ამბები

ბათუმი-თბილისის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ თბილისში გაგრძელდება 

ეკო ტატულაშვილი

16:42 შაბ. 17 სექტემბერი

ღამის სერენადები
14
დაკოპირებულია

ფესტივალის საკონცერტო საღამოები 17 და 18 სექტემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.

ბათუმი-თბილისის XIV საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ თბილისურ კონცერტებში მონაწილეობას მიიღებენ კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები.

17 სექტემბერი, 20:00 საათი. მონაწილეები: ტრიო გლორია კამპანერის (ფორტეპიანო), ალესანდრო კარბონარესა (კლარნეტი) და მარიო სტეფანო პიეტროდარკის (ბანდონეონი) შემადგენლობით წარმოგიდგენთ კონცერტს „ასტორი“; პროგრამა: ასტორ პიაცოლას ნაწარმოებები კონცერტი ეძღვნება იტალიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავს.

18 სექტემბერი, 20:00 საათი. მონაწილეები: ანდრეს გაბეტა (ვიოლინო) და ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ პროგრამა:

ჰენრი პერსელი - „ტიმონ ათენელი“ - უვერტიურა.

ანტონიო ვივალდი:

სავიოლინო კონცერტი მი მაჟორი „გაზაფხული“, RV 269

სავიოლინო კონცერტი სოლ მინორი „ზაფხული“, RV 315

სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი “Grosso Mogul”, RV 208

სავიოლინო კონცერტი ფა მაჟორი „შემოდგომა“, RV 293

სავიოლინო კონცერტი ფა მინორი „ზამთარი“, RV 297

სავიოლინო კონცერტი დო მაჟორი, RV 190.

ასტორ პიაცოლა - Otoño porteño (შემოდგომა) ციკლიდან „ბუენოს-აირესის წელიწადის დრონი“.

ფესტივალის დამფუძნებელია ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე, დირექტორი ნინა ცაგარელი. ფესტივალ „ღამის სერენადების“ ორგანიზატორია კომპანია „არტალიანსი“.

ფესტივალის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას მოსწავლე ახალგაზრდებისათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის, რომელიც მოიცავს დარგობრივ მასტერკლასებს, ვორქშოპებსა და ღია ლექციებს. პროგრამის ფარგლებში მოწვეული წარმატებული ხელოვანები თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ ახალგაზრდა თაობას. ფესტივალის საგანმანათლებლო ნაწილში ჩართულნი არიან: არაერთი საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ლაურეატი მევიოლინე ანდრეს გაბეტა – საფრანგეთის კონსერვატორიის “Conservatoire de Montbeliard”, ფაუსტო ტორეფრანკას სახელობის ვიბო-ვალენტიის კონსერვატორიის პროფესორი, ლონდონის სამეფოა კადემიის მიწვეული პროფესორი, ვირტუოზი ბანდონეონისტი იტალიიდან მარიო სტეფანო პიეტროდარკი, ალესანდრო კარბონარე – რომის სანტა ჩეჩილიას აკადემიის პროფესორი და სიენას ჩიგიანას აკადემიის საზაფხულო სკოლის მოწვეული პედაგოგი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო მიმართულების სრული პროფესორი, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე, მუსიკოსი გიორგი შავერზაშვილი, ევროპის პიანისტთა ასოციაციის პრეზიდენტი საქართველოში, ჰოლანდიის კამერული მუსიკის ფესტივალის მოწვეული პროფესორი 2001 წლიდან, პიანისტი ნინო ხუციშვილი, საქართველოს სამხატვრო აკადემიის პედაგოგი, კოლაჟის ტექნიკის გამორჩეული ოსტატი, მხატვარ-დიზაინერი ნინო მირიანაშვილი. ფესტივალის მიზანია არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ საქართველოს რეგიონებშიც ახალგაზრდა ნიჭიერი მოზარდების მხარდაჭერა. ამ მიზნით, წელს დაგეგმილია მასტერკლასები ბათუმსა და თბილისში: თბილისი ,,მშობელთა ხიდი”-ის ცენტრის შშმ მოსწავლეებისათვის ინკლუზიური ვორქშოპი; მასტერკლასები ჩატარდება სამუსიკო სკოლებისა და უმაღლესი სამუსიკო სასწავლებლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის. წლევანდელი ფესტივალის ჩატარება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია როგორც მუსიკოსებისათვის, ასევე მსმენელისათვის. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების უწყვეტი პროცესის ხელშეწყობა, რაც თავის ასახვას პოვებს ჩვენს ქვეყანაში კულტურულ-სახელოვნებო პროცესების წინსვლისა და სამომავლო განვითარების გზაზე.

წელს სასიამოვნო სიახლეა – შედგა წიგნის „მუსიკის ზეიმის“ პრეზენტაცია, რომელიც ფართო საზოგადოებას გააცნობს ცნობილი მევიოლინესა და დირიჟორის ლიანა ისაკაძის შემოქმედებას. წიგნის პრეზენტაცია 27 აგვისტოს, ბათუმში, აჭარის მწერალთა სახლში გაიმართა.

ფესტივალის ,,ღამის სერენადები“ 25- 26 აგვისტოს ბათუმში ილია ჭავჭავაძის დრამატულ თეატრში ჩატარდა. კონცერტებში მონაწილეობა მიიღეს: წარმოშობით ამერიკელმა და ავსტრიაში მოღვაწე ინოვატორმა პიანისტმა ქეით მაჰანმა, სახელგანთქმულმა გერმანელმა კლარნეტისტმა საბინე გროფმაიერმა და და ფესტივალის საბაზო ორკესტრმა ,,საქართველოს ვირტუოზები“.

ფესტივალის მხარდამჭერები: ქ.თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იტალიის საელჩო და საფრანგეთის საელჩო, საფრანგეთის საელჩოსთან არსებული საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი. ფესტივალის ოფიციალური მზღვეველი კომპანია „არდი“ ფესტივალის მასპინძელია სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი, პარტნიორები: ხარისხისა და დიზაინის საუკეთესო გარანტი ავეჯის სახლი „ნიტა“,კომპანია „ფუდალიანსი“,პარფიუმერიულ მაღაზიათა ქსელი „ლუტეცია“, ნიშპარფიუმერიის ბუტიკი „არომატეკა“, კომპანია სარაჯიშვილი“, “ხომლის მარანი „მეღვინეობა „თიესვი“, “HOTSALE”-ge პრემიუმ მიმართულება, ფარმაცევტული კომპანია „პსპ“,საინფორმაციო მხარდამჭერი: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, პირველის არხის ონლაინპლატფორმა „სცენა“. ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოსტ ტვ“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“, „არტარეა“- პირველი არხი კულტურაზე, „ტვ25“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპარტი“, ამბები.ჯი საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, „ჯორჯიან პრესი“ ინგლისურენოვანი გაზეთ“Georgia Today“, ყოველდღიური ინგლისურენოვანი გაზეთი „Messenger“, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, რადიო „ფორტუნა“ და ვებსაიტი ფორტუნა.ჯი.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

არლას რძის პროდუქცია – ხარისხისა და...

არლას რძის პროდუქცია

ვალიო – ბრენდი, რომელიც ფინეთში რძი...

ვალიო

🎥 იყავი საქართველოს სტუმარი და შთამ...

ტბა საქართველოში

ევროპროდუქტი – ევროპული ხარისხი ერთ...

ევროპროდუქტი – ევროპული
ხარისხი ერთ სივრცეში

„ასტანას ბალეტის“ ტრიუმფი თბილისის...

ასტანას ბალეტი

პირველად თბილისის ოპერისა და ბალეტი...

პირველად თბილისის
ოპერისა და ბალეტის
თეატრის სცენას  „ასტანას
ბალეტი“ ეწვევა

30 000 სტუმარი და 300-ზე მეტი მონაწ...

30 000 სტუმარი და 300-ზე მეტი
მონაწილე - ყველაზე
მასშტაბური ფესტივალი
საქართველოში!

ჯიპიაი ჰოლდინგის და Mastercard®-ის...

ჯიპიაი

„ჟამი ბროწეულისა“ – ხელოვნების სასა...

მხატვარი ნოდარ
ბადურაშვილი