უსაფრთხოა თუ არა ცვილით დაფარული ვაშლი?
17:41 ოთხ. 6 აგვისტო

იდეალურად პრიალა და მოლაპლაპე ვაშლი მაღაზიის ვიტრინაზე, ერთი მხრივ, აღფრთოვანებას იწვევს, მეორე მხრივ კი, ეჭვს - იქნებ ეს ბრწყინვალება ქიმიური დამუშავების შედეგია? მოდი, ერთად გავარკვიოთ.
უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ვაშლი თავად გამოიმუშავებს ბუნებრივ — კუტიკულარულ ცვილს. ეს არის მცენარის თხელ კანზე გარედან გადაკრული აპკი, რომელიც გაჟღენთილია წყალგაუმტარი ნივთიერებით. ეს აპკი იცავს ნაყოფს ტენიანობის დაკარგვისა და მიკროორგანიზმების შეღწევისგან, თუმცა, ინდუსტრიული კრეფის, რეცხვისა და კალიბრაციის პროცესში ეს თხელი, ბუნებრივი ფენა იშლება.
იმისთვის, რომ დამცავი ფენა აღდგეს და შენახვის ვადა გახანგრძლივდეს, მწარმოებლები ვაშლებს ცვილის თხელი ფენის ფარავენ. ცვილი საჭმელად ვარგისია, თანაც ერთი ნაყოფისთვის ერთი-ორი წვეთი საკმარისია. ეს რაოდენობა ადამიანის ორგანიზმის და ჯანმრთელობისთვის არანაირ რისკს არ წარმოადგენს.
ვაშლისთვის ძირითადად გამოიყენება კარნაუბას ცვილი. ეს ღია ყვითელი ფერის, ძალიან მყარი, მცენარეული ცვილია - ანუ ის ბუნებრივი წარმომავლობისაა და მისი გამოყენება სასურსათო მრეწველობაში მთელ მსოფლიოში დაშვებულია. კანის მოსავლელ პროდუქტებში ის დამცავი კომპონენტის სახით და კონსისტენციის გასაუმჯობესებლად გამოიყენება.
კარნაუბას ცვილი ადამიანის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა და ორგანიზმი მას არ შეიწოვს, პირდაპირ საჭმლის მომნელებელ სისტემაში გადის, თუმცა იშვიათ შემთხვევებში, თუ ვაშლი ცვილის წასმამდე პესტიციდებით დაამუშავეს, ცვილის ფენამ შესაძლოა ქიმიკატების ნარჩენები ვაშლზე „დააწებოს“.
რა თქმა უნდა, ცვილით დაფარული ხილი და ბოსტნეული გამოყენების წინ კარგად უნდა გარეცხოთ, რათა ჭუჭყი, ბაქტერიები და ცვილი მოსცილდეს:
1. გარეცხეთ ვაშლი თბილი წყლით და რბილი ჯაგრისით — ის ნაწილობრივ მოაცილებს ცვილის ფენას.
2. თბილ წყალში მცირე რაოდენობის სოდა ან მარილი ჩაყარეთ, კარგად აურიეთ ამ ამ სითხეში ვაშლები რამდენიმე წუთით დატოვეთ. ეს ცვილისა და პესტიციდების მოცილებაში დაგეხმარებათ.
3. ვაშლს კანი გააცალეთ და ისე მიირთვით.
დაბოლოს, ცვილი ვაშლებზე, პირველ რიგში, ხანგრძლივი შენახვისაა და უმეტეს შემთხვევაში, სრულიად უსაფრთხოა.
უბრალოდ, იყავით ყურადღებით და ხარისხიანი პროდუქტები შეარჩიეთ!
***
რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?
სიახლეები ამავე კატეგორიიდან