საკნატუნო ამბები

5 ქვეყანა, რომელსაც ბირთვული ომის შემთხვევაში გადარჩენის შანსი აქვს

fun time

18:44 ორშ. 5 მაისი

5 ქვეყანა, რომელსაც
ბირთვული ომის
შემთხვევაში გადარჩენის
შანსი აქვს

14
დაკოპირებულია

ოტაგოს უნივერსიტეტის (ახალი ზელანდია) მეცნიერებმა მასშტაბური კვლევა დაასრულეს, რომელიც გლობალური ბირთვული კონფლიქტის შემთხვევაში კაცობრიობისთვის არსებული რისკების შეფასებას ეხება. კვლევის შედეგს ექსპერტულ წრეებში ფართო გამოხმაურება მოჰყვა.

კვლევის დასკვნის თანახმად, რეალური შანსი, რომ ბირთვული ომის შედეგებს როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ეკონომიკისთვის მძიმე დანაკარგების გარეშე გადაიტანს, მხოლოდ 5 ქვეყანას აქვს.

ოტაგოს უნივერსიტეტის სპეციალისტებმა დაწვრილებით შეისწავლეს მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარები და დაასკვნეს, რომ გადარჩენის ერთ-ერთი საკვანძო ფაქტორი აგრარული სექტორის მუშაობის შენარჩუნებაა.

მეცნიერთა შეფასებით, ფართომასშტაბიანი ბირთვული ომის დროს დედამიწის ატმოსფეროში 150 ტერაგრამზე მეტი ნამწვი შეიძლება მოხვდეს. ეს გამოიწვევს მზის სინათლის რაოდენობის მკვეთრ შემცირებას, რაც, თავის მხრივ, საშუალოდ 80%-ით შეამცირებს სოფლის მეურნეობის მოსავლიანობას და, ფაქტობრივად, გაანადგურებს ამ დარგს ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში.

ექსპერტები განსაკუთრებით აღნიშნავენ, რომ მოსახლეობის გადარჩენა დამოკიდებული იქნება იმაზე, შეძლებს თუ არა ქვეყანა გლობალური აციებისა და რესურსების დეფიციტის პირობებში საკუთარი მოქალაქეების საკვებით უზრუნველყოფას.

კვლევამ აჩვენა, რომ გადარჩენის შანსი იმ სახელმწიფოებს აქვთ, რომლებიც გეოგრაფიულად იზოლირებულნი არიან და რომლებშიც სოფლის მეურნეობის ინფრასტრუქტურა განვითარებულია.

მეცნიერებმა ასეთი ქვეყნების სიაში შეიყვანეს:

  • ახალი ზელანდია
  • ავსტრალია
  • ისლანდია
  • ვანუატუ
  • სოლომონის კუნძულები.

ოტაგოს უნივერსიტეტის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ სწორედ ამ ქვეყნებს შეეძლებათ, მკვეთრად გაუარესებული კლიმატური პირობებისა და მზის სინათლეზე წვდომის შემცირების პირობებშიც კი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის საკმარისი მოცულობით წარმოება შეინარჩუნონ.

ახალ ზელანდიას და ავსტრალიას სამხრეთ ნახევარსფეროში ანუ პოტენციური საომარი მოქმედებების ზონებიდან მოშორებით მდებარეობის გამო და მდგრადი სასურსათო სისტემის წყალობით, თუნდაც მოსავლიანობის უკიდურესი შემცირების პირობებში გადარჩენის ყველაზე მაღალი შანსი აქვთ.

ისლანდიას, ვანუატუსა და სოლომონის კუნძულებსაც აქვთ საჭირო რესურსები და ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ გლობალური კრიზისის პირობებში სიცოცხლის შენარჩუნება შეძლონ.

მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ ამ ქვეყნებში საკვებით თვითუზრუნველყოფის დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნების უმეტესობაში, ხოლო გეოგრაფიული იზოლაცია ბირთვული დარტყმის პირდაპირი ზემოქმედების რისკს ამცირებს.

***

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ბირთვული ზამთრის შედეგები განსაკუთრებით დამანგრეველი იქნება, რაც გადარჩენის შესაძლებლობას ევროპის, აზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნების უმეტესობისთვის პრაქტიკულად გამორიცხავს.

ამასთან, სამხრეთ ნახევარსფეროს სახელმწიფოებს, მათი რბილი კლიმატისა და მოსახლეობის შედარებით მცირე სიმჭიდროვის წყალობით, მეტი შანსი ექნებათ ახალ რეალობას მოერგონ და დანაკარგები მინიმუმამდე შეამცირონ.

ესეც დაგაინტერესებთ:

რატომ თესავენ მზესუმზირას ბირთვული კატასტროფის ადგილებში?

ფაქტები ბირთვული იარაღის შესახებ, რომლებიც შესაძლოა, არ იცოდით

როგორ ჩააქრო სსრკ-მ ბირთვული აფეთქებით ხანძარი, რომელიც სამი წელი მძვინვარებდა

წყარო: www.otago.ac.nz


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ ამრავლებდნენ II მსოფლიო ომის...

რატომ ამრავლებდნენ ომის
წლებში ბაბუაწვერას?

ახალი კვლევა: ქალის მენჯის ფორმა ჯა...

მენჯის ფორმა და
ჯანმრთელობა

შავი კბილები - ქმრისადმი ერთგულების...

შავი კბილების ტრადიცია -
ოჰაგურო

„ლუდის მოყვარულთა პარტია“ - იუმორის...

ლუდის მოყვარულთა პარტია

სოციალური პირობები და დაბერების პრო...

სოციალური სტატუსი და
დაბერების პროცესი

ფერადკანიან ნიგერიელ წყვილს თეთრკან...

გენეტიკის საიდუმლო

პლანეტების აღლუმი — 28 თებერვალს ცა...

პლანეტების აღლუმი 2025

რატომ ჰქვია Samsung-ს სამსუნგი და X...

რატომ ჰქვია Samsung-ს სამსუნგი
და Xiaomi-ს შაომი?

რა აჩუქა ბენგალმა მსოფლიოს?

რა აჩუქა ბენგალმა
მსოფლიოს?