იცით თუ არა

როგორ შეიცვალა 100 წლის მანძილზე ადამიანის სიმაღლე, წონა და ხანდაზმულობა

fun time

14:00 კვი. 6 თებერვალი, 2022 წელი

როგორ შეიცვალა ადამიანი 100
წლის განმავლობაში

14
დაკოპირებულია

მაინც, რით განვსხვავდებით ჩვენი ბებია-ბაბუებისგან? ექსპერტების აზრით, ევოლუციური ცვლილებებისთვის ერთი საუკუნე საკმარისი არაა. ცვლილებების უმეტესობა, რომელიც  ასეთ მოკლე დროში ხდება, უბრალოდ, ორგანიზმის რეაქციაა შეცვლილ პირობებზე, მაგრამ თავად ცვლილებების წარმოშობა ბევრად უფრო რთულია. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ საქმე ბუნებრივ გადარჩევას ეხება!

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ბუნებრივი გადარჩევა დღესაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის, როგორც სახეობის ჩამოყალიბებაში. უბრალოდ, ადრე გავლენას გარემო პირობები ახდენდა, ახლა კი - კულტურა.

მაგალითად, არსებობენ ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე. ეს კი უზარმაზარ გავლენას ახდენს ამ ჯგუფის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. მოდი, უფრო დაწვრილებით განვიხილოთ ზოგიერთი ცვლილება.

სიმაღლე

ბოლოდროინდელმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ახალგაზრდების სიმაღლე 10 სმ-ით გაიზარდა. მაგალითად, თუ 20 წლის მამაკაცის საშუალო სიმაღლე საუკუნის დასაწყისში, დაახლოებით, 168 სმ. იყო, ახლა, საშუალოდ, 178 სმ-ია. ს

იმაღლეში ზრდა, სავარაუდოდ, კვების პროდუქტების, სამედიცინო მომსახურებისა და ჰიგიენის გაუმჯობესების დამსახურებაა.

სიმაღლეში ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 185 სანტიმეტრი ნიდერლანდებში დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკელები მსოფლიოში ყველაზე მაღლები იყვნენ (177 სმ.).

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ომით, დავადებებითა და სხვა, სერიოზული პრობლემებით დაზარალებულ ქვეყნებში ადამიანების საშუალო სიმაღლე შემცირდა.

მაგალითად, მე-19 საუკუნის ბოლოდან 1970 წლამდე სამხრეთ აფრიკაში მოსახლეობის საშუალო სიმაღლის შემცირება დაფიქსირდა, რაც სავარაუდოდ, აპარტეიდის დროს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებამ გამოიწვია.

წონა

კვლევებმა დაადასტურა, რომ აშშ-ში დაბადებული გვატემალელი და მექსიკელი ინდიელების ოჯახების შვილები საშუალოდ, 11,4 სმ-ით მაღლები არიან, ვიდრე მექსიკაში ან გვატემალაში დაბადებული მათი და-ძმები. ეს სავარაუდოდ, სამედიცინო მომსახურების და ხარისხიანი საკვების ხელმისაწვდომობას უკავშირდება, თუმცა... ეს ბავშვები არა მარტო იზრდებიან, არამედ სუქდებიან კიდეც.

სიმსუქნის მიზეზებზე საუბრისას:

  • ზოგი მკვლევარი ტრადიციულ არგუმენტზე მიუთითებს - თანამედროვე ადამიანი ბევრს ჭამს და ცოტას მოძრაობს;
  • ზოგი კი გენეტიკასა და ვირუსების როლზე ამახვილებს ყურადღებას;
  • ბევრი მკვლევარი სიმსუქნეს სიღარიბეს უკავშირებს, რაც იაფი და არაჯანსაღი საკვების მიღებას უკავშირდება.

ჭარბი წონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ინდოელ ბავშვებში გამოვლინდა, რაც ბევრად აღემატებოდა აფროამერიკელების, ჰაიტელების და ევროპელების მაჩვენებლებს. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ ზემოთქმული ეპიგენეტიკას ან მემკვიდრეობით ცვლილებებს უკავშირდება.

„თუ თქვენს დედას და ბებიას შიმშილი გამოუცდიათ, ეს შეიძლება თქვენზეც აისახოს. ამ შემთხვევაში, თქვენი ორგანიზმი ნორმალური კვების პირობებშიც კი გააგრძელებს ცხიმის სახით ენერგიის დაგროვებას,“ - განმარტავენ მეცნიერები.

ასაკი

და რა თქმა უნდა, ასაკი - ადამიანები ახლა უფრო მეტს ცოცხლობენ, ვიდრე 100 წლის წინ. მე-20 საუკუნეში ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 30 -დან 70 წლამდე გაიზარდა.

ჯანმო ვარაუდობს, რომ 2030 წელს აშშ-ში დაბადებული ქალების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 85 წლამდე გაიზრდება. ეს პირველ რიგში, მედიცინის მიღწევებს, სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას და სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობას უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტორებმა მნიშვნელოვნად შეამცირა ინფექციური დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა, ისეთი დაავადებების რაოდენობა, როგორიცაა ალცჰაიმერი, გულის დაავადებები და კიბო, იზრდება. გარდა ამისა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ჰიგიენაზე გადაჭარბებულმა ზრუნვამ ჩვენი იმუნური სისტემა უფრო დაუცველი გახადა.

⭕⭕⭕

წარსულის უხამსი ტრადიციები, რომლებიც თანამედროვე ადამიანსაც გააკვირვებს

25 საინტერესო ფაქტი ადამიანის ორგანიზმის შესახებ!

ადამიანები, რომლებსაც ტკივილის შეგრძნება არ გააჩნიათ!

ადამიანის დახასიათება დაბადების რიცხვის მიხედვით


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი