საკნატუნო ამბები

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდება - იაპონელი ექსპერტების ანგარიში

fun time

16:30 შაბ. 23 მარტი

სმარტფონები 2050 წლისთვის

14
დაკოპირებულია

საინფორმაციო სააგენტო Xinhua-ს ცნობით, ბანკ მიძუჰოს (Mizuho Bank, ინგლ.) სპეციალისტებმა ივარაუდეს, რომ 2050 წლამდე სმარტფონები ხმარებაში აღარ იქნება.  

 

„მიძუჰოს“ სპეციალისტების ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში მობილური ტელეფონების მაჩვენებელი ამჟამად 65%-ს შეადგენს, თუმცა 2030 წლისთვის 60%-მდე დაეცემა, ხოლო და 2050 წლისთვის საერთოდ აღარ იარსებებს.

სმარტფონების „მესამე თაობა“

პირველი მობილური ტელეფონის გამოჩენიდან დღემდე თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა. მობილური საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების გამო, გაჯეტები ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა.

ამასთან, ტელეფონების ფუნქციები გამუდმებით იხვეწება. დღეს ბევრმა არ იცის, რა არის PHS ან პეიჯერი, ღილაკიანი ტელეფონებიც დავიწყებას მიეცა. ნუთუ თანამედროვე სმარტფონებთან დაკავშირებითაც იგივე მოხდება?

ტექნიკური თვალსაზრისით, სმარტფონი ისეთი ტექნოლოგიების სისტემურ ინტეგრაციას წარმოადგენს, როგორიცაა ინტერნეტი, კომუნიკაცია, ხმა და გამოსახულება.

2007 წლის შემდეგ, რაც Apple-მა პირველი თაობის iPhone გამოუშვა, მობილური მოწყობილობების განვითარებამ არნახულ დონეებს მიაღწია.

კომპანიები გაუმჯობესებული პროგრამული უზრუნველყოფის, პროცესორების, მეხსიერების, დასამუხტი მოწყობილობების და აპლიკაციების შექმნაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, მაგრამ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ინოვაციური გადაწყვეტილებები, რომლებიც სმარტფონებს გააუმჯობესებს, სულ უფრო რთული მოსაფიქრებელი ხდება. პროგრამული უზრუნველყოფისთვის განახლებები თანდათანობით ჩიხში შევიდა.

არსებითად, ტელეფონის წარმოებამ განვითარების მესამე ეტაპს მიაღწია, რომელიც, ფაქტობრივად, მწვერვალს წარმოადგენს. თანამედროვე გაჯეტებზე ვირტუალური რეალობის და ხელოვნური ინტელექტის გავლენა დღითი დღე იზრდება. სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში სრულიად ახალი მიდგომას ვიხილავთ, სადაც ტელეფონები 3D გამოსახულების სახით იქნება წარმოდგენილი.

ბოლო წლებში ძველი მობილური ტელეფონის ახლით ჩანაცვლების შემთხვევები ოთხ-ხუთჯერ შემცირდა. ამას ორი მთავარი მიზეზი აქვს: ახალი ტელეფონების მომსახურების ხანგრძლივობის ზრდა და მომხმარებელთა თავშეკავება. შესაბამისად კი, ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული კომპანიები ცდილობენ, კიდევ უფრო სწრაფად ეძებონ იდეები ფუნდამენტურად ახალი ტექნოლოგიური მოწყობილობების შესაქმნელად.

მზარდი სამგანზომილებიანი ტენდენცია

ახალი თაობის იდეალური საკომუნიკაციო საშუალება ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა მოლოდინების მიხედვით მასზე მსჯელობა შეიძლება.

კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და მანქანათმცოდნეობის განვითარება საშუალებას გვაძლევს, რომ ინფორმაციის წარმოდგენის პრინციპებმა ორგანზომილებიანიდან სამგანზომილებიან სივრცეში გადაინაცვლოს. მოსალოდნელია, რომ მომავლის საკომუნიკაციო საშუალებები ადამიანების ონლაინ ყოფნის გრძნობას გააძლიერებს.

დღესაც კი ბევრი თანამედროვე გაჯეტი ინახავს, აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას ადამიანის ფიზიკური მდგომარეობის, მოძრაობის აქტივობისა და ძილის ხარისხის შესახებ. მომავლის სმარტფონები ამ ტექნოლოგიებს გააუმჯობესებენ და ადამიანების სამუშაო და ყოფით პროცესებში ინტეგრირდებიან.

დღეს აპლიკაციები სმარტფონის მეხსიერების მოცულობის, მართვისა და ხშირი განახლების მოთხოვნის გამო შეზღუდულია. შემდეგი თაობის მოწყობილობები კი ამ პრობლემების ეფექტურად გადაჭრას შეძლებენ.

ექსპერტები ხელოვნურ ინტელექტს ახალი თაობის სმარტფონებისა და სხვა გაჯეტების მთავარ საყრდენს უწოდებენ. მოსალოდნელია, რომ ის ქსელებს და მოწყობილობებს საშუალებას მისცემს, თვითგანვითარების და თითოეულ მომხმარებელთან ადაპტაციის საშუალებას მისცემს. ეს ეხება როგორც საკომუნიკაციო საშუალებებს, ონლაინ შოპინგსა და თამაშებს, ისე ქსელური მომსახურების დაცვის გაცილებით მაღალ ხარისხს და პერსონალიზაციას.

ესეც დაგაინტერესებთ:

რატომ გვესმის მობილურზე საუბრისას საკუთარი ხმის ექო?

ნომოფობია - ვის აქვს ტელეფონის გარეშე დარჩენის შიში

რატომ არ შეიძლება ტელეფონის მაგიდაზე დადება?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რით გარდაიცვალა „მსოფლიოში ყველაზე...

რით გარდაიცვალა
„მსოფლიოში ყველაზე
ჭუჭყიანი ადამიანი“

70 ცოლი და 210 შვილი - ვინ იყო კაცი...

სვაზილენდის სამეფოს
ისტორია

რატომ ღებავენ შვეიცარიის ციხეებში ს...

ვარდისფერი საკნები

ელისაბედ II-ს ყველა შვილი ბუნებრივ...

დედოფალი ელისაბედი და
პატარა ჩარლზი

ევროპის 16 პატარა ქალაქი და სოფელი,...

Burano, იტალია

იაპონელებმა პლაჟზე დამსხვრეული მინა...

ქალაქ ომურას მინის პლაჟი

ჩინეთში ქუჩაში უცხო ადამიანის დახმა...

ჩინეთში უცხო ადამიანების
დახმარება კანონით ისჯება

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს