სილამაზე/ჯანმრთელობა

რატომ იკლებს ადამიანი სიმაღლეში ასაკის მატებასთან ერთად?

fun time

19:23 ოთხ. 17 ივლისი

ასაკი და სიმაღლე

14
დაკოპირებულია

სიმაღლის კლება დაახლოებით, 30 ასაკში იწყება. ამის შემდეგ ადამიანი ყოველ ათ წელიწადში თითქმის ერთ სანტიმეტრს კარგავს. ასე, რომ ასაკის მატებასთან ერთად შეიძლება ჩვენი სიმაღლის 2,5-დან 7,5 სანტიმეტრამდე დავკარგოთ. ასაკის მატებასთან ერთად ეს პროცესი ჩქარდება - რაც უფრო იზრდება ადამიანი, მით უფრო სწრაფად კარგავს სიმაღლეს. 

აღსანიშნავია, რომ ქალები მამაკაცებთან შედარებით, უფრო მეტ სანტიმეტრს და უფრო სწრაფად კარგავენ. მაგალითად, 30-დან 70 წლამდე მამაკაცი საშუალოდ, 3 სანტიმეტრით დაბლდება, ქალი კი - 5 სანტიმეტრით. 80 წლის მამაკაცებისთვის ეს მაჩვენებელი 5 სმ-მდეა, ქალებისთვის - 8 სმ-მდე.

რატომ კარგავს ადამიანი სიმაღლეს?

ადამიანის სიმაღლეს ფეხების, ხერხემლისა და თავის ქალის ძვლების სიგრძე განსაზღვრავს. როგორც წესი, ისინი, მაქსიმალურ სიგრძეს მოზარდობის ბოლოს აღწევენ. ამის შემდეგ ძვლების ზრდა ჩერდება. სიმაღლის კლებაში კი გადამწყვეტ როლს ხერხემლის ძვლები ასრულებენ.

ჩვენი ხერხემალი ერთმანეთთან სახსრებითა და იოგებით დაკავშირებული 33-34 მალისგან შედგება. მალებს შორის ჟელეს მსგავსი ბალიშები მდებარეობს, რომლებსაც დისკები ეწოდება. ხერხემლის დისკები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენი აღნაგობის შენარჩუნებაში. დისკები ამორტიზატორებივით მოქმედებენ და ჩვენს ზურგს მოქნილობას ანიჭებენ.

მიზეზი 1

ასაკის მატებასთან ერთად დისკები მინერალური შემცველობის ნაწილს კარგავენ, თხელდებიან და იფიტებიან, რაც ადამიანის სიმაღლის შემცირებას იწვევს.

მიზეზი 2

ასაკის მატებასთან ერთად ტერფის დეგენერაცია იწყება - ის უფრო ბრტყელი ხდება, რაც სიმაღლის ოდნავ შემცირებას იწყებს. თუმცა, ეს კლება ისეთი მკვეთრად გამოხატული არ არის, როგორც ხერხემლის დისკების გათხელებით გამოწვეული ცვლილებები.

მიზეზი 3

ასაკთან ერთად, სხეული კუნთოვან მასას კარგავს. ეს დანაკარგი, თავის მხრივ, სიმაღლის კლებას იწვევს.

შესაძლებელია თუ არა სიმაღლის კლების შეჩერება?

ასაკობრივი ცვლილებების თავიდან აცილება შეუძლებელია, მაგრამ მათი შენელება - სავსებით შესაძლებელი. ექიმები გვირჩევენ, კუნთების ტონუსის შენარჩუნებისთვის სპორტით დაკავდეთ, კალციუმითა და D ვიტამინით მდიდარი პროდუქტები მივიღოთ და მავნე ჩვევები დავივიწყოთ.

ესეც დაგაინტერესებთ:

საინტერესო ფაქტები ადამიანის სიმაღლის შესახებ

როგორ შეიცვალა 100 წლის მანძილზე ადამიანის სიმაღლე, წონა და ხანდაზმულობა

რა სიმაღლის იყვნენ ცნობილები - წარსულის დიდი სახელები სანტიმეტრებში!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

საკვები, რომელიც ასუფთავებს სისხლძა...

სისხლძარღვების გაწმენდა
კვებით

ნესვის სარგებლობა

ნესვის სარგებლობა

რა წესები უნდა დავიცვათ, რომ საზამთ...

საზამთროთი მოწამვლა
როგორ ავირიდოთ

რატომ არის სასარგებლო ყავისთვის წყლ...

რატომ არის სასარგებლო
ყავისთვის ცივი წყლის
მიყოლება

ოლეანდრე - საშიში სილამაზე, რომელმა...

ოლეანდრა - შხამიანი
მცენარე

ინდონეზიელმა მეცნიერებმა საშიშ კოღო...

ინფექციური დაავადება
დენგე

ახალი კვლევა - სხეულის დაბალი ტემპე...

სხეულის დაბალი
ტემპერატურა

საინტერესო ფაქტები საზამთროს შესახე...

საზამთროს სამკურნალო
თვისებები

ფეიხოას სასარგებლო თვისებები

ფეიხოას სასარგებლო
თვისებები