ამბები

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ ფარგლებში დასკვნითი კონცერტი გაიმართა

ეკა ტიკარაძე

14:42 კვი. 7 დეკემბერი, 2025 წელი

კონცერცი

14
დაკოპირებულია

საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ ფარგლებში ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში დასკვნითი კონცერტი გაიმართა.

კონცერტში მონაწილეობა მიიღეს პიანისტმა თამარ ლიჩელმა, პიანისტმა დავით ალადაშვილმა, პიანისტმა ვალერიან შიუკაშვილმა, ჩელისტმა ლიზი რამიშვილმა, მევიოლინე გიორგი ხაინდრავამ, ფლეიტისტმა ირაკლი ევსტაფიშვილმა, სოპრანო მეგი ჩიხრაძემ.

კონცერტზე შესრულდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებები.

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ 15 მაისს თბილისში დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა. კონცერტები მთელი წლის განმავლობაში ჩატარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. მისი მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანება. საკონცერტო სერიების ფარგლებში შესრულდა როგორც ქართველ კლასიკოს კომპოზიტორთა შედევრები, ასევე ქართველი თანამედროვე ავტორების ნაწარმოებები. გაიმართა ნაწარმოებების პრემიერებიც.

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ საფორტეპიანო, კამერულსა და ვოკალურ მუსიკას აერთიანებს. პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს რეგიონებში ახალგაზრდა ნიჭიერ მუსიკოსებთან შეხვედრები წარმოადგენს.

პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს რეგიონებში. 2025 წელს, გარდა კონცერტებისა, სხვადასხვა სამუსიკო სკოლაში დამწყებ მუსიკოსებთან შეხვედრები და მასტერკლასები ჩატარდა.

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ 2024 წელს დაფუძნდა და არა მხოლოდ მუსიკოსთა წრეში, არამედ ფართო საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოიპოვა.

საკონცერტო სერიების მხარდამჭერია საქართველოს კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია.

პარტნიორები: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირი.

თამარ ლიჩელი, „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ სამხატვრო ხელმძღვანელი: „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებს“ საფუძველი ჩაეყარა 2024 წელს და დიდი გამოხმაურება ჰქონდა მაშინვე. წელს ბევრად უფრო დიდია ფესტივალის მასშტაბი, ათზე მეტი კონცერტი ჩავატარეთ არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. სპეციალურად ფესტივალისთვის არაერთი ნაწარმოები დაიწერა, რომელთა პრემიერაც „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ ფარგლებში გაიმართა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ფესტივალის ყველა მონაწილეს, ვინც ამ დროის მანძილზე ერთგულად იდგა ამ პროექტის გვერდით და შემოიარა საქართველო ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა საქართველოს კულტურის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიას, ქალაქ ბორჯომის მერიას, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას, საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირს - მადლობა ყველას, ვინც „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ ჩატარებაში წვლილი შეიტანა.

მაკა ნასრაშვილი, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე: „მოგეხსენებათ, როგორი უდიდესი მნიშვნელობა აქვს დედაქალაქის კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნებას და სიუხვეს, ასევე რეგიონული პროექტების განხორციელებას. ამა წლის მაისის თვიდან მოყოლებული, ფესტივალი “ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები” საქართველოს არაერთ ქალაქს ესტუმრა, სადაც გამართა მუსიკალური საღამოები, მასტერკლასები და შეხვედრები ახალბედა მუსიკოსებთან.

თბილისის მერიის სახელით მსურს მადლობა გადავუხადო ქალბატონ თამარ ლიჩელს და ყველა არაჩვეულებრივ მუსიკოსს, ვინც ამ პროექტში მიიღო მონაწილეობა.

მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი საინტერესო პროექტი შეემატა, რომლის ხარისხზეც მისი მრავალფეროვანი პროგრამა და მონაწილე შემსრულებელთა სახელები მეტყველებს“.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ,...

psp

სტუდიოს ტიპის ბინის მოწყობის წესები...

მეტროპოლი

12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრ...

Rascals

26 წელი საერთო მიზნისთვის - GM PHAR...

psp

ამერიკული ჰოსპიტალი - სტამბოლი  - ს...

ამერიკული ჰოსპიტალი

N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვ...

N1 პრობიოტიკული ბრენდი
გერმანულენოვან ქვეყნებში
— OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში

„ვაიზერი” საქართველოში შემოსულ ვიზი...

2026 წლის 1 იანვრიდან
საქართველოში შემომსვლელი
უცხოელი ვიზიტორებისთვის
ჯანმრთელობის დაზღვევა
სავალდებულო გახდა.
სადაზღვევო კომპანია
„ვაიზერი“ საქართველოში
შემომსვლელ ტურისტებს
სავალდებულო დაზღვევის
მარტივ, სწრაფ და სრულად
ონლაინ სერვისს სთავაზობს.

დავით გოგიჩაიშვილის რეპი: „ოდა კარგ...

მეგა ანბოქსინგი და დათო
გოგიჩაიშვილის რეპი

„უზბეკეთი აჩქარებს ინდუსტრიული ზონე...

„იანგი ავლოდი“