სილამაზე/ჯანმრთელობა

ფეიხოას სასარგებლო თვისებები

fun time

16:00 კვი. 16 ივნისი

ფეიხოას სასარგებლო
თვისებები

14
დაკოპირებულია

ფეიხოა მირტისებრთა ოჯახის კენკრაა, რომელიც გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს და ანთებას ებრძვის.

ფეიხოა რას შეიცავს

ფეიხოა სხვა სეზონური ხილის მსგავსად, როგორც ახალი, ისე თერმულად დამუშავებული ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

გარდა იმისა, რომ ფეიხოა ვიტამინი C, B9, კალციუმის, კალიუმის და მაგნიუმის წყაროა, აღიარებულია, რომ ის ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების პროფილაქტიკისთვის იდეალური პროდუქტია.

200 გრამი ფეიხოა შეიცავს:

  • 125 კალორია;
  • 31 გ ნახშირწყლები;
  • 35 მგ კალციუმი;
  • 18 მგ მაგნიუმი;
  • 67 მგ C ვიტამინი.

ფეიხოა და განსაკუთრებით მისი კანი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც სხეულის უჯრედებს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან იცავს.

ფეიხოა კალიუმს შეიცავს და ინსულტის რისკს ამცირებს. ცნობილია, რომ კალიუმით მდიდარი საკვები ხელს უწყობს არტერიული წნევის დაქვეითებას, შესაბამისად, ამცირებს ინსულტის რისკს.

ფეიხოა ცოცხლად

თუ გსურთ ფეიხოასგან ჯანმრთელობისთვის მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ, მაგრამ მისი კანიანად მირთმევა გიჭირთ, ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და შაქარი შეურიეთ.

ფეიხოას კანი

ასევე შეგიძლიათ, კენკრის კანი გააშროთ და ჩაის დაუმატოთ-ხოლმე.

ფეიხოას კანის ეთერზეთებს ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო ეფექტი აქვს და გაციებას ებრძვის.

ფეიხოას უკუჩვენებები

რა თქმა უნდა, ფეიხოა ყველა დაავადების მკურნალი არაა და მისი მიღებისას ზომიერება უნდა დაიცვათ. სანამ ახალი დახლებზეა, შეგიძლიათ თქვენს ყოველდღიურ მენიუში შეიტანოთ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მუცლის შებერილობა ან ინდივიდუალური შეუწყნარებლობის ნიშნები არ გაქვთ.

გირჩევთ ფეიხოას ბევრი შაქარი არ დაუმატოთ. თუ ხილი მომჟავო გეჩვენებათ, სცადეთ ტკბილი ხილის: ბანანის, მსხლის ან ატმის დამატება. სხვადასხვა გემოებისა და მიკროელემენტების გაერთიანება განსაკუთრებით გემრიელი და სასარგებლო იქნება.

როგორ ავარჩიოთ და შევინახოთ ფეიხოა

კარგი ფეიხოა შედარებით დიდი, რბილი და ლაქების გარეშე უნდა იყოს. მწიფე, რბილი ფეიხოა მაცივარში კარგად ინახება, შედარებით მკვახე კი სასურველია, რამდენიმე დღის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე დატოვოთ, სანამ დამწიფდება.

ესეც საინტერესოა:

ფეიხოას ჯემი - მოამზადეთ „ცოცხლად“!

კურკუმა გასახდომად

ავოკადოს სასარგებლო თვისებები



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

საკვები, რომელიც ასუფთავებს სისხლძა...

სისხლძარღვების გაწმენდა
კვებით

ნესვის სარგებლობა

ნესვის სარგებლობა

რა წესები უნდა დავიცვათ, რომ საზამთ...

საზამთროთი მოწამვლა
როგორ ავირიდოთ

რატომ არის სასარგებლო ყავისთვის წყლ...

რატომ არის სასარგებლო
ყავისთვის ცივი წყლის
მიყოლება

ოლეანდრე - საშიში სილამაზე, რომელმა...

ოლეანდრა - შხამიანი
მცენარე

ინდონეზიელმა მეცნიერებმა საშიშ კოღო...

ინფექციური დაავადება
დენგე

რატომ იკლებს ადამიანი სიმაღლეში ასა...

ასაკი და სიმაღლე

ახალი კვლევა - სხეულის დაბალი ტემპე...

სხეულის დაბალი
ტემპერატურა

საინტერესო ფაქტები საზამთროს შესახე...

საზამთროს სამკურნალო
თვისებები