ამბები

რატომ ვირჩევთ პროვაგს დისბაქტერიოზის დროს?

ეკა ტიკარაძე

13:10

რატომ ვირჩევთ პროვაგს
დისბაქტერიოზის დროს?

14
დაკოპირებულია

სასქესო ორგანოების მიკროფლორა უდიდეს გავლენას ახდენს ქალის ჯანმრთელობაზე. ეს არის სასარგებლო ბაქტერიების ბუნებრივი სისტემა, რომელიც იცავს ორგანიზმს ინფექციებისგან და უზრუნველყოფს ჯანმრთელ გარემოს. როდესაც მიკროფლორის ბალანსი ირღვევა, როგორც წესი, თავს იჩენს დისკომფორტი, ანთება და ინფექციებისადმი მგრძნობელობა. სწორედ ამ ბალანსის აღდგენაში დაგეხმარებათ პროვაგი – ინოვაციური პრობიოტიკი ქალის ინტიმური ჯანმრთელობისთვის.

რა არის პროვაგი და როგორ მოქმედებს ის?

პროვაგი პრობიოტიკური დანამატია, რომელიც შეიცავს უნიკალურ შტამს – Lactobacillus crispatus M247-ს. ეს ბაქტერია ბუნებრივად გვხვდება ჯანმრთელი ქალის უროგენიტალურ ფლორაში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის დაცვაში. პროვაგის პერორალურად მიღებისას, Lactobacillus crispatus M247 ახდენს ვაგინალური გარემოში კოლონიზაციას, სხვა სიტყვებით, ის „ბუნებრივად“ აღწევს იმ ადგილებში, სადაც ბაქტერია ყველაზე მეტადაა საჭირო.

პროვაგის მოქმედების შედეგად, შესაძლებელი ხდება ბაქტერიული ბალანსის აღდგენა, ვაგინოზისა და ვაგინიტის რისკის შემცირება, პათოგენური მიკრობების გამრავლების შეჩერება, ადგილობრივი იმუნიტეტის გაუმჯობესება და ანთებითა და გაღიზიანებით გამოწვეული სიმპტომების მოხსნა.

კვლევებმა აჩვენა, რომ Lactobacillus crispatus M247 წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან ბუნებრივ დამცავ ბარიერს ისეთი ინფექციების წინააღმდეგ, როგორებიცაა ბაქტერიული ვაგინოზი, კანდიდოზი და საშარდე გზების განმეორებადი ინფექციები.

რა განაპირობებს პროვაგის უნიკალურობას?

პროვაგის თითოეული კაფსული შეიცავს 20 მილიარდ ცოცხალ უჯრედს. ეს არის კლინიკურად დადასტურებული ოპტიმალური დოზა, რომელიც უზრუნველყოფს ბაქტერიის აქტიურობასა და ეფექტიან კოლონიზაციას ვაგინალურ გარემოში.

პროდუქტი არ შეიცავს გლუტენსა და ლაქტოზას, რაც მას უსაფრთხოს ხდის ლაქტოზის აუტანლობის მქონე პაციენტთათვის. ასევე, წარმოადგენს იდეალურ სამკურნალო საშუალებას ვეგანური დიეტის დროს.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროვაგი ინოვაციური ტექნოლოგიით მზადდება, რის გამოც მასში შემავალი პრობიოტიკები სტაბილურობას და სიცოცხლისუნარიანობას დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებს.

როდის უნდა მიიღოთ მედიკამენტი?

პროვაგის გამოყენება რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

● ვაგინალური ინფექციების დროს ან მათი მკურნალობის შემდეგ – ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ ხშირად ირღვევა მიკროფლორის ბუნებრივი ბალანსი. პროვაგი კი სწრაფად აღადგენს მას და ხელს უშლის ინფექციების რეციდივს.

● ხშირი ვაგინოზის ან კანდიდოზის დროს – მედიკამენტის რეგულარული მიღება მნიშვნელოვნად ამცირებს მათი გამეორების რისკს.

● ჰორმონული ცვლილებებისას – მენოპაუზის ან ორსულობის დროს მიკროფლორა ხშირად ცვლილებას განიცდის. ამ პერიოდში პროვაგი ხელს უწყობს ბაქტერიების ბალანსის შენარჩუნებას.

● საშარდე გზების განმეორებითი ინფექციების პრევენციისთვის – პრეპარატი ხელს უშლის უროგენიტალურ ტრაქტში ბაქტერიების შეჭრას.

● სასქესო ორგანოების დისკომფორტისა და სიმშრალის დროს – პროვაგი ამცირებს გაღიზიანებას და ხელს უწყობს ბუნებრივი ტენის შენარჩუნებას.

როგორ უნდა მივიღოთ პროვაგი მაქსიმალური ეფექტისთვის?

როგორც წესი, მედიკამენტით მკურნალობის კურსი მინიმუმ 90 დღე გრძელდება. მისი დღიური რეკომენდებული დოზა კი დღეში 1 კაფსულია. მისი მიღება მიზანშეწონილია საუზმის დროს ან მის შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ მაქსიმალური ეფექტისთვის, აუცილებელია მისი რეგულარული მოხმარება, რადგან მიკროფლორის აღდგენა და დასტაბილურება ხანგრძლივი პროცესია.

პროვაგი უსაფრთხოა ქალებისთვის 12 წლის ასაკიდან, მათ შორის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

მედიკამენტი ინახება +2°C-დან +8°C-მდე ტემპერატურაზე, რათა ცოცხალმა ბაქტერიებმა ეფექტიანობა სრულად შეინარჩუნოს.

რატომ უნდა შეიძინოთ პროვაგი „სმარტფარმიდან“?

„სმარტფარმი“ სამკურნალო საშუალებების იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც 10 წელზე მეტია, ადგილობრივ ფარმაცევტულ ბაზარს მაღალი ხარისხის, ორიგინალი და სერტიფიცირებული ევროპული პრეპარატებით ამარაგებს. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს ონლაინ პლატფორმასაც, რითაც საშუალებას აძლევს მათ შეიძინონ მედიკამენტები პირდაპირ ოფიციალური იმპორტიორისგან.

პროვაგიც ფარმაცევტული კომპანია „სმარტფარმის“ შემოტანილი მედიკამენტია, რის გამოც პრეპარატის შეძენა მისივე ვებგვერდიდან გაძლევთ ხარისხისა და უსაფრთხოების დამატებით გარანტიას.

შეიძინეთ პროვაგი ონლაინ ოფიციალური იმპორტიორისგან, ხარისხისა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები...

სერენადები

პროლაიფი ფორტე – გაძლიერებული ფორმუ...

პროლაიფი ფორტე

როდის უნდა მივცეთ ბავშვს Prolife Pe...

როდის უნდა მივცეთ ბავშვს
Prolife Pediatrico?

როდის და როგორ უნდა მივიღოთ პროლაქს...

როდის და როგორ უნდა
მივიღოთ პროლაქსი
მაქსიმალური ეფექტისთვის?

ვამელისი: მცენარეული საიდუმლო შინაგ...

ვამელისი: მცენარეული
საიდუმლო შინაგანი
სიმშვიდისთვის

რატომ არის მნიშვნელოვანი ელექტროლიტ...

რატომ არის მნიშვნელოვანი
ელექტროლიტებისა და
პრობიოტიკების მიღება
ნაწლავური ინფექციების
დროს

რატომ გვიჭირს ძილი მოგზაურობისას და...

რატომ გვიჭირს ძილი
მოგზაურობისას და როგორ
მოვაგვაროთ ეს პრობლემა?

რატომ ირჩევენ ფარინგობლოკს ყელის ტკ...

ფარინგობლოკი

სეზონური ვირუსები: იმუნიტეტის ეფექტ...

ვირუსები