სილამაზე/ჯანმრთელობა

ერბოს თვისებები - სასარგებლოა თუ არა ეს ცხიმი ჯანმრთელობისთვის?

fun time

18:40 შაბ. 17 მაისი

ერბოს მომზადება

14
დაკოპირებულია

ერბო ის ცხიმია, რომელიც კარაქის გადადნობით მიიღება და ხარისხიანად მომზადებული წლებიც კი ინახება. იმასაც ამბობენ, რაც უფრო დიდი ხნისაა ერბო, მით მეტი სასარგებლო თვისებები აქვსო.  ამის გამო ჩვენმა წინაპრებმა ერბოს მომზადება საუკუნეების წინათ დაიწყეს, როცა მაცივრები ჯერ არ არსებობდა. 

კარაქი და ერბო - მსგავსება და განსხვავებები

ამ ორ პროდუქტს ერთმანეთისგან იოლად გაარჩევთ. კარაქი ყვითელი ან ღია-ყვითელი ფერის ბლოკებად იყიდება და რბილი ნაღების ან რძის გემო და სურნელი აქვს.
ერბო ბევრად უფრო ცხიმიანია და მკვეთრი ყვითელი შეფერილობა აქვს. ერბოს რბილი გემო აქვს.

კარაქისაგან განსხვავებით ის არ შეიცავს ლაქტოზას (შაქარს) და კაზეინს (ცილას), ამიტომ ის შეუძლია მოიხმაროს ვისაც აქვს ლაქტოზას აუტანლობა.

ეს ცხიმი არ იწვება თერმული დამუშავებისას, ის არ ხდება კანცეროგენული. ამის გამო ნებისმიერი კერძი შეგიძლიათ მოამზადოთ ერბოში.

ერბოს სასარგებლო თვისებები

ერბო ინარჩუნებს კარაქის ყველა სასარგებლო თვისებას: შეიცავს B, E, D, PP ჯგუფის ვიტამინებს, განსაკუთრებით მდიდარია A ვიტამინით. ასევე შეიცავს ფოსფორს, კალიუმს, კალციუმს, სპილენძს, რკინას და მანგანუმს.

თავისი შემადგენლობისა და თვისებების წყალობით, ერბო აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, ამაგრებს იმუნურ სისტემას და ხელს უწყობს ისეთი დაავადებების პრევენციას, როგორიცაა ოსტეოპოროზი, რადიკულიტი და რაქიტი.

ერბოს აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისებები, ამიტომ ხშირად აღმოსავლურ მალამოებსა და სამკურნალო კრემებში შედის.

ერბო აუმჯობესებს ადამიანის გონებრივ შესაძლებლობებს, მახსოვრობას.
ერბოში შემავალი ცხიმოვანი მჟავები ორგანიზმში სწრაფად გადაიქცევა ენერგიის წყაროდ.

ერბოს ზიანი

ზომიერად მოხმარების შემთხვევაში ერბო ძალიან სასარგებლოა, თუმცა დიდი რაოდენობით მიღება (დღეში 1–2 ჩაის კოვზზე მეტი) შეიძლება საზიანო იყოს, რადგან ერბო ძალიან კალორიულია - 100 გრამ ერბოში დაახლოებით 900 კილოკალორიაა და მისი ჭარბად მოხმარება იწვევს წონისა და ქოლესტერინის დონის მატებას; ასევე შეიძლება ახლდეს გულისა და სისხლძარღვების დაავადებების რისკი.

ერბო არასასურველია ნაღვლის ბუშტში კენჭების დროს, რადგან ერბო ააქტიურებს ნაღვლის გამოყოფას, რამაც ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობის შემთხვევაში შეიძლება შეტევა გამოიწვიოს.

ერბოს მომზადება

ერბოს მომზადებისას მთავარია, კარაქი სწორად გაადნოთ.

პატარა ნაჭრებად დაჭრილი კარაქი ჯამში ჩაყარეთ, ჯამი დადგით მდუღარე წყლიან ქვაბზე და კარაქი გადნება ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ, ძალიან დაბალ ცეცხლზე. კარაქის მასა დნობის პროცესში არ უნდა ადუღდეს.

არ მოურიოთ.

კარაქი დნობის პროცესში ნელ-ნელა გაღიავდება, ხოლო ჯამის ძირზე ნარჩენები რჩება.

როცა კარაქის ბოლომდე გადნება, ქილაზე, რომელშიც ერბო უნდა შეინახოთ, დააფარეთ რამდენიმე ფენა სუფთა მარლა და ერბო ფრთხილად გადაწურეთ - ჯამის ფსკერზე მორჩენილი თეთრი მასა არ უნდა გადაჰყვეს.

1 კგ ერბოს მისაღებად დაგჭირდებათ 6 ცალი 200 გრ-იანი, ხარისხიანი კარაქი დაგჭირდებათ.

სულ ეს არის.

გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას!

ესეც საინტერესოა:

7 სასარგებლო თვისება, რომელიც კარაქს შეგაყვარებთ

კარაქი თუ მცენარეული ზეთი? — რომელი უფრო სასარგებლოა

რა არის კაკაოს კარაქი და რაში გამოვიყენოთ?



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გაჭერით ლიმონი და დატოვეთ საძინებელ...

ლიმონი ჯანმრთელობისთვის

ხილი დიეტის დროს

ხილი დიეტის დროს

K ვიტამინის ნაკლებობა - მიზეზები და...

K ვიტამინის ნაკლებობა

სატაცურის სასარგებლო თვისებები

სატაცურის სასარგებლო
თვისებები

ახალი დიეტა - ორი ჭიქა წყალი

ახალი დიეტა - ორი ჭიქა
წყალი

5 ყველაზე სასარგებლო ეთერზეთი

5 ყველაზე სასარგებლო
ეთერზეთი

რა არის კაკაოს კარაქი და რაში გამოვ...

კაკაო-კარაქის გამოყენება

საქონლის ან ცხვრის ძვლის ტვინი — რა...

ძვლის ტვინი - დელიკატესი

გოგრის ზეთის სასარგებლო თვისებები,...

როგორ მივიღოთ გოგრის ზეთი?