეგრძელებინათ.

ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ დღეში სამი ფინჯანი ყავის დალევა რამდენიმე წელიწადში მკერდის 17%-ით შემცირებას იწვევს.

ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული ონკოლოგიის პედაგოგის, ჰელენ იერნსტრემის (Helena Jernström) თქმით, მისი ხელმძღვანელობით ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი აღმოჩენა გაკეთდა, რომელიც მკერდის ზომას ონკოლოგიის განვითარების რისკთან აკავშირებს.

კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ რაც უფრო პატარაა მკერდი, მით უფრო ნაკლებია მასში კიბოს განვითარების რისკი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ყავა მკერდის ზომას ამცირებს, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქალებში, რომლებიც ზომიერად ან დიდი რაოდენობით ყავას მიირთმევენ, მკერდის კიბოს რისკი მნიშვნელოვნად მცირდება.

ასეა თუ ისე, ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ყავა ზომიერად უნდა მივირთვათ და არა უმეტეს სამი ჭიქა დღეში!

***

თუ ყავა ძალიან გიყვართ, სცადეთ ნალექიანი ყავის მომზადება - 4 „ოქროს წესით“

და ასევე გაარკვიეთ, რა არის ნალექიანი ყავის სარგებელი - შესაძლოა, ჯერ არ გსმენიათ, რომ...

წყარო: www.discovermagazine.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ფიზიოლოგიური დაბერების პროცესი დაჩქ...

ფიზიოლოგიური დაბერების
პროცესი

იოდის ბადე — მითია თუ რეალური დახმა...

იოდის ბადე

ბლის 6 სასარგებლო თვისება, რომელიც...

ბლის 6 სასარგებლო თვისება

როგორ მოვიქცეთ მზით დამწვრობისას და...

როგორ მოვიქცეთ მზით
დამწვრობის დროს

5 პროდუქტი, რომლებიც „ჭკვიანი დირიჟ...

5 ხელმისაწვდომი პროდუქტი
დაბერების წინააღმდეგ

მჯდომარე ცხოვრების წესით გამოწვეული...

მჯდომარე ცხოვრების ხუთი
საგანგაშო შედეგი

რატომ არ არის სასურველი პომიდვრის მ...

რატომ არ არის სასურველი
პომიდვრის მაცივარში
შენახვა?

ჭინჭარი — ვიტამინების წყარო და სამკ...

ჭინჭარი მკურნალი

ჯანსაღი კვების რაციონზე გადასვლის 5...

ჯანსაღი კვების რაციონზე
გადასვლის 5 მარტივი წესი