სილამაზე/ჯანმრთელობა

„მავნე“ პროდუქტები, რომლებიც, თურმე, სასარგებლოა

fun time

12:00 სამ. 7 ივნისი, 2022 წელი

„მავნე“ სასარგებლო
პროდუქტები

14
დაკოპირებულია

შემწვარი კარტოფილი, ლორი, კეტჩუპი, ნაყინი... - ჯანსაღი კვების მიმდევრები მსგავსი პროდუქტების მიღებაზე უარს ამბობენ, მაგრამ რეალურად, ეს პროდუქტები არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა. თუ რისთვის, ამას სტატიაში მოგახსენებთ.

👉 ლორი: ძალა და ძლიერი იმუნიტეტი.

ღორის ლორი ორგანიზმისთვის საჭირო უამრავ ნივთიერებას შეიცავს. პაციენტებს, რომლებიც „ცუდ“ ქოლესტერინს უჩივიან, ექიმები ცოტაოდენი ლორის ჭამას ურჩევენ, რათა სისხლში ქოლესტერინის დონის ნორმალიზება მოხდეს. თუკი ლორს ნივრით მიირთმევთ, მისი ეფექტი კიდევ უფრო ძლიერდება.

ლორის მიღების ოპტიმალური დოზაა 10-15 გრამი დღე-ღამის განმავლობაში. ხოლო მათთვის, ვინც აქტიურად ვარჯიშობს - 40-50 გრამი.

👉 კეტჩუპი: ლამაზი კანი და ჯანმრთელი გული.

ნატურალური კეტჩუპი შეიცავს ნივთიერებას სახელწოდებით ლიკოპინი, რომელიც აუმჯობესებს სახის კანის ფერსა და სისხლძარღვების მდგომარეობას.

კეტჩუპის შეძენა რეკომენდებულია შუშის ბოთლში. ამ შემთხვევაში გაცილებით მაღალი ალბათობაა იმისა, რომ პროდუქტები, რომლითაც კეტჩუპი მზადდება (ტომატის პასტა, ძმარი, სუნელები) ხარისხიანია.

გარდა ამისა, ლიკოპინი დადებითად მოქმედებს გულზე და შეიცავს მინიმალური რაოდენობის კალორიებს.

👉 კარტოფილი: ჯანმრთელი სისხლძარღვები.

კარტოფილი - გამომცხვარი თუ მოხარშული - შესანიშნავი წყაროა უჯრედებისა და C ვიტამინის. ის აუმჯობესებს სისხლძარღვების მდგომარეობას, გულის მუშაობას და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირებას.

უმჯობესია, კარტოფილი მიირთვათ ზეითუნის ზეთით.

კარტოფილის სწორად შეწვის 6 ოქროს წესი

👉 ნაყინი: კარგი ფიგურა და შესანიშნავი განწყობა.

ნაყინი შეიცავს: ვიტამინებს - В6, В12 და Д3. ასევე, 20 აუცილებელ ამინომჟავას და, მათ შორის, ტრიპტოფანს, რომელიც „ბედნიერების ჰორმონის“ გამომუშავებას უწყობს ხელს.

მთავარია, ავირჩიოთ ხარისხიანი, ხელოვნური დანამატებისა და მცენარეული ცხიმების გარეშე. ამგვარი პროდუქტი შეგიძლიათ, კვირაში 3-4 ჯერ მშვიდად მიირთვათ,

👉 ყავა: მაღალი შრომისუნარიანობა და კარგი ჯანმრთელობა.

ყავა ათავისუფლებს დეპრესიისგან, ზრდის შრომისუნარიანობას და აუმჯობესებს აზროვნების პროცესს.

ექიმების განცხადებით, დღეში ერთი ფინჯანი ყავა ჰიპერტენზიის, ასთმის, ინფარქტისა და ალცჰაიმერის განვითარების რისკს ამცირებს. პოზიტიურად მოქმედებს მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციაზე, ნივთიერებათა ცვლაზე, სისხლის მიმოქცევასა და იმუნურ სისტემაზე.

ყავის რეცეპტი, რომელიც მეტაბოლიზმს აჩქარებს და წონის მატებას უშლის ხელს

👉 კვერცხი: კარგი მეხსიერება, მახვილი მზერა.

კვერცხი შეიცავს დიდი რაოდენობით ქოლესტერინს, მაგრამ, გარდა ამისა, ის მდიდარია ლეციტინით, რაც ათავისუფლებს ორგანიზმს „ცუდი“ ქოლესტერინისგან.

გარდა ამისა, ასუფთავებს ღვიძლს, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მეხსიერებას და ხელს უწყობს მახვილი მზერის შენარჩუნებას.

კვირაში 3-5 კვერცხის მიღება ადამიანის ორგანიზმს არანაირ ზიანს არ მიაყენებს.

👉 შოკოლადი: პოზიტივის წყარო.

შოკოლადი სწრაფად აქრობს შიმშილის შეგრძნებას და ძალების აღდგენაში გეხმარებათ, რასაც ამ პროდუქტში შემავალი დიდი რაოდენობით ცილები უზრუნველყოფს.

შოკოლადის არომატიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანის ფსიქიკაზე დადებითი გავლენა მოახდინოს.

კარდიოლოგები მიიჩნევენ, რომ შოკოლადი უნივერსალური საშუალებაა „ცუდ“ ქოლესტერინთან საბრძოლველად.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

უსაფრთხოა თუ არა საკვები, რომელსაც...

უსაფრთხოა თუ არა საკვები,
რომელსაც ბუზი დააჯდა?

იცით, რომ ავოკადოს კურკა ნაყოფზე უფ...

ავოკადოს მიღების წესი

რატომ არ უნდა გეძინოთ ერთდროულად ორ...

რატომ არ უნდა გეძინოთ
ერთდროულად ორ ბალიშზე?

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას