რატომ ჰქვია Samsung-ს სამსუნგი და Xiaomi-ს შაომი?
16:36 პარ. 21 თებერვალი

ოდესმე თუ დაფიქრებულხართ რატომ ჰქვია Samsung, Realme, Poco, Huawei და სხვა პოპულარულ სმარტფონებს ასე? ჩვენ გიამბობთ რას ნიშნავს პოპულარული სმარტფონების სახელები და რა მნიშვნელობას ანიჭებენ ამ სიტყვებს სმარტფონების შემქმნელები.
სმარტფონები Samsung — უფრო მაღლა მხოლოდ ვარსკვლავებია
Samsung-ი კორეულად „სამ ვარსკვლავს“ ნიშნავს. კორეულ კულტურაში რიცხვი სამი რაღაც დიდის, მრავალრიცხოვანის და ძლევამოსილის სიმბოლოა, ხოლო ვარსკვლავი მარადიულობას განასახიერებს.
Samsung-ის დამფუძნებელი ოცნებობდა, რომ მისი კომპანია ისეთივე ძლიერი და მარადიული გამხდარიყო, როგორც ცაში ვარსკვლავები, ამიტომ, კომპანიას სწორედ ეს სახელი დაარქვა.
სხვათა შორის, თავდაპირველად, Samsung-ის ლოგო სამი ვარსკვლავისგან შედგებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში თანამედროვე დიზაინის სტანდარტებს მოერგო.
Huawei-ის სმარტფონები ჩინეთის ეროვნული საგანძურია
სიტყვა Huawei (华为) შეიძლება ითარგმნოს, როგორც "ჩინური მიღწევა" ან თუნდაც "მოღვაწეობა ჩინეთისთვის". აქ იეროგლიფი "华" (Huá) ხშირად ასოცირდება ჩინეთთან, ხოლო "为" (wéi) "მოქმედებას" ნიშნავს.
ბრენდის დამფუძნებელმა რენ ჟენგფეიმ ეს სახელი ჩინეთისადმი ერთგულების ხაზგასასმელად აირჩია.
Sony სმარტფონი — ხმა ახალგაზრდებისთვის
Sony იაპონური სიტყვა არ არის, როგორც ბევრს ჰგონია. ეს ლათინური სიტყვის - sonus (ხმა) და 1950-იანი წლების ინგლისური ჟარგონის sonny boy (ხალისიანი ახალგაზრდობა) შერწყმაა.
კომპანიას საერთაშორისო ბაზარზე გასვლა სურდა, მისი სახელი კი ხმის სამყაროსთან კავშირს აჩვენებდა. სხვათა შორის, კომპანიამ საქმიანობა აუდიო აპარატურის წარმოებითთ დაიწყო.
Xiaomi სმარტფონი — ბრინჯი ამბიციებით
ჩინურ ენაში ეს სახელი ორ ნაწილად იყოფა: xiǎo (პატარა) და mǐ (ბრინჯი). ამრიგად, Xiaomi შეიძლება ითარგმნოს როგორც "პატარა ბრინჯი", მაგრამ ამის უკან გაცილებით ღრმა აზრია.
ჩინეთში ბრინჯი სიმარტივისა და ხელმისაწვდომობის სიმბოლოა, ბრენდის დამფუძნებელ ლეი ჯუნმა მომხმარებელს xiǎo, როგორც მოკრძალების, მაგრამ დიდი ამბიციის ნიშანი შესთავაზა.
***
ასე რომ, რეალობაში სახელი მხოლოდ ასოების ერთობლიობა კი არა, ბრენდის იდეისა და ფილოსოფიის გადმოცემის საშუალებაა.
ესეც დაგაინტერესებთ:
სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდება - იაპონელი ექსპერტების ანგარიში
სიახლეები ამავე კატეგორიიდან