სილამაზე/ჯანმრთელობა

ბადრიჯანი - სასარგებლო და სამკურნალო თვისებები

fun time

17:38 სამ. 20 მაისი

ბადრიჯანი - სასარგებლო და
სამკურნალო თვისებები

14
დაკოპირებულია

იასამნისფერი შეფერილობის მქონე, სითბოსა და ტენის მოყვარული ბოსტნეულის წარმოშობა უკიდურესად შორეულ წარსულს უკავშირდება. მისი სავარაუდო სამშობლო ინდოეთია, თუმცა ივანე ჯავახიშვილის ცნობით, საქართველოში ბადრიჯანი XII საუკუნემდე ცნობილი ყოფილა.  

ბადრიჯანი სიგრძეში, დაახლოებით, 30 სმ-მდე, სიგანეში კი 20 სმ-მდე იზრდება. ყველაზე ხშირად ის ოვალური ფორმის და იასამნისფერია, თუმცა მისი მოყვითალო, იისფერი, თეთრი ან ზოლებიანი ვერსიებიც არსებობს.

ყველაზე კარგი გემო გრძელ, მუქ იისფერ და ნორჩ ნაყოფს აქვს. ბადრიჯანი უმად იშვიათად გამოიყენება, ძირითადად მას ხარშავენ ან წვავენ.

ბადრიჯნის მწიფე ნაყოფი შეიცავს:

5.5% ნახშირწყლებს, 0.9% ცილებს, 0.1% ცხიმებს, 1.3% ბოჭკოებს, 0.2% ორგანული მჟავებს, 9% მშრალ ნივთიერებას, ასევე უჯრედისს, პექტინებს, ორგანულ მჟავებს, პროვიტამინ A-ს, C-ს, P-სა და B ჯგუფის ვიტამინებს, ნატურალურ შაქრებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, კალციუმს, კალიუმს, ფოსფორს, რკინას, ნატრიუმს, მაგნიუმს, სპილენძს, თუთიას, კობალტს, მანგანუმსა და ალუმინს.

ბადრიჯნის სასარგებლო თვისებები

ბადრიჯანი დაბალკალორიული პროდუქტია, რომელიც ხელს უშლის ქოლესტერინის დაგროვებას.

ბოსტნეული განსაკუთრებით სასარგებლოა ხანდაზმულებისთვის — ის გამოიყენება ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, მით უფრო, როცა ამ დაავადებებს შეშუპება ახლავს.

დიეტოლოგები ბადრიჯნის მიღებას ურჩევენ პაციენტებს, რომლებსაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აქვთ.

ბადრიჯანი სასარგებლოა კანისთვისაც — ის ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას, რაც თავის მხრივ ნაოჭების შემცირებაში გვეხმარება.

ბადრიჯანში შემავალი რკინა, თუთია და მანგანუმი სასარგებლოა მათთვის, ვისაც ანემია ან გულ-სისხლძარღვთა პრობლემები აწუხებს.

ბადრიჯანი შეტანილია დიაბეტის მკაცრ დიეტაში და რეკომენდებულია ინსულტის შემდეგაც.

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გადაწყვიტეთ, ამაში ბადრიჯანი დაგეხმარებათ. მასში შემავალი დიდი რაოდენობით PP ვიტამინი (ნიკოტინის მჟავა) უწყობს ხელს ნიკოტინზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლებას.

ბადრიჯნის კალორიულობა

ბადრიჯანი საუკეთესო პროდუქტია მათთვის, ვისაც ზედმეტი წონისგან გათავისუფლება სურს – 100 გრამ ბადრიჯანში მხოლოდ 28 კალორიაა.

გარდა ამისა, ბადრიჯანი მდიდარია ბოჭკოებით, რომლებიც ორგანიზმიდან როგორც ზედმეტ სითხეს, ისე ტოქსინებს გამოდევნიან.

მნიშვნელოვანია ბადრიჯნის სწორად მომზადებაც იცოდეთ, რადგან წვისას ის ზეთს ღრუბელივით იწოვს და კერძი ზედმეტად ცხიმიანი გამოდის. ამის თავიდან ასაცილებლად, მრგვლად დაჭრილი ბადრიჯანი 10 წუთით ცივ წყალში უნდა დატოვოთ, შემდეგ კი გაწუროთ.

როგორ ავარჩიოთ ბადრიჯანი

ნებისმიერი კერძისთვის ნორჩი ბადრიჯანი უნდა აირჩიოთ. გადამწიფებულ ნაყოფში მავნე ნივთიერების — სოლანინის შემცველობა იზრდება.

მართალია, სოლანინს მცირე რაოდენობით, ნორჩი ბადრიჯანიც შეიცავს, რაც მომწარო გემოს იწვევს, მაგრამ ეს უვნებელია. სოლანინის ჭარბი რაოდენობა კუჭის გაღიზიანებას და საყლაპავის პრობლემებს იწვევს.

ბადრიჯანი ნორჩა თუ გადამწიფებული კანისა და ყუნწის მდგომარეობით ამოიცნობთ. ბოსტნეულის კანი უნდა იყოს გლუვი და უნაოჭო. თუ ყუნწი ყავისფერია, ნაყოფი დიდი ხნის მოწყვეტილია.

თუ გადამწიფებული ბადრიჯანი შეიძინეთ, ჭარბი სოლანინის მოცილებაში 3%-იანი მარილიანი წყალი დაგეხმარებათ. ბადრიჯანი დაჭერით და რამდენიმე წუთი მარილიან წყალში ჩადეთ, შემდეგ კი გაწურეთ და გამოიყენეთ.

ბადრიჯნის შენახვა

ბადრიჯანი სწრაფად ფუჭდება. მაღალ ტემპერატურაზე და მშრალ გარემოში ის მალე ჭკნება და სასარგებლო თვისებებს კარგავს.

სიცხეში ბადრიჯანი 2 დღე ინახება, თუმცა, თუ ჰაერის ტენიანობა 85–90%-ია და ტემპერატურა 1–2°C, ბადრიჯანი შეიძლება 25 დღემდე შეინახოთ.

ხალხური მედიცინა

ბადრიჯნის წვენი ეფექტურად ებრძვის ინფექციებს.

ხალხურ მედიცინაში ბადრიჯანს იყენებენ ჭრილობებისა და წყლულების მოსაშუშებლად, აგრეთვე, პოდაგრის სამკურნალოდ, რადგან ხელს უშლის შარდმჟავას დაგროვებას სისხლსა და მთლიანად ორგანიზმში.

ბადრიჯანი რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვისაც – აქვეითებს შაქრის დონეს სისხლში.

ბადრიჯანს ორგანიზმიდან გამოაქვს ჭარბი სითხე და ხსნის შეშუპებას, დადებით გავლენას ახდენს თირკმელებზე შარდკენჭოვანი დაავადებისას.

ბადრიჯნის გამხმარი ქერქისგან მიღებული ფხვნილით ჰიპერტონიას მკურნალობენ: ყავის საფქვავში ფქვავენ და ჭამის წინ თითო ჩაის კოვზს მიირთმევენ.

ამავე ფხვნილისგან მზადდება ნაყენი კბილებისა და ღრძილების გასამაგრებლად: ერთ სადილის კოვზ ფხვნილს ასხამენ ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 2-3 საათს, ამატებენ ერთ ჩაის კოვზ მარილს და დღეში რამდენჯერმე ივლებენ პირის ღრუში.

ბადრიჯნის უკუჩვენება

ბადრიჯანს მხოლოდ ერთი უკუჩვენება აქვს — გადამწიფებული ბადრიჯნის მოხმარება არ შეიძლება, რადგან მასში სოლანინის მაღალი შემცველობაა.

ჭარბი სოლანინის ზემოქმედება იწვევს გულისრევას, ღებინებას, ნაწლავურ სპაზმებს, დიარეას, ქოშინს, კრუნჩხვებს და შესაძლოა — ცნობიერების დაკარგვასაც.

ასეთ რისკებს თავი რომ აარიდოთ, მხოლოდ ახალგაზრდა ნაყოფი უნდა შეიძინოთ.

***

სალათა ბადრიჯნითა და პომიდვრით - ნოყიერიც და იოლიც

ანწლი და მისი ჯადოსნური სამკურნალო თვისებები

სატაცურის სასარგებლო თვისებები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ჟელატინის სამკურნალო თვისებები

ჟელატინის სამკურნალო
თვისებები

ბატიბუტის თვისებები - გემრიელი ხემს...

ბატიბუტის თვისებები

ფეტვის სასარგებლო თვისებები და მომზ...

ფეტვის სასარგებლო
თვისებები

ერბოს თვისებები - სასარგებლოა თუ არ...

ერბოს მომზადება

გაჭერით ლიმონი და დატოვეთ საძინებელ...

ლიმონი ჯანმრთელობისთვის

ხილი დიეტის დროს

ხილი დიეტის დროს

K ვიტამინის ნაკლებობა - მიზეზები და...

K ვიტამინის ნაკლებობა

სატაცურის სასარგებლო თვისებები

სატაცურის სასარგებლო
თვისებები

ახალი დიეტა - ორი ჭიქა წყალი

ახალი დიეტა - ორი ჭიქა
წყალი