უკრაინული გალუშკები - ნოყიერი საუზმე მთელი ოჯახისთვის
15:32 ხუთ. 9 თებერვალი, 2023 წელი
უგემრიელესი უკრაინული გალუშკები ხორცის, კარტოფილის, ხაჭოს, ვაშლისა და სხვა გულსართებით მზადდება, თუმცა ყველაზე პოპულარული უბრალო ცომის გალუშკებია, რომლებსაც დიასახლისები დილაობით, კეფირისა და ფქვილისგან ამზადებენ. ცომს აბრტყელებენ, ჭრიან და მდუღარე მარილიან წყალში ხარშავენ.
გალუშკების მოსამზადებლად საჭირო პროდუქტი:
- ხორბლის ფქვილი - 2.5 ჭიქა
- არაჟანი - 5 სუფრის კოვზი
- კვერცხი - 2 ცალი
- კარაქი - 100 გ
მომზადების წესი:
1. ფქვილი გაცერით, გაუკეთეთ ძაბრის ფორმის ჩაღრმავება და ჩაასხით 1/2 ჭიქა წყალი, 2 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი, 2 ათქვეფილი კვერცხი და არასრული ჩაის კოვზი მარილი.
ყველაფერი კარგად აურიეთ და ცომი მოზილეთ. მოზელვის პროცესში, ცომი რამდენჯერმე მაგიდაზე დააბერტყეთ, სანამ გლუვი და მკვრივი გახდება.
2. ცომი, დაახლოებით, 2 სმ-ის სისქეზე გააბრტყელეთ და ნებისმიერი ფორმის პატარა ნაჭრებად დაჭერით.
3. ცომის ნაჭრები (გალუშკები) მარილიან მდუღარე წყალში ჩაყარეთ და დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით 10 წუთი ადუღეთ.
როდესაც მზა გალუშკები წყლის ზედაპირზე ამოტივტივდება, თუშფალანგზე გადაიტანეთ, რომ წყლისგან დაიცალოს.
4. გალუშკები ლანგარზე გადაიტანეთ და არაჟანი დაუმატეთ.
5. ან შეგიძლიათ გალუშკები, მოხარშვის ნაცვლად, ტაფაზე ზეთში შებრაწოთ.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან