სილამაზე/ჯანმრთელობა

7 სასარგებლო თვისება, რომელიც კარაქს შეგაყვარებთ

fun time

17:02 ოთხ. 29 მარტი, 2023 წელი

კარაქის სასარგებლო
თვისებები

14
დაკოპირებულია

უკვე ათწლეულებია, კარაქს, ძირითადად, 2 მომაკვდინებელ ცოდვაში ედება ბრალი: 1) ძალიან მაღალკალორიულია და სიმსუქნეს იწვევს; 2) ზრდის დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (LDL), ანუ „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს და იწვევს ათეროსკლეროზის განვითარებას.

 

 

ეს რა თქმა უნდა, სიმართლეა, თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი შეფარდებითია:

  • ჯერ ერთი, კარაქი თავისი 610-750 კალორიით (კალორაჟი დამოკიდებულია ცხიმის შემცველობაზე) არც ისე საშინლად ჩანს ზეითუნის ზეთის ფონზე, რომელიც 884 კკალ. შეიცავს.
  • და მეორე - LDL-ის გარდა, კარაქი კარგი ქოლესტერინის (HDL) დონესაც ზრდის, რომელიც "ცუდ" ქოლესტერინს ებრძვის.

ამიტომ დადგა დრო, როდესაც მეცნიერებმა კარაქის მიმართ რისხვა წყალობით შეცვალეს და აღიარეს, რომ რომელიმე პროდუქტის მენიუდან სრულად გამორიცხვა მართალია სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მნიშვნელოვან გავლენას არ მოახდენს, მაგრამ დიდია შანსი, რომ მის ხარისხს გააუარესებს.

კარაქის სასარგებლო თვისებები

მოდით, გავარკვიოთ, თუ რა გავლენას ახდენს კარაქის ხშირი მოხმარება ჩვენს ორგანიზმზე?

1. კარაქის შემადგენლობაშია ომეგა-3, ომეგა-6, ასევე ცხიმში ხსნად A, E და D ვიტამინები, რომლებიც კანს, თმას და ფრჩხილებს დაბერებისგან და ულტრაიისფერი გამოსხივებისგან იცავენ და აძლიერებენ;

2. როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, კარაქი გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტია. დიახ, ის LDL დონეს ამაღლებს, მაგრამ ასევე ზრდის HDL-ის დონეს, რომელიც სისხლძარღვებში ქოლესტერინის დაფებს ანადგურებს. კარაქი ასევე შეიცავს ომეგა -3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც სისხლძარღვების ელასტიკურობას და ტონუსს უზრუნველყოფენ.

3. კარაქი აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. მასში შემავალი გლიკოსფინგოლიპიდები ნაწლავებს სხვადასხვა ინფექციებისგან იცავენ, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის - A ვიტამინი კუჭ-ნაწლავის სისტემაში ანთებით პროცესებს ებრძვის.

4. რძის ცხიმი ტრიპტოფანს შეიცავს, რომლის დახმარებითაც ორგანიზმი სეროტონინს გამოიმუშავებს. ის კი თავის მხრივ:

• აწესრიგებს შფოთვას,

• ასტიმულირებს ძილსა და სიფხიზლეზე პასუხისმგებელ ტვინის უბნებს,

• ზრდის სისხლძარღვთა ტონუსს და აწესრიგებს სისხლის შედედებას,

• ტოქსიკაციის შემთხვევაში აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის სისტემის მუშაობას,

• სასიკეთოდ მოქმედებს ლიბიდოზე,

• ააქტიურებს ნივთიერებთა ცვლას,

• ჰიპოფიზის ჯირკვლის მუშაობაში მონაწილეობს,

• ეხმარება ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობას.

5. კარაქში შემავალი ვიტამინი D, რძის ცხიმი და ომეგა-6 მეხსიერებას და ყურადღებას აუმჯობესებს, იცავს და აძლიერებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას და ტვინის უჯრედების განახლებაში მონაწილეობს - სწორედ ამიტომ კარაქი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც გონებრივი შრომით არის დაკავებული.

6. კარაქის შემადგენლობაში შემავალი ლაურინის მჟავა პათოგენური სოკოების განვითარებას აფერხებს.

7. მაღალი კალორიულობის დამსახურებით, კარაქი ენერგიის შესანიშნავი წყაროა.

რა რაოდენობით არის რეკომენდებული კარაქის ჭამა?

როგორც ნებისმიერ საკვებში, აქაც ზომიერებას არ უნდა გადააჭარბოთ. ექიმები დღეში არაუმეტეს 30 გრამი კარაქის მიღებას გვირჩევენ - ეს რაოდენობა სიმსუქნის რისკზე ან ათეროსკლეროზის განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.

შეწვისთვის უმჯობესია ერბო ან თხის რძისგან დამზადებული კარაქი გამოიყენოთ (ერბო, რომელიც მინარევებს არ შეიცავს). ამ კარაქებით ყველაზე მცირე შანსი გაქვთ, რომ კანცეროგენები მიიღოთ.

***

„მავნე“ პროდუქტები, რომლებიც, თურმე, სასარგებლოა

5 ჩვევა, რომელიც მოწევაზე მავნეა

„უქოლესტერინო“, „გლუტენის გარეშე“, „ცხიმი 0%“ - რა იმალება ამ წარწერების უკან?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

კიბოს გამომწვევი საკვები - 6 პოპულა...

კიბოს გამომწვევი
პროდუქტი