სილამაზე/ჯანმრთელობა

ოლეანდრე - საშიში სილამაზე, რომელმაც მაკედონელის ჯარი იმსხვერპლა

fun time

16:07 სამ. 23 ივლისი

ოლეანდრა - შხამიანი
მცენარე

14
დაკოპირებულია

ამბობენ, რომ მშვენიერება შეიძლება მაცდური და მომაკვდინებელიც კი იყოს. ალბათ ამის დასტურია, რომ ზოგ ულამაზეს და სურნელოვან მცენარეს შეუძლია, გამოიწვიოს დამბლა, გულის გაჩერება, კომა და სიკვდილიც კი. დღეს სწორედ ერთ-ერთ ასეთ მცენარეზე გიამბობთ. 

 

ოლეანდრე მარადმწვანე მცენარეა, რომელიც თბილისში ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებათ - პარლამენტის წინ, ქუჩებში, სასტუმროების აივნებზე და მრავალსართულიანი სახლების ეზოებში.

ის ლამაზი და ხანგრძლივი ყვავილობის გამო უყვართ, თუმცა ბევრმა არ იცის, რომ სუბტროპიკული ლამაზმანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი მცენარეა.

დიახ, ოლეანდრეს ყველა ნაწილი წარმოუდგენლად შხამიანია და დამწვარი ოლეანდრეს კვამლის შესუნთქვაც კი ჯანმრთელობისთვის საშიშია.

საქმე ისაა, რომ ოლეანდრეს ფოთლები, ყვავილები და ნაყოფი შეიცავს გულის ამაჩქარებელ გლიკოზიდებს, რომლებსაც სამკურნალოდ უდიდესი სიფრთხილით იყენებენ - რადგან თუკი მისი შხამი ორგანიზმში დიდი რაოდენობით მოხვდება, გულს წამში აჩერებს.

ამ მცენარის წვენი ადამიანის ან ცხოველის ორგანიზმში მოხვედრისას იწვევს ღებინებას, ცენტრალური ნერვული სისტემის მოშლას და შეიძლება გულის გაჩერებაც კი გამოიწვიოს.

***

არსებობს ლეგენდა იმის შესახებ, თუ როგორ გაანადგურა ოლეანდრემ ალექსანდრე მაკედონელის არმია.

მცირე აზიიდან ინდოეთში მაკედონელის ჯარის გადასვლისას, ერთ-ერთი დანაყოფის ჯარისკაცებმა სადილისთვის ხორცის შეწვა გადაწყვიტეს და შამფურებად ოლეანდრეს ტოტები გამოიყენეს. ეს მათი უკანასკნელი სადილობა აღმოჩნდა, რადგან დილას ვერც ერთმა ჯარისკაცმა ვერ გაიღვიძა.

***

თუ ოლეანდრე თქვენს სახლში ან სამსახურში ხარობს, გახსოვდეთ, რომ მცენარის მორწყვის ან გასხვლის დროს ხელთათმანები უნდა გაიკეთოთ და პროცესის დასრულების შედეგ ხელები საგულდაგულოდ დაიბანოთ. თვალი ადევნეთ, რომ მცენარის წვენი თვალებზე ან ტუჩებზე არ მოგხვდეთ!

ოლეანდრეს ყვავილებს მძაფრი სურნელი აქვთ, ამიტომ საძინებელს უნდა მოარიდოთ და არ უნდა დარგოთ იქ, სადაც ბავშვები ან შინაური ცხოველები არიან.

***

თუმცა ოლეანდრეს სარგებელიც მოაქვს - ის ჰაერს მავნე მინარევებისგან ასუფთავებს. ასევე, ოლეანდრე ფოთლებისაგან დამზადებული პრეპარატები გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს იხმარება.

***

გახსოვდეთ, რომ შხამიანი მცენარისგან მოწამვლის კლინიკური სურათი ასეთია – პირღებინება, შესუსტებული პულსი, კუჭ-ნაწლავის ძლიერი აშლილობა, მადის დაკარგვა. ექიმის გამოძახებამდე საჭიროა ორგანიზმიდან შხამის სწრაფი გამოდევნა, რაც პირველ წუთებში თბილი, მარილიანი წყლით (4-5 ჭიქა) პირღებინებით მიიღწევა, შემდეგ კი საჭიროა ექიმის გამოძახება.

ესეც დაგაინტერესებთ:

რა სჭირდება მცენარეს სიცოცხლისთვის - 10 ოქროს წესი!

5 მცენარე, რომელიც ვირუსული ინფექციისგან დაგიცავთ

ჩრდილის ამტანი მცენარეები


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

საკვები, რომელიც ასუფთავებს სისხლძა...

სისხლძარღვების გაწმენდა
კვებით

ნესვის სარგებლობა

ნესვის სარგებლობა

რა წესები უნდა დავიცვათ, რომ საზამთ...

საზამთროთი მოწამვლა
როგორ ავირიდოთ

რატომ არის სასარგებლო ყავისთვის წყლ...

რატომ არის სასარგებლო
ყავისთვის ცივი წყლის
მიყოლება

ინდონეზიელმა მეცნიერებმა საშიშ კოღო...

ინფექციური დაავადება
დენგე

რატომ იკლებს ადამიანი სიმაღლეში ასა...

ასაკი და სიმაღლე

ახალი კვლევა - სხეულის დაბალი ტემპე...

სხეულის დაბალი
ტემპერატურა

საინტერესო ფაქტები საზამთროს შესახე...

საზამთროს სამკურნალო
თვისებები

ფეიხოას სასარგებლო თვისებები

ფეიხოას სასარგებლო
თვისებები