სილამაზე/ჯანმრთელობა

მწვანე ჩაი სახის კანისთვის - დაამზადეთ ნიღბები სახლის პირობებში

fun time

16:00 ხუთ. 25 თებერვალი, 2021 წელი

მწვანე ჩაის სახის
მოსავლელად

14
დაკოპირებულია

მათი გამოყენება მიზანშეწონილია ყველა ტიპის კანისთვის, რადგან მწვანე ჩაის უკუჩვენებები არ აქვს. მწვანე ჩაისგან დამზადებული ნიღბები წმენდს და ატენიანებს სახის კანს, ეფექტურია აკნესა და ნაოჭების საწინააღმდეგოდ.

სახის კანის გასამკვრივებელი ნიღაბი მწვანე ჩაისგან

ნახევარ ჭიქა ადუღებულ წყალში ჩაყარეთ 1 ს.კ. მწვანე ჩაის ფოთოლი და 5-10 წუთის განმავლობაში ადუღეთ (სანამ ჩაის ფოთოლი კარგად არ ჩაიხარშება).
შემდეგ წყალი გადაღვარეთ, მოხარშულ ფოთოლს 1 ს.კ. არაჟანი დაამატეთ და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა სახეზე წაისვით, 15-20 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მწვანე ჩაის სახის გამწმენდი სახლის პირობებში

1 ჩ.კ. მწვანე ჩაის ფოთოლი ჩაყარეთ ნახევარ ჭიქა ადუღებულ წყალში და 5 წუთის განმავლობაში გააჩერეთ.
შემდეგ ჩაამატეთ 2 ს.კ. ადუღებული რძე, 3-4 წუთი კიდევ დააცადეთ და წყალი მხოლოდ ამის შემდეგ გადაუღვარეთ.
ჩაის ფოთოლი კარგად დააქუცმაცეთ, დაახლოებით, 2 ს.კ. შვრიის ბურღულში („გერკულესი“) აურიეთ და მიღებული მასა სახეზე წაისვით.
15 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.

პიგმენტური ლაქების მოცილება მწვანე ჩაის ნიღბით

2 ს.კ. წვრილად დაფქვილ მწვანე ჩაისა და 2 ს.კ. თეთრ თიხას დაასხით ცოტაოდენი წყალი (იმდენი, რომ ფაფისებური მასა გამოვიდეს) და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა წაისვით პრობლემურ ადგილებზე.
15 წუთი გაიჩერეთ და შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
აღნიშნული პროცედურის რეგულარული ჩატარება ნებისმიერი სირთულის პიგმენტურ ლაქას მოკლე დროში მოგაშორებთ.

დამატენიანებელი ნიღაბი

1 კვერცხის ცილა კარგად ათქვიფეთ, შიგ 1 დესერტის კოვზი (ანუ 4/3 ჩ.კ.) თაფლი და წვრილად დაფქვილი მწვანე ჩაის ფოთოლი დაამატეთ და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა წაისვით სახეზე, 15 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
აღნიშნული ნიღბის რეგულარული გამოყენება, გარდა იმისა, რომ კანს საგრძნობლად დაგიტენიანებთ, წვრილ-წვრილ ნაოჭებსაც გაგიქრობთ და ამით ახალგაზრდობას შესამჩნევად გაგიხანგრძლივებთ

სკრაბი სახისთვის მწვანე ჩაის ფოთლებიდან

საჭირო რაოდენობის მწვანე ჩაის ფოთოლი 5 წუთით მდუღარეში მოათავსეთ, შემდეგ გააშრეთ და წვრილად დააქუცმაცეთ (ან დაფქვით).
სახის დაბანის წინ საპონი (უმჯობესია ბავშვის) კარგად ააქაფეთ, საპნის ქაფზე დააყარეთ 1 ჩ.კ. მწვანე ჩაის ფხვნილი და მიღებული მასით სახის კანი ძლიერად, წრიული მოძრაობებით გაიწმინდეთ.
პროცედურის დასრულებისთანავე სახე თბილი წყლით დაიბანეთ და რომელიმე მკვებავი კრემი შეიზილეთ.

ფორების შემკვრელი ნიღაბი

1 ს.კ. თაფლს დაამატეთ 1 ჩ.კ. წვრილად დაფქვილი მწვანე ჩაის ფოთოლი და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა წაისვით სახეზე, 10 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.

სახის ნიღაბი ნაოჭებისთვის

1/2 ჩ.კ. კაკაო, 1 ჩ.კ. თაფლი და 1 ს.კ. დაქუცმაცებული მწვანე ჩაის ფოთოლი ერთმანეთში აურიეთ (თუ მასა ძალიან სქელი გამოგივიდათ, ცოტა ცხელი წყალი და რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთიც დაამატეთ). მიღებული მასა წაისვით სახეზე, 20 წუთის შემდეგ კი თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ.

ზემოჩამოთვლილი ნიღბების გაკეთება რეკომენდებულია რეგულარულად - კვირაში 2-3-ჯერ!

მათი გამოყენება მიზანშეწონილია ყველა ტიპის კანისთვის.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის

კიბოს გამომწვევი საკვები - 6 პოპულა...

კიბოს გამომწვევი
პროდუქტი