საკნატუნო ამბები

იტალიურ სოფელს „ხელოვნური მზე“ დაუმონტაჟეს

fun time

16:00 შაბ. 31 ივლისი, 2021 წელი

ხელოვნური მზე

14
დაკოპირებულია

მილანიდან 130 კილომეტრში, პატარა, ლამაზი სოფელი მდებარეობს, სახელად ვიგანელა. იგი მთებითაა გარემოცული და 11 ნოემბრიდან 2 თებერვლამდე აქ მზის სხივი ვერ აღწევს. ვიგანელებს რამდენიმეთვიანი წყვდიადი ძალიან აწუხებდათ, ამიტომ ფიქრი დაიწყეს „ხელოვნური მზის“ შექმნაზე, რომელიც ზამთარში თუ არ გაათბობდათ, გაანათებდათ მაინც.

დიდი ფიქრის შემდეგ, ვიღაცას აზრად მოუვიდა მთის თავზე, 870 მეტრის სიმაღლეზე 40 კვადრატულმეტრიანი სარკის დაყენება, რომელიც მნათობის სხივებს აირეკლავდა და სოფლისკენ მიმართავდა.
ეს უჩვეულო იდეა ჯერ ადგილობრივ გაზეთში გამოჩნდა, შემდეგ რეგიონულში და ბოლოს უცხოეთის სამეცნიერო პოპულარული ჟურნალები მოიარა.

გერმანულმა, შვეიცარიულმა და ამერიკულმა კომპანიებმა პროექტში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, თუმცა ვიგანელას მცხოვრებლებმა, პატრიოტული მოსაზრებებით, იტალიურ კომპანიებთან მუშაობა არჩიეს.

უჩვეულო პროექტის განსახორციელებლად, დაახლოებით, 100 000 ევრო იყო საჭირო. თანხის შეგროვებაში ვიგანელებს „ხელოვნური მზის“ შექმნით დაინტერესებული ადამიანები მთელი მსოფლიოდან დაეხმარნენ.

2006 წლის დეკემბერში ვიგანელასთან ახლოს მდებარე ერთ-ერთი მთის თავზე დააყენეს ერთტონიანი, ფოლადის ფურცლისგან დამზადებული ამრეკლავი მოწყობილობა.

„ხელოვნური მზე“ მიერთებულია კომპიუტერთან, რომლის მიხედვითაც ხდება მზის მდგომარეობის დადგენა და სარკეც ისე ტრიალდება, რომ მზის სხივები სოფელზე თანაბრად განაწილდეს.
„ხელოვნურ მზეს“ ერთდროულად მხოლოდ 300 კვ.მ ფართობის განათება შეუძლია, ამიტომ კომპიუტერი აკონტროლებს, რომ მზის სხივების გარეშე სოფლის არცერთი კუთხე არ დარჩეს.

სოფლის მერი აღნიშნავს, რომ „ხელოვნური მზის“ დაყენების შემდეგ ვიგანელას მცხოვრებთა განწყობა სრულიად შეიცვალა. თუ ადრე საკვირაო მესის დასრულებისთანავე ადამიანები სახლებში მიიჩქაროდნენ, ახლა სოფლის ცენტრალურ მოედანზე იკრიბებიან და სამყაროს უცნაურობებზე საუბრობენ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჩინელმა ქალმა ნაგვის კონტეინერებში...

ჩინელმა ქალმა ნაგვის
კონტეინერებში ნაპოვნი 30
ბავშვი გაზარდა

ნივთები, რომლებიც მალე წარსულს ჩაჰბ...

ნივთები, რომლებიც მალე
წარსულს ჩაჰბარდება

როტშილდების 5 წესი - ფინანსური სიმდ...

ბუკინგემშირში,
როტშილდების ცნობილი
სასახლე - უადესდონის
მამული

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და...

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?

რატომ აშრობენ იტალიელები სარეცხს ქუ...

იტალიური ტრადიციები