ყაბზობა – პრობლემა, რომელსაც ხშირად უგულებელვყოფთ
15:06
ყაბზობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. მიუხედავად ამისა, ხშირად მას სათანადო ყურადღებას არ ვაქცევთ და ზოგჯერ სულაც უგულებელვყოფთ იქამდე, სანამ მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აუტანელი არ გახდება. სინამდვილეში, ყაბზობამ, დროებითი დისკომფორტის გარდა, შესაძლოა სერიოზულ გავლენა მოახდინოს როგორც ჩვენს ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
რა უნდა ვიცოდეთ ყაბზობაზე? – სტატიაში, რომლის წარმდგენიც ფარმაცევტული კომპანია „სმარტფარმია“, შევეცდებით მოგაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია აღნიშნული პრობლემის გარშემო.
რა არის ყაბზობა და რატომ არ უნდა უგულებელვყოთ მისი ნიშნები?
სხვადასხვა მიზეზის გავლენით ნაწლავების მოქმედება შესაძლოა შენელდეს, რაც იწვევს ფეკალური მასების გამყარებასა და დეფეკაციის გართულებას. სწორედ ამ მდგომარეობას ეწოდება ყაბზობა, იგივე შეკრულობა. ასეთ დროს ორგანიზმი სრულფასოვნად ვერ სუფთავდება, რაც სხვა დამატებით პრობლემებსაც განაპირობებს.
ყაბზობის ყველზე გავრცელებული კლინიკური ნიშნებია:
● გაიშვიათებული დეფეკაცია
● ძალიან მყარი ან მშრალი განავალი
● დაძაბვა დეფეკაციის დროს
● არასრულად დაცლის შეგრძნება
● ტკივილი ან წვა დეფეკაციისას – ხშირად დაკავშირებულია ჰემოროიდების ან ანალური ნაპრალების გაღიზიანებასთან
● შებერილობა და სიმძიმის შეგრძნება მუცელში
● გაზების მომატებული დაგროვება
● მადის (ზოგჯერ ენერგიის) დაქვეითება და ზოგადი დისკომფორტი
როგორ მოქმედებს ყაბზობა ჯანმრთელობაზე?
ნაწლავების გრძელვადიანი დაჭიმულობა და ნაწლავის მუშაობის შეფერხება, ანუ ხანგრძლივი ყაბზობა, უსიამოვნო სიმპტომების გარდა, ზოგჯერ სხვა სერიოზულ პრობლემებსაც იწვევს. მათ შორისაა:
● ჰემოროიდები და ანალური ნაპრალი – ძლიერი დაძაბვა დეფეკაციის დროს და მყარი განავალი ზრდის ადგილობრივი დაზიანების და გაღიზიანების რისკს.
● ქრონიკული გამწვავებები – როდესაც ყაბზობა ხანგრძლივად გრძელდება, მუცლის ტკივილი და დისკომფორტი მუდმივ ხასიათს იძენს.
● ტკივილი მუცლის არეში და შებერილობის ხშირი ეპიზოდები – ნელა მოქმედი ნაწლავები იწვევს გაზების დაგროვებას და მძიმე, „სავსე მუცლის“ შეგრძნებას.
● ენერგიის დაქვეითება და განწყობის გაუარესება – ნაწლავები და ნერვული სისტემა ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული. როცა საჭმლის მონელების პროცესი სწორად არ მიმდინარეობს, ორგანიზმი ნაკლებ ენერგიას იღებს და სტრეს-ჰორმონების გამოყოფაც აქტიურდება.
● იმუნური სისტემის დაქვეითება – ნაწლავები ჩვენი ბუნებრივი დამცველობითი სისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია. მიკრობიომის დისბალანსი ასუსტებს იმუნურ რეაქციებს და ზრდის ინფექციების მიმართ მგრძნობელობას.
სწორედ ამიტომ, აუცილებელია დროული რეაგირება მოვახდინოთ შეკრულობის ნიშნებზე, ასევე, სათანადო ყურადღება დავუთმოთ კუჭ-ნაწლავის სისტემის ამ გავრცელებული პრობლემის პრევენციას.
5 ბუნებრივი გზა ყაბზობის თავიდან ასაცილებლად
შეკრულობისა თუ კუჭ-ნაწლავის სხვა პრობლემების პრევენციისთვის აუცილებელია, ჯანმრთელობაზე ყოველდღიურად ვიზრუნოთ. ამისთვის სულაც არ არის საჭირო განსაკუთრებული ზომების მიღება, მთავარია, რამდენიმე მარტივი წესი ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ვაქციოთ.
● მიიღეთ ბოჭკოთი მდიდარი საკვები – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით, მარცვლეულით, ჩირებით, შვრიითა და ქატოთი, რადგან ისინი აუმჯობესებს ნაწლავების პერისტალტიკას.
● დალიეთ საკმარისი რაოდენობის წყალი – იმისათვის, რომ ბოჭკომ თავისი ფუნქცია სრულფასოვნად შეასრულოს, მას წყალი სჭირდება. გარდა ამისა, ჰიდრატაცია უმნიშვნელოვანესია ორგანიზმში მიმდინარე სხვა მრავალი პროცესისთვის. რეკომენდებულია, რომ ყველა ადამიანმა დღეში მინიმუმ 6-8 ჭიქა წყალი მიიღოს.
● დაკავდით ფიზიკური აქტივობით – დღეში თუნდაც 20-30 წუთიანი სიარული, იოგა ან მსუბუქი სავარჯიშოები ასტიმულირებს ნაწლავების მუშაობას.
● დაიცავით კვებითი რეჟიმი – ნაწლავს უყვარს რუტინა – ეცადეთ საკვები მიიღოთ ერთი და იმავე დროს.
● მართეთ სტრესი – სუნთქვითი ვარჯიშები, დასვენება და რეგულარული ძილი ამცირებს სტრესის ჰორმონებს, რომლებიც ხშირად აფერხებს საჭმლის მონელებას.
როდის შეიძლება დაგვჭირდეს დამატებითი დახმარება?
ჩვენ მიერ ჩამოთვლილი წესები უმეტეს შემთხვევაში ეფექტიანია, თუმცა არა ყოველთვის. ამას ემატება ისიც, რომ ზოგჯერ ყაბზობა გამოწვეულია ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზებით, გარემო ფაქტორებით ან ჯანმრთელობის პრობლემებით. ასეთ დროს აუცილებელია უსაფრთხო საშუალებების გამოყენება, როგორც პრობლემის ერთჯერადად აღმოსაფხვრელად, ისე ხანგრძლივი ეფექტის მისაღწევად. ერთ-ერთი ასეთი პრეპარატია პროლაქსი – ბუნებრივი შედგენილობის საფაღარათო საშუალება, რომელიც ამავე დროს უზრუნველყოფს ნაწლავების გაჯანსაღებასა და მათი ნორმალური ფუნქციის აღდგენას.
შეკრულობის მკურნალობის გზებისა და სხვა სანდო პრეპარატების შესახებ უფრო მეტს „სმარტფარმის“ ვრცელი ბლოგიდან შეიტყობთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან