გაეროს კვლევაზე პოლიტიკური სპეკულაციები მიუღებელია - აფბა

INTERNET დაიჯესტი

17 სექტემბერი 11:32

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, არასამთავრობო ორგანიზაცია გაერო-ს კვლევას ეხმაურება, რომელიც ბოლო დღეებში პოლიტიკური და საზოგადოებრივი განხილვის საგანი გახდა.

ვინაიდან, კვლევას არაერთი სპეკულაცია მოჰყვა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხრიდან, ახალგაზრდა ფინანსისტებს საჭიროდ მიგვაჩნია, საზოგადოებას სწორი და დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ აღნიშნული კვლევის შესახებ.


კერძოდ, გაერო-ს კვლევაზე პოლიტიკური პარტია „ლელოს“ პრესსამსახურის მხრიდან გაკეთდა განცხადება და ითქვა, რომ თითქოს აღნიშნული კვლევის მიხედვით, უკანასკნელ წლებში საქართველოში შიმშილის დონე გაორმაგდა და მან 8,2% შეადგინა, ხოლო იგივე მაჩვენებელი სომხეთში 5-ჯერ შემცირდა და ამჟამად 2.6%-ს შეადგენს, აზერბაიჯანში კი 2.4%-მდე დავიდა.


ინფორმაცია, თითქოს საქართველოში შიმშილის დონე გაორმაგდა სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან ერთმანეთს შედარებულია 2006 წლისა და 2020 წლის მონაცემები, ხოლო 2012 წლის მაჩვენებელთან შედარებისას სრულიად განსხვავებულ სურათს ვიღებთ.


როგორც აფბაში აცხადებენ, გაეროს კვლევაში არსებული მონაცემები აღებულია სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) კვლევაზე დაყრდნობით, ხოლო თუკი თავად FAO-ს 2012 წლის კვლევის მონაცემებს ჩავხედავთ დავინახავთ, რომ 2012 წელთან შედარებით არასრულფასოვანი კვების დონე საქართველოში არა თუ გაზრდილია, არამედ პირიქით, 3-ჯერ არის შემცირებული. კერძოდ, „2020 შიმშილის რუკის“ მიხედვით საქართველო ყვითელ ზონაში მოხვდა. ანუ იმ ზონაში, სადაც მოსახლეობის 5-15% არასრულფასოვნად იკვებება. ხოლო, 2012 წლის რუკის მიხედვით საქართველო ე.წ. ყავისფერ ზონაში იყო, ანუ იმ ქვეყნებს შორის სადაც მოსახლეობის 15-25% იკვებება არასრულფასოვნად. 2012 წელს საქართველოს მაჩვენებელი 24.7% იყო, რაც 3-ჯერ მეტია დღევანდელ მაჩვენებელზე. ამ მონაცემებით, საქართველო მაშინ ევროპაში ერთადერთი სახელმწიფო იყო, რომელიც „ყავისფერ ზონაში“ მოხვდა, ხოლო მთლიანად ევრაზიის კონტინენტზე კი უკანასკნელ ათეულში, ბოლოდან მეექვსე პოზიცია ეჭირა იემენის, ჩრდილოეთ კორეის, ტაჯიკეთის, ლაოსის სახალხო რესპუბლიკის, და ერაყის შემდეგ.


ამასთან, 2012 წლის ანგარიშის თანახმად საქართველოში იმ ადამიანების რიცხვი, ვინც არასრულფასოვნად იკვებებოდა 1 მილიონი ადამიანი იყო, ხოლო დღეისათვის ციფრი – 300 000 მოსახლეს უტოლდება. შესაბამისად, მაჩვენებელი 3-ჯერ, ანუ 700 000-ი ადამიანით არის შემცირებული.


ინფორმაციისთვის, WFP–ის „შიმშილის რუკა 2020” ასახავს თითოეული ქვეყნის მოსახლეობაში არასაკმარის კვების გავრცელებას 2017-2019 წლებში. „შიმშილის რუკა” ასახავს ინფორმაციას, გლობალური ჯანმრთელობის ყველაზე დიდ რისკზე და ამ რისკის ცვლილების დინამიკას წლების მიხედვით, რაც იძლევა წლების მიხედვით განვლილი პერიოდთან შედარებითი ანალიზის გაკეთების შესაძლებლობასაც, თუ როგორია ქვეყანაში ჯანმრთელობის რისკის ცვლილების დინამიკა.

წყარო
იცით თუ არა...

რატომ გახდა ელექტროსკუტერი მთელს მსოფლიოში ასეთი პოპულარული?

დღეს ტექნოლოგიები უკვე იმ დონემდე განვითარდა, რომ ყველაფერი, რაც ადამიანს გადაადგილებისთვის სჭირდება, ერთ პატარა აპარატშია ჩატეული, რომლის წონაც სულ რამოდენიმე კილოგრამია და 7800 ამპ/სთ ტევადობის, პატარა აკუმულატორით თამამად გაივლით რამდენიმე ათეულ კილომეტრს.
დღის ჰოროსკოპი

26 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

24 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ვენდი” მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით მომხმარებელს 24/7-ზე ემსახურება

„ვენდის” რესტორნების ქსელი სამთავრობო დადგენილების შესაბამისად რესტორნებში სტუმრებს ყოველდღიურად 22:00 საათამდე ემსახურება, თუმცა ამერიკული რესტორნების უგემრიელესი მენიუს დაგემოვნება ერთგულ მომხმარებელს მიტანის, Pick Up და Drive-Thru სერვისით 24/7-ზე შეუძლიათ.
NEW

დიდი ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით

ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსის“ ამ კვირის პარასკევის აქციის პროდუქტები უკვე ცნობილია - 23 ოქტომბრიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით ფასდაკლება „გრანდ ელექტრონიქსში“ ზამთრის სეზონის დადგომას მიეძღვნება და გამათბობლებზე გავრცელდება.
თემატური ჰოროსკოპი

როგორ დამთავრდება 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის?

2020 წელი საკმაოდ რთული გამოდგა, ამიტომ არც იქნება გასაკვრი, თუკი ბევრს უკვე გვაინტერესებს, ბოლოს და ბოლოს, როგორ დასრულდება ის. წაიკითხეთ ასტროლოგიური პროგოზი, თუ რა ელოდება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს ამ წლის ბოლო თვეებში.  
დღის ჰოროსკოპი

23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

როგორ გავთბეთ ზამთარში - „გრანდ ელექტრონიქსი“ გირჩევთ

ზამთარი გვიახლოვდება – რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს ფრაზა თქვენთვის, ერთი რამ ცხადია: ოქტომბრის ბოლოდან ჩვენი უმრავლესობა ნელ-ნელა ემზადება საზამთროდ: საბოლოოდ ინახავს ზაფხულის ტანსაცმელს და იმარაგებს ზამთრის სამოსს; ოქტომბრის ცივ საღამოებს ნებდება, თხელი პლედის ნაცვლად სქელ, ღუნღულა საბანზე გადადის და, რაც მთავარია, ყურადღებით არჩევს გამათბობელს.
იცით თუ არა...

როგორ შეაღწია საბჭოთა კავშირში ფრანგულმა სუნამომ?

ვისაც საბჭოთა ეპოქაში მოუწია ცხოვრება, კარგად ახსოვს, რას ნიშნავს დეფიციტი და იმპორტული საქონლის დახლქვეშ შეძენა. ერთ-ერთი ასეთი „დახლქვეშა სიამოვნება“ გახლდათ ფრანგული სუნამო Climat Lancome, რომლის ერთი წვეთის პკურება თავს დედოფლად გაგრძნობინებდათ...
დღის ჰოროსკოპი

22 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფასდაკლებების სერია „გრანდ ელექტრონიქსისგან“, რომელიც არ უნდა გამოტოვო!

თუკი ტექნიკის შეძენას გეგმავდით, აუცილებლად მოინიშნეთ თარიღიც: 19-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით ტექნიკის მაღაზიათა ქსელ „გრანდ ელექტრონიქსს“ თავისი მომხმარებლისათვის სასიამოვნო სიურპრიზი აქვს - „გრანდ ელექტრონიქსის“ საბურთალოს „სითი მოლის“ ფილიალში ოქტომბრის ბოლომდე ტექნიკაზე განსაკუთრებული ფასები დაგხვდებათ!