ამბები

გულძმარვა – უსიამოვნო შეგრძნება თუ სერიოზული პრობლემის ნიშანი?

ეკო ტატულაშვილი

13:46

გულძმარვა

14
დაკოპირებულია

მტკივნეული წვა გულმკერდის არეში და პირში მჟავე გემო – ეს არის მდგომარეობა, რომელსაც გულძმარვად მოვიხსენიებთ და რომელსაც ადამიანები ძალიან ხშირად განიცდიან. ბევრისთვის ის უბრალოდ უსიამოვნო შეგრძნებაა, რომელიც დროებით იჩენს თავს და თავისით ქრება. ზოგჯერ კი ის შესაძლოა სერიოზულ პრობლემაზე მიანიშნებდეს.

ფარმაცევტული კომპანია „სმარტფარმი“ წარმოგიდგენთ სტატიას, რომელიც გულძმარვის პრობლემას მიმოიხილავს და გასწავლით მასთან გამკლავების გზებს.

რა არის გულძმარვა და როგორ ვლინდება ის?

გულძმარვა წარმოადგენს წვის ან წნევის ინტენსიურ შეგრძნებას გულმკერდის შუა ნაწილში, რომელიც ხშირად ზემოთ, ყელის მიმართულებითაც განიცდება. ბევრს ეს შეგრძნება ჭამის შემდეგ ეწყება, განსაკუთრებით მჟავე, ცხარე ან ცხიმიანი საკვების მიღებისას. ფიზიოლოგიურად, გულძმარვა მაშინ იწყება, როცა კუჭში არსებული მჟავა საყლაპავ მილში ბრუნდება, რადგან დამცავი სარქველი (საყლაპავის ქვედა სფინქტერი) მოშვებულია ან ვერ აკავებს მჟავას. ამ პროცესს გასტროეზოფაგურ რეფლუქსსაც (GERD) უწოდებენ.

აღნიშნული მდგომარეობა მხოლოდ უბრალო წვის შეგრძნებით არ გამოიხატება – მას თან ახლავს მთელი რიგი არასასიამოვნო სიმპტომები, როგორებიცაა:

● მჟავე ან მწკლარტე გემოს შეგრძნება პირში, რომელიც ჭამის შემდეგ ძლიერდება

● ყელისა და პირის ღრუს გაღიზიანება

● ყლაპვის გაძნელება და ყელში რაიმეს „გაჩხერის“ განცდა

● საკვების კუჭ-ნაწლავის ტრაქტში გადაადგილების შეფერხება

● სიმძიმის და ზეწოლის შეგრძნება კუჭზე

●ნერწყვის მომატებული გამოყოფა, რადგან ორგანიზმი ცდილობს მჟავის განეიტრალებას

გულძმარვა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე. ხშირ შემთხვევაში ის მართვადი და კონტროლირებადი მდგომარეობაა, თუმცა მისი იგნორირება არ არის სასურველი, განსაკუთრებით, თუ სიმპტომები რეგულარულად მეორდება.

რა იწვევს გულძმარვას?

კუჭ-ნაწლავის სისტემის ამ გავრცელებული პრობლემის ძირითადი გამომწვევია:

● გასტროეზოფაგური რეფლუქსი (GERD) – ამ მდგომარეობის დროს სფინქტერი (დამცავი სარქველი), რომელიც საყლაპავსა და კუჭს ყოფს, ბოლომდე არ იკეტება. შედეგად, კუჭში არსებული მჟავა უკან ბრუნდება და საყლაპავს აღიზიანებს. რეფლუქსი შეიძლება გაძლიერდეს გადაჭარბებული ჭამის, წონის მომატების ან მაღალი სტრესის ფონზე.

● ცხიმიანი და ცხარე საკვები – ასეთი საკვები კუჭის დაცლის პროცესს ანელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭმელი კუჭში უფრო დიდხანს რჩება და მჟავიანობის მომატებას განაპირობებს. ცხარე სანელებლები თავის მხრივ აღიზიანებს ლორწოვან გარსს და სიმპტომებს ამძაფრებს.

● კოფეინი და გაზიანი სასმელები – კოფეინი ასუსტებს სფინქტერის ტონუსს, რაც მჟავის უკან დაბრუნებას ამარტივებს. გაზიანი სასმელები კი ზრდის წნევას კუჭში და მჟავას საყლაპავისკენ გადაადგილებას ამარტივებს.

● ალკოჰოლი – ალკოჰოლი გულძმარვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია, რადგან ის, ერთი მხრივ, ამცირებს სფინქტერის ტონუსს, მეორე მხრივ კი, აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს.

როდისაა გულძმარვა სერიოზული პრობლემის ნიშანი?

გულძმარვის პრობლემის აღმოფხვრა ხშირად კვების მოწესრიგებითა და ცხოვრების წესის შეცვლითაც არის შესაძლებელი. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ის შეიძლება იყოს სერიოზული დაავადების სიმპტომი. აუცილებელია მიმართოთ გასტროენტეროლოგს, თუ შეამჩნევთ შემდეგ ნიშნებს:

● სიმპტომები ხშირია და კვირაში რამდენჯერმე მეორდება – ეს უკვე შეიძლება მიუთითებდეს ქრონიკულ რეფლუქსზე (GERD), რომელიც დროთა განმავლობაში აზიანებს საყლაპავს.

● გულისრევა, ხშირი ღებინება ან წონის უმიზეზო კლება – ასეთი ნიშნები ზოგჯერ მიუთითებს კუჭის ან საყლაპავის ანთებაზე, წყლულზე ან სხვა გართულებაზე.

● ყლაპვის გაძნელება ან ტკივილი ყლაპვისას – შესაძლოა იყოს საყლაპავის შევიწროების, ანთების ან გასტროეზოფაგური რეფლუქსის შედეგად განვითარებული დაზიანების ნიშანი.

● სიმპტომები არ უმჯობესდება ცხოვრების წესის ცვლილებით – როგორცაა ცხიმიანი საკვების შემცირება, ალკოჰოლის თავიდან აცილება, კვების რეჟიმის მოწესრიგება.

● გულმკერდის ტკივილი – განსაკუთრებით საყურადღებო სიმპტომია და საჭიროა შესაბამისი ზომების დროულად მიღება.

გულძმარვის პრობლემის თავიდან არიდებაში გასტროპროტექტი დაგეხმარებათ. ის წარმოადგენს კომბინირებულ ინოვაციურ სამკურნალო პრეპარატს, რომელიც ერთდროულად ამცირებს კუჭის მჟავიანობას და, ასევე, ანეიტრალებს უკვე წარმოქმნილ ჭარბ მჟავას. გარდა ამისა, შეეცადეთ მიიღოთ საკვები მცირე ულუფებით და ნელა, არ წამოწვეთ ჭამის შემდეგ მალევე, არეგულირეთ წონა, დაკავდით ფიზიკური აქტივობებით და აკონტროლეთ სტრესი. ამ მცირე და მარტივმა ნაბიჯებმაც კი შესაძლოა სრულად გაგიქროთ გულძმარვის ეპიზოდები და თავიდან აგარიდოთ მისგან გამოწვეული გართულებები.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მასიჯენი სწრაფი აღდგენა - ენერგიის,...

მასიჯენი სწრაფი აღდგენა -
ენერგიის, ძალისა და
ბალანსის დაბრუნების
ახალი სტანდარტი

მასიჯენი ენერგია - ბუნებრივი მხარდა...

მასიჯენი ენერგია -
ბუნებრივი მხარდაჭერა
სხეულისა და გონების
ენერგიისთვის

5 აუცილებელი ვიტამინი და მინერალი ი...

5 აუცილებელი ვიტამინი და
მინერალი იმუნიტეტის
გასაძლიერებლად

4 ეფექტიანი გზა უძილობასთან გასამკლ...

უძილობა

გლიცერინის ოყნა – უსაფრთხო გზა ყაბზ...

გლიცერინის ოყნა –
უსაფრთხო გზა ყაბზობის
პრობლემის მოგვარებისთვის

რატომ არის პნევმონია სახიფათო დაავა...

პნევმონია

როგორ ამოვიცნოთ ფილტვების ანთების ს...

ანთება

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებ...

კონცერცი

ციპროფლოქსაცინი – ფართო სპექტრის ან...

ციპროფლოქსაცინი – ფართო
სპექტრის ანტიბიოტიკი
ბაქტერიული ინფექციების
წინააღმდეგ