საკნატუნო ამბები

დიდი უიღბლობის ამბავი - მამაკაცი 20 წლის წინ ნასროლმა ტყვიამ მოკლა

fun time

12:00 ოთხ. 11 დეკემბერი, 2024 წელი

დიდი უიღბლობის ამბავი

14
დაკოპირებულია

ალბათ უიღბლობის ბევრი ამბავი გსმენიათ, მაგრამ ჰენრი ზიგლანდი ყველა დროის ყველაზე უიღბლო ადამიანის წოდებას ნამდვილად იმსახურებს. 

ყველაფერი 1905 წელს დაიწყო, როდესაც ტეხასის შტატში მცხოვრებმა ფერმერმა ჰენრი ზიგლანდმა შეყვარებული, სახელად მეისი ტიჩნორი მიატოვა. გოგონამ საყვარელ ადამიანთან განშორება მძიმედ განიცადა და თავი მოიკლა.

მეისის ძმამ გადაწყვიტა, დის სიკვდილის გამო შური ეძია. ის ჰენრის ფერმაში შეიჭრა, ადამიანს, რომელსაც დის სიკვდილში დამნაშავედ მიიჩნევდა, ცეცხლი გაუხსნა და ბოლოს თავი მოიკლა.

მალე გაირკვა, რომ მეისის ძმა აჩქარდა, რადგან მისმა ტყვიამ ჰენრი ოდნავ გაკაწრა და იქვე მდგარ ხეს მოხვდა.

***

ამ ტრაგიკული ამბებიდან 20 წლის შემდეგ ჰენრი ზიგლანდმა სახლის გარშემო მდგარი რამდენიმე ხის მოჭრა გადაწყვიტა. მათ შორის იყო ხე, რომელსაც მეისის ძმის მიერ ჰენრისთვის ნასროლი ტყვია მოხვდა.

20 წლის მანძილზე ხე იმდენად გაიზარდა და გამსხვილდა, რომ ჰენრის მისი ხერხით მოჭრა დაეზარა და გადაწყვიტა, ხეში რამდენიმე ხვრელი გაეკეთებინა, სადაც დინამიტს ჩადებდა და ააფეთქებდა.

აფეთქების დროს მეისი ტიჩნორის ძმის მიერ ნასროლი ტყვია, რომელიც ხეში იყო გაჩხერილი, ჰენრის პირდაპირ თავში მოხვდა და ადგილზე მოკლა. ასე რომ, ტყვიამ ადრესატი გვიან, მაგრამ მაინც იპოვა.

ესეც საინტერესოა:

ვის და რატომ ეცემა მეხი? - უიღბლობა თუ სასჯელი ზემოდან

მსოფლიოს 7 ყველაზე უიღბლო ქალის დაუჯერებელი ამბავი

თავში მოხვედრილმა ტყვიამ ახალგაზრდა მძიმე დაავადებისგან განკურნა

წყარო: www.joe.co.uk


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რატომ აკრძალა კეტჩუპი საბჭოთა კავში...

რატომ აკრძალა კეტჩუპი
საბჭოთა კავშირმა?

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

დანიაში შექმნეს საცვალი, რომელსაც გ...

დანიური საცვლები Organic Basics

სიგარეტი რეცეპტით — საინტერესო ფაქტ...

სიგარეტი რეცეპტით

რატომ გადავიდა მსოფლიო პატარა თეფშე...

სადილი პატარა თეფშებით

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)