ამბები

როგორ ირჩევდნენ სპეციალობას ადრე და როგორ ირჩევენ ახლა

ეკო ტატულაშვილი

10:43 ხუთ. 25 მარტი

როგორ ირჩევდნენ
სპეციალობას ადრე და როგორ
ირჩევენ ახლა
14
დაკოპირებულია

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესი ფინალურ ეტაპს უახლოვდება -აბიტურიენტებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ გამოცდებზე დასარეგისტრირებლად და სასურველი უნივერსიტეტების ასარჩევად.

როგორ ირჩევდნენ უმაღლეს სასწავლებლებსა და სპეციალობებს ადრე და რა შეიცვალა დღემდე? როგორ იღებენ გადაწყვეტილებას თანამედროვე აბიტურიენტები და როგორ შეცვალეს დღემდე მიდგომა უნივერსიტეტებმა?

ღია კარის დღეები

სხვადასხვა უნივერსიტეტები ყოველწლიურად აცხადებენ ღია კარის დღეებს აბიტურიენტებისთვის. როგორც წესი, ასეთ დროს, აბიტურიენტები ადგილზე ეცნობიან უმაღლესი სასწავლებლების შეთავაზებებს, სპეციალობებსა და პროგრამებს; სვამენ კითხვებს და იღებენ პასუხებს.

ეს მიდგომა დღემდე შეუცვლელი და პოპულარულია, ძალიან მარტივი მიზეზის გამო: აბიტურიენტი ადგილზე უფრო მარტივად იღებს გადაწყვეტილებას, ვიდრე - დისტანციურად მიიღებდა. ამიტომაც, თუკი აბიტურიენტი ხარ, აუცილებლად ეწვიე სასურველ უნივერსიტეტს; ნახე შენობა და ინფრასტრუქტურა; გაეცანი პროგრამების ხელმძღვანელებს და დასვი ყველა კითხვა, რაც გაქვს. დღესდღეობით პანდემიის გამო უამრავმა უნივერსიტეტმა ღია კარის დღე ონლაინ-რეჟიმში გადაიტანა, რითაც კიდევ უფრო გამარტივდა ინფორმაციის მოძიება.

გამოცდილთა რჩევები

თუკი ადრე აბიტურიენტს შესაძლებლობა ჰქონდა, ესარგებლა მშობლების ან ოჯახის ახლობლების რჩევებით ან, უბრალოდ, მარტივი გზა აერჩია და გაჰყოლოდა მშობლების კვალს, დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიებმა ეს მეთოდი კიდევ უფრო მასშტაბური გახადა: სოციალურ ქსელებში აბიტურიენტთა ჯგუფებში უამრავ აბიტურიენტთან ერთად შეხვდებით უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებსაც, რომლებიც სიამოვნებით აგიხსნიან და დაგაკვალიანებენ სასურველი პროგრამების შესახებ; აქვე შეხვდებით უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებსაც, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას გაგიზიარებენ, შედეგად, შენი არჩევანი კიდევ უფრო გაცნობიერებული გახდება.

ვებგვერდი და სოციალური ქსელების ანგარიშები

ერთია თუ რას ამბობს უნივერსიტეტის წარმომადგენელი საკუთარი თავის შესახებ ღია კარის დღეზე, მაგრამ მეორეა, თუ რას ამბობს უმაღლეს სასწავლებელზე ფეისბუქ-გვერდი. განსაკუთრებით აქტიური სტუდენტური ცხოვრებისა და გართობის შესახებ ინფორმაცია აქ ყველაზე კარგად ჩანს: სპორტული კლუბები, ხელოვნების წრეები და სტუდიები; საინტერესო ექსპედიციები და შეჯიბრებები; წვეულებები და, უბრალოდ, კარგი გართობა კარგი სწავლის პარალელურად - ესაა ის, რაზეც ყველა მომავალი სტუდენტი ოცნებობს.

საბოლოო ჯამში აუცილებლად ისარგებლე თითოეული ზემოთდასახელებული წყაროთი; გამოიყენე ყველა გზა იმისთვის, რომ შენი არჩევანი ინფორმირებული იყოს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი თითოეულ აბიტურიენტს უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს: ხუთი ფაკულტეტი და 12 საგანმანათლებლო პროგრამა; სტუდენტზე მორგებული დაფინანსების მოდელები; ხალისიანი და ნაყოფიერი სტუდენტური ცხოვრება; წარმატებული და პროფესიონალი ლექტორები - ამ და კიდევ უამრავი მნიშვნელოვანი კომპონენტით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტობა 100%-ით დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი გახდება თითოეული სტუდენტისთვის!

ამიტომაც გააკეთე ინფორმირებული არჩევანი და აირჩიე 115!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ხელოვნება კალათბურთის მოედნებზე - ფ...

ხელოვნება კალათბურთის
მოედნებზე - ფესტივალ
„ნიკო“-ს და responsible.ge-ს
11პროექტი

გამოსცადე სტუდენტობა 100%-ით

გამოსცადე სტუდენტობა
100%-ითq1

ცხოვრება დიაგნოზით - ავთვისებიანი ს...

მე გავიმარჯვე კიბოსთან
ბრძოლაში - მიყურებდა
მოღიმარე სახე
ბილბორდიდან ...

რაც მოგივა დავითაო ... ანუ ახალი თა...

რაც მოგივა დავითაო ... ანუ
ახალი თამაში
ტყუილ-მართლის გასარჩევად

მე გავიმარჯვე კიბოსთან ბრძოლაში - მ...

მე გავიმარჯვე კიბოსთან
ბრძოლაში - მიყურებდა
მოღიმარე სახე
ბილბორდიდან ...

როგორ შევარჩიოთ მტვერსასრუტი ბინისთ...

როგორ შევარჩიოთ
მტვერსასრუტი ბინისთვის

200-მდე ბენეფიციარი და ფსიქოთერაპიი...

200-მდე ბენეფიციარი და
ფსიქოთერაპიის 1200 საათი -
Responsible.ge-სა და „კამარას“
თანამშრომლობის 1 წელი

ბათუმში „ნეოლეთის“ ახალი ფილიალი გა...

ბათუმში „ნეოლეთის“ ახალი
ფილიალი გაიხსნა

რა სირთულეებს აწყდები, როცა პირველკ...

რა სირთულეებს აწყდები,
როცა პირველკურსელი ხარ