სილამაზე/ჯანმრთელობა

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რატომ უნდა ჭამოთ ტოპინამბური შაქრიანი დიაბეტის დროს?

fun time

15:13 სამ. 19 მარტი, 2024 წელი

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

14
დაკოპირებულია

ხალხში მას სხვადასხვა სახელით მოიხსენიებენ: მიწავაშლა, მარადიული კარტოფილი, მიწის მსხალი, იერუსალიმის არტიშოკი... ამ ბოსტნეულის სამკურნალო თვისებების შესახებ დიდი ხანია ცნობილია. ჩვენ გიამბობთ როგორ გამოიყენება სამკურნალოდ ან დაავადების პროფილაქტიკისთვის.

მიწავაშლა ანუ ტოპინამბური ვიტამინების და მინერალების განძია. მათი ჩამოთვლა დიდ დროს წაგვართმევს, მაგრამ შეუძლებელია, არ აღვნიშნოთ ბუნებრივ ინსულინზე, რომელიც დიაბეტით დაავადებულთათვის აუცილებელია.

ექიმები დიაბეტით დაავადებულებს ყოველთვის ურჩევენ მიწავაშლას მიღებას, რადგან ის შაქრის აქტიური დამშლელია და ინსულინის მოვალეობას ასრულებს. გარდა ამისა, ორგანიზმიდან მძიმე ლითონები, მარილები, ტოქსინები, რადიონუკლიდები და ზედმეტი ქოლესტერინი გამოაქვს.

როგორ გამოვიყენოთ მიწავაშლა, როგორც სამკურნალო საშუალება?

შაქრიანი დიაბეტის დროს

დიაბეტის დროს ან მისი პროფილაქტიკისთვის სასურველია დღეში სამჯერ, ჭამამდე 10 წუთით ადრე ორი, ნედლი ან მოხარშული მიწავაშლა შეჭამოთ. გაფცქვენით და მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე დარბილებამდე - დაახლოებით, 15 წუთის განმავლობაში. თუ გსურთ სითეთრე შეინარჩუნოს, დაამატეთ ღვინის ძმარი 10 გრ (1 დესერტის კოვზი) 1 ლიტრ წყალზე.

კანის დაავადებების დროს

ეგზემის, ფსორიაზისა და დამწვრობის სამკურნალოდ დაზიანებულ ადგილებზე გახეხილი მიწავაშლა უნდა დაიდოთ.

სახსრების დაავადებების დროს

პოდაგრის და ართრიტის დროს სახსრებზე უნდა დაიდოთ მოხარშული და დასრესილი მიწავაშლას პიურე. საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანების, მარილების დაგროვებისა და ოსტეოქონდროზის დროს მიწავაშლას გამხმარი ფოთლებისგან მომზადებული სამკურნალო აბაზანები დაგეხმარებათ.

გისურვებთ სილამაზეს და ჯანმრთელობას!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

გოგრის ზეთის სამკურნალო თვისებები დ...

გოგრის ზეთის სამკურნალო
თვისებები

წყლით ინტოქსიკაცია — რატომ არის საშ...

წყლით ინტოქსიკაცია

7 ნიშანი, რომელიც მიუთითებს ცილების...

ცილების ნაკლებობას
ორგანიზმში

რატომ გვირჩევენ მეცნიერები საკვების...

რატომ გვირჩევენ
მეცნიერები საკვების
გულდასმით ღეჭვას?

საინტერესო ფაქტები წაბლის შესახებ

წაბლის სასარგებლო
თვისებები

რაც უფრო მუქია, მით უფრო ჯანსაღია —...

გარგარის ჩირის
სასარგებლო თვისებები

მცენარეები, რომლებიც სიმსივნის საწი...

Podophyllum

ყავა თუ კაკაო — რომელია უკეთესი დილ...

ყავა თუ კაკაო

გარგარის კურკის თვისებები, შემადგენ...

გარგარის კურკის
თვისებები