საკნატუნო ამბები

სოფელი კარის გარეშე - რატომ არ მალავენ ინდურ სოფელში მცხოვრებლები ფულს და ძვირფასეულობას?

fun time

18:00 სამ. 19 აპრილი, 2022 წელი

სოფელი ინდოეთში

14
დაკოპირებულია

ინდოეთის სოფელ შანი-შინგაპურში (Shani Shingnapur) ერთადერთი შენობა, რომელსაც კარი აქვს ბანკია და ისიც არასოდეს იკეტება - ბანკს კარი ქურდებისგან კი არა, მაწანწალა ძაღლებისგან იცავს. 

ამ სოფელში ხალხს კარი და საკეტები არაფერში სჭირდება. სოფლის ყველა მცხოვრებმა იცის, რომ მოსახლეობის ქონებას და ძვირფას ნივთებს ღვთაება შანი იცავს. თუ ვინმემ ქურდობა გაბედა, ღვთაება შვიდწლიანი უიღბლობით დასჯის.

სოფელში არის პოლიციის განყოფილება, რომელსაც წლების მანძილზე ერთი საჩივარიც კი არ მიუღია. სოფლის ქუჩებში მდგარი ყველა მანქანა ღიაა, მაღაზიის მფლობელები ფულს ხის ყუთებში ინახავენ და აზრდასაც არავის მოსდის, რომ სამკაულების ზარდახშა ჩაკეტოს.

ლეგენდის მიხედვით, დიდი ხნის წინ, შანი-შინგაპურთან მდინარემ დიდი შავი ქვა გამოირიყა. როდესაც ქვით შეეხენ, იქიდან სისხლმა იფეთქა. ღამით სოფლის მმართველს ღვთაება შანი დაესიზმრა და უთხრა, რომ ეს ქვა მისი კერპი იყო, ამიტომ სოფლის მთავარ მოედანზე უნდა დაედგათ და სოფელს დაიცავდა. შანი-შინგაპურის მცხოვრებლები ასე მოიქცნენ და მას შემდეგ კარი აღარავის სჭირდება.

გასული საუკუნის 90-იან წლებამდე შანი-შინგაპური გარე სამყაროდან იზოლირებულად ცხოვრობდა, სანამ აქ ბოლივუდელი კინორეჟისორები არ გამოჩნდნენ.

უკარო სოფლის შესახებ ხმები მთელ მსოფლიოში სწრაფად გავრცელდა და შანი-შინგაპურს უამრავი ტურისტი მიაწყდა. რა თქმა უნდა, ტურისტებს თან დანაშაული მოჰყვა. 2010 წელს სოფელში პირველი ქურდობა დაფიქსირდა - ვიღაცამ 35 000 რუპია მოიპარა. ერთი წლის შემდეგ ტაძრის წინამძღვარი და ტაძარი გაძარცვეს, მაგრამ შანი-შინგაპურელები სახლებზე კარის დაკეტვას მაინც არ აპირებენ. მათ ზუსტად იციან, რომ ღვთაება შანის რისხვას ქურდი ვერსად გაექცევა.

ესეც საინტერესოა 🤓:

სოფელი გამოქვაბულში - სკოლითა და კალათბურთის მოედნით

ლავენჰემი - უცნაური სოფელი ინგლისში

მსოფლიოს 6 ულამაზესი სოფელი

იტალიური სოფელი - „ხელოვნური მზით“


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და...

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?

რატომ აშრობენ იტალიელები სარეცხს ქუ...

იტალიური ტრადიციები

ახალი კვლევა — დისტანციური მუშაობა...

დისტანციური მუშაობა და
შობადობის ზრდა

11 ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში საუკ...

11 ქვეყანა, რომელსაც
მსოფლიოში საუკეთესო
მედიცინა აქვს

რატომ არის თვალის მწვანე ფერი იშვია...

რატომ არის თვალის მწვანე
ფერი იშვიათი?