საკნატუნო ამბები

ადამიანები, რომლებსაც ტკივილის შეგრძნება არ გააჩნიათ!

fun time

14:00 ოთხ. 3 ნოემბერი, 2021 წელი

მარსილის ტკივილის
სინდრომი

14
დაკოპირებულია

57 წლის ლეტიცია მარსილი (Letizia Marsili) ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როცა გააცნობიერა, რომ ტკივილის შეგრძნება არ გააჩნდა. ლეტიცია, უბრალოდ, ვერ ამჩნევდა საკუთარ სხეულზე ძლიერ დამწვრობას ან მოტეხილობას. ამ სინდრომის სიმპტომები, რომელსაც უცნაური ოჯახის პატივსაცემად, „მარსილის ტკივილის სინდრომი“ ეწოდა, ლეტიციას დედას, ორ ვაჟსა და რამდენიმე ნათესავსაც აქვს.

„ჩვენ ჩვეულებრივად ვცხოვრობთ და შესაძლოა, დანარჩენ ადამიანებზე უკეთესადაც, რადგან ცუდად იშვიათად ვართ და ტკივილს თითქმის ვერ ვგრძნობთ“, - ამბობს ლეტიცია.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასეთი მდგომარეობის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ზოგიერთი ნერვული დაბოლოება სათანადოდ არ რეაგირებს. ექიმები, რომლებიც მარსელის ოჯახს აკვირდებიან, იმედოვნებენ, რომ ამ უცნაური ოჯახის წევრთა გენების მუტაცია ქრონიკული ტკივილით დაავადებულ ადამიანებს დაეხმარება.

„ამ ოჯახზე დაკვირვების შედეგად, ჩვენ ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების შექმნის ახალი გზა ვიპოვეთ“, - განაცხადა სიენას უნივერსიტეტის პროფესორმა ანა მარია ალოიზიმ.

მეცნიერის თქმით, ტკივილი მნიშვნელოვანი სიგნალია, რომელიც გვამცნობს, რომ ორგანიზმს პრობლემები აქვს. ვინაიდან მარსილის ოჯახის წევრები ტკივილს საერთოდ ვერ გრძნობენ, მათი ტრავმები ანთებითი პროცესების დაწყებამდე შეუმჩნეველი რჩება.

ლეტიციას მონაყოლიდან ირკვევა, რომ მის 24 წლის ვაჟს ლუდოვიკოს, რომელიც ფეხბურთელია, ამ სინდრომის გამო პრობლემები შეექმნა.
„ის იშვიათად ჩერდება. მაშინაც კი, როცა ტრავმას იღებს. ახლახან კიდურებზე რენტგენი გადაუღეს და წვივისა და ტერფის ძვლებზე უამრავი ბზარი აღმოუჩინეს“, - ამბობს უცნაური ოჯახის დედა.

მსგავსი პრობლემები ლეტიციას უმცროსს შვილს, 21 წლის ბერნანდოსაც აქვს. ველოსიპედით სეირნობის დროს მან იდაყვის ძვალი გაიტეხა, მაგრამ ვერ შენიშნა და კიდევ 14 კილომეტრი გაიარა. დაზიანება მხოლოდ მაშინ აღმოაჩინეს, როცა ძვალმა შეხორცება დაიწყო.

თავად ლეტიციამ რამდენიმე წლის წინათ თხილამურებით სრიალის დროს, მხარის ძვალი გაიტეხა, თუმცა, რა თქმა უნდა, ვერაფერი შენიშნა. ქალმა კლინიკას მხოლოდ მეორე დღეს მიაკითხა, როცა თითებში ჩხვლეტა იგრძნო.

ლეტიციას დედას, 82 წლის დომენიკასაც რამდენიმე მოტეხილობა ჰქონდა, რომლებიც დროულად ვერ აღმოაჩინეს, ამიტომ ძვლები არასწორად შეხორცდა.

ყველა პრობლემის მიუხედავად, ლეტიცია მიიჩნევს, რომ ეს სინდრომი მას და მის ოჯახს ნორმალურად ცხოვრებაში ხელს არ უშლის.

წყარო: www.bbc.com


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მესამე ფარი - რატომ არ გაამართლა ავ...

სამფარიანი ავტომობილი Tucker
48 (Tucker Torpedo)

იაპონიაში ნებისმიერ ზრდასრულს აქვს...

როგორც ინარჩუნებენ
იაპონელები სოციალურ
ქცევის კულტურას?

ალაჰის მარგალიტი — ბუნების უნიკალურ...

ალაჰის მარგალიტი —
ბუნების უნიკალური
შედევრი

რობინ ჰუდის „გმირი“ - შერვუდის ტყეშ...

შერვუდის ტყეში 1200 წლის
მუხა გახმა

რატომ არიან ებრაელები ჭკვიანები და...

რატომ არიან ებრაელები
ასეთი ჭკვიანები და
მდიდრები?

რატომ აშრობენ იტალიელები სარეცხს ქუ...

იტალიური ტრადიციები

ახალი კვლევა — დისტანციური მუშაობა...

დისტანციური მუშაობა და
შობადობის ზრდა

11 ქვეყანა, რომელსაც მსოფლიოში საუკ...

11 ქვეყანა, რომელსაც
მსოფლიოში საუკეთესო
მედიცინა აქვს

რატომ არის თვალის მწვანე ფერი იშვია...

რატომ არის თვალის მწვანე
ფერი იშვიათი?