სილამაზე/ჯანმრთელობა

თვალის ირგვლივ სიშავეების მოშორება სახლის პირობებში

fun time

14:40 შაბ. 30 სექტემბერი, 2023 წელი

თვალის ირგვლივ
სიშავეების მოშორება

14
დაკოპირებულია

თვალის გარშემო შავი წრეების გაჩენისას, პირველ რიგში, საჭიროა გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა, შემდეგ კი სპეციალური ნიღბების, კრემებისა თუ საფენების გამოყენება. ამჯერად, გვინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ნიღაბი ჩაშავებული თვალებისთვის. ასეთ საშუალებებს სახლის პირობებში დაამზადებთ, თანაც - მინიმალური დანახარჯით.

ნიღბები თვალის ირგვლივ სიშავეების მოშორებისთვის

კარტოფილის ნიღაბი

1 საშუალო ზომის კარტოფილი გაფცქვენით, დაჭერით და რძეში მოხარშეთ. მოხარშული კარტოფილი წვრილ სახეხზე გახეხეთ, დაამატეთ 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი (შეგიძლიათ ნებისმიერი მცენარეული ზეთის გამოყენება) და კარგად აურიეთ.

მიღებული მასა თვალის გარშემო კანზე სქლად დაიფინეთ. 20 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.

ხაჭოს ნიღაბი

2 ს.კ. ხაჭოს და 1 ჩ.კ. დაფქვილ შვრიას („ჰერკულესი“) დაამატეთ 4-5 წვეთი რომელიმე მცენარეული ზეთი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა თვალის გარშემო კანზე სქლად დაიფინეთ.

15-20 წუთის შემდეგ რძეში დასველებული ტამპონით მოიწმინდეთ ან თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

კიტრის ნიღაბი

1 ს.კ. გახეხილი კიტრი და ამავე რაოდენობის დაქუცმაცებული ოხრახუში კარგად დააბლენდერეთ, დაამატეთ 1 ს.კ. არაჟანი და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე მოურიეთ.

მიღებული მასა თვალების გარშემო წაისვით. 20 წუთის შემდეგ დიდი რაოდენობის თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.

პურის ნიღაბი

1 ნაჭერი თეთრი პურის გული დააქუცმაცეთ, დაასხით 2-3 ჩ.კ. თბილი რძე და კარგად აურიეთ (ფაფისებური მასა უნდა გამოვიდეს).

მიღებული მასა თვალის გარშემო წაისვით. 10-15 წუთის შემდეგ თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.

კრემები თვალის ირგვლივ სიშავეების მოშორებისთვის

კრემი A და E ვიტამინით

1 ჩ.კ. რომელიმე თვალის კრემს დაამატეთ თითო-თითო წვეთი A და E ვიტამინი და ძილის წინ თვალის გარშემო კანზე ნაზად შეიზილეთ.

ზეთოვანი კრემი

1 ს.კ. ზეითუნის ზეთს დაამატეთ 3-3 წვეთი A და E ვიტამინი და ერთმანეთში კარგად აურიეთ.
მიღებული მასა დღეში 2-ჯერ (დილა-საღამოს) თვალის გარშემო კანზე წაისვით, ნახევარი საათის შემდეგ ხელსახოცით კარგად მოიწმინდეთ.

საფენები თვალის ირგვლივ სიშავეების მოშორებისთვის

ჩაის საფენი

2 ცალი ჩაის ერთჯერადი საფენი (უკეთესია მწვანე ჩაის პაკეტები) რამდენიმე წამით ჯერ მდუღარეში ჩადეთ, შემდეგ კი 5-10 წუთის განმავლობაში მაცივარში მოათავსეთ.

ასეთი წესით მომზადებული ცივი პაკეტები დაიდეთ თვალებზე, 10 წუთის შემდეგ კი მოიშორეთ და თვალების გარშემო კანზე რომელიმე მკვებავი კრემი შეიზილეთ.

სალბის (შალფეის) საფენი

საჭირო რაოდენობის სალბის ნაყენი (2 ს.კ. სალბი / 1ჭ. წყალი) გაყავით ორ ნაწილად. ნაყენის ერთი ნაწილი მაცივარში გააცივეთ, მეორე კი მხოლოდ 40-50 გრადუსამდე შეაგრილეთ.

ამის შემდეგ თვალებზე ჯერ ცივ, შემდეგ თბილ ნაყენში დასველებული ბამბის ტამპონები მონაცვლეობით დაიფინეთ (5-5 წუთით), 20-30 წუთის შემდეგ თვალები გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

აღნიშნული პროცედურა შეგიძლიათ, ერთი თვის განმავლობაში დღეგამოშვებით ჩაიტაროთ.

ესეც საინტერესოა:

რით ვკვებოთ თვალები

მწვანე ჩაი სახის კანისთვის - დაამზადეთ ნიღბები სახლის პირობებში

ხელების მოვლა სახლის პირობებში


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

საქონლის ან ცხვრის ძვლის ტვინი — რა...

ძვლის ტვინი - დელიკატესი

გოგრის ზეთის სასარგებლო თვისებები,...

როგორ მივიღოთ გოგრის ზეთი?

სტრესი ინსულტის რისკს ზრდის, მაგრამ...

სტრესი ინსულტის რისკს
ზრდის, მაგრამ მხოლოდ
ქალებში

თუ სიბერის გეშინიათ, მწარე საკვები...

მწარე საკვები
ჯანმრთელობისთვის

რით არის ფსტა სასარგებლო და რატომ ღ...

რით არის ფსტა სასარგებლო

როგორ გამოვიყენოთ ჯანჯაფილი?

ჯანჯაფილის ფესვის არჩევა

კარაქი თუ მცენარეული ზეთი? — რომელი...

კარაქი თუ მცენარეული ზეთი?

ფლამინგოს ტესტი — დადექით ცალ ფეხზე...

ფლამინგოს ტესტი

რა არის კაპერსი? - არომატული დელიკა...

რა არის კაპერსი?