ამბები

რაც მოგივა დავითაო ... ანუ ახალი თამაში ტყუილ-მართლის გასარჩევად

ეკო ტატულაშვილი

17:34 ოთხ. 14 აპრილი

რაც მოგივა დავითაო ... ანუ
ახალი თამაში
ტყუილ-მართლის გასარჩევად
14
დაკოპირებულია

კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის მიხედვით, დღის განმავლობაში ადამიანი საშუალოდ 34 გიგაბაიტის ეკვივალენტური რაოდენობის ინფორმაციას იღებს. ამ ტემპით თქვენი სმარტფონის მეხსიერება რამდენიმე დღეში, ლეპტოპის კი რამდენიმე კვირაში გადაივსებოდა.

წარმოგიდგენიათ რამდენს უძლებს ჩვენი ტვინი? რამდენი ინფორმაციის გამავრცელებელი ცდილობს ჩვენს თავში რაღაცების ჩატვირთვას? რამდენი მოხეტიალე ნიუსი გვხვდება ციფრულ გზაზე და ტკიპასავით გვეკრობა ჩვენი სურვილის მიუხედავად? კი, ძალიან ბევრი, თუმცა ამასთან ადაპტირება თანამედროვე ადამიანისთვის მაინც მარტივია; სირთულე სხვა საკითხში მდგომარეობს - მიღებული ინფორმაციის საკმაოდ მსუყე ნაწილი ან თავიდან ბოლომდე ტყუილია, ან ნაწილობრივ მაინცაა მცდარი.

როგორ გავარჩიოთ სიცრუე სიმართლისგან? ძალაუნებურად ბევრ ტყუილს ანუ ფეიკ ნიუსს ვიჯერებთ, რადგან ყველა სიახლის გადამოწმება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა გამოსავალი არსებობს და როგორც თამაში დავითას მთავარი პერსონაჟი ბატონი დავითა ამბობს, ტყუილები რომ არ დაიჯერო უბრალოდ თავი უნდა გაანძრიო.

რა არის დავითა?

უფრო სწორედ, ვინ არის დავითა? დავითა 17 წლის დიდთავა ბიჭია, რომელიც სხვადასხვა ინფორმაციით დახუნძლულ სამყაროებში დახეტიალობს და ცდილობს, ტყუილი სიმართლეში არ აერიოს.

მოთამაშის მიზანი დავითას დახმარებაა, რაც ტყუილების არ დაჯერებასა და სიმართლის ამოცნობას მოიცავს. სწორი გადაწყვეტილება ქულებით ჯილდოვდება, არასწორი პასუხის შემთხვევაში კი სიცოცხლეს დაკარგავთ (სულ სამი გაქვს).

დავითას ფეისბუქ გვერდიც აქვს, რომელზე განთავსებული კონტენტის უმეტესობა გასართობის გარდა, საინფორმაციო ხასიათსაც ატარებს და უამრავ საინტერესო დეტალს აერთიანებს. დიდთავა ბიჭი დავითა იუზერებს ფეიკ ნიუსების იდენტიფიცირებასა და კონკრეტული ამბების ავთენტურობის დადგენაში ეხმარება.

შეიძლება დავითა უკვე გითამაშია, მაგრამ მას მერე გაიზარდა, ერთი კარგი მსუყე აფდეითი დაიმატა, ავტონომიურ აპლიკაციად გადაკეთდა და ახლა ფეისბუქის გარეშეც შეგიძლია ითამაშო - უბრალოდ გადმოწერე ფლეი სთორიდან ან გუგლ ფლეიდან, დააინსტალირე და გაუშვი. დავითა ხელმისაწვდომია როგორც ანდროიდის, ასევე IOS-ის მომხმარებლებისთვის და კომპიუტერში თამაშის მოყვარულებისთვისაც.

განახლებულ დავითაში უამრავ ახალ შეკითხვას, სკინს, მედალს, + 3 კატეგორიასა და რაც მთავარია, ყველა კატეგორიისთვის თავის ბოსს შეხვდები.

ეს ერთადერთი თამაშია, სადაც დროის მცირე მონაკვეთში ჰიტლერს, სტალინს, კარლ მარქსს, დოქტორ ბოროტებასა და ტერმინატორს შეხვდები და გაოცებულიც დარჩები, თურმე რამდენი სისულელის მჯეროდაო, მოკლედ საინტერესო და სახალისოა.

პატივცემული მკითხველი ზრდილობიანად იკითხავს, კი მაგრამ თამაშის რეკლამა თუ გინდოდა ამხელა შესავალი რა საჭირო იყო ფეიკ ნიუსებზე, რამე გასართობი დაგეწერა შეკაცოო.

მართალია, დავითა სახალისო თამაშია, თუმცა საქმე მხოლოდ გართობასა და დროის გაყვანაში როდია. შეგიძლია ბევრი ახალი და საინტერესო ინფორმაცია შეიტყო, გადააწყდე იმ მითებს, შენც რომ დაიჯერე და გამოიმუშავო უნარები, რომლებიც ფეიკ ნიუსების საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთ მოწინავე აღმომჩენად გაქცევს.

ზოგადად, კრიტიკული აზროვნებასა და მეხსიერებაზე თამაშების დადებითი გავლენა არაერთი კვლევითაა დადასტურებული. ამ უნარების განვითარებას ფეიკ ნიუსებთან ბრძოლასა და გართობას თუ დავუმატებთ თითქმის იდეალურ ინსტრუმენტს მივიღებთ (იდეალურობამდე ორი-სამი აფდეითი გვაკლია).

დავითა ამერიკის საელჩოსა და დემოკრატიის ლაბორატორიის მიერ ერთობლივად შექმნილი პროექტია მედიაწიგნიერების განვითარებისთვის. მთავარი გმირი 17 წლის დიდთავა ბიჭია, რომელსაც თამაშის გარდა, ფეისბუქ ფეიჯიც აქვს, სადაც უამრავ საჭირო და საინტერესო ინფორმაციას, მიმებს, პოსტერებსა და სტატიებს გადააწყდებით.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ხელოვნება კალათბურთის მოედნებზე - ფ...

ხელოვნება კალათბურთის
მოედნებზე - ფესტივალ
„ნიკო“-ს და responsible.ge-ს
11პროექტი

გამოსცადე სტუდენტობა 100%-ით

გამოსცადე სტუდენტობა
100%-ითq1

ცხოვრება დიაგნოზით - ავთვისებიანი ს...

მე გავიმარჯვე კიბოსთან
ბრძოლაში - მიყურებდა
მოღიმარე სახე
ბილბორდიდან ...

მე გავიმარჯვე კიბოსთან ბრძოლაში - მ...

მე გავიმარჯვე კიბოსთან
ბრძოლაში - მიყურებდა
მოღიმარე სახე
ბილბორდიდან ...

როგორ შევარჩიოთ მტვერსასრუტი ბინისთ...

როგორ შევარჩიოთ
მტვერსასრუტი ბინისთვის

200-მდე ბენეფიციარი და ფსიქოთერაპიი...

200-მდე ბენეფიციარი და
ფსიქოთერაპიის 1200 საათი -
Responsible.ge-სა და „კამარას“
თანამშრომლობის 1 წელი

ბათუმში „ნეოლეთის“ ახალი ფილიალი გა...

ბათუმში „ნეოლეთის“ ახალი
ფილიალი გაიხსნა

რა სირთულეებს აწყდები, როცა პირველკ...

რა სირთულეებს აწყდები,
როცა პირველკურსელი ხარ

რა კომპონენტებისგან შედგება წარმატე...

რა კომპონენტებისგან
შედგება წარმატებული
სტუდენტობა?