ამბები

როგორ შევარჩიოთ კონდიციონერი

ეკა ტიკარაძე

11:29 შაბ. 27 მარტი

როგორ შევარჩიოთ
კონდიციონერი
14
დაკოპირებულია

შეიძლება ჩათვალოთ, რომ კონდიციონერზე ფიქრისთვის ჯერჯერობით ძალიან ცივა, თუმცა ნებისმიერი ხელმომჭირნე და წინდახედული ადამიანი გეტყვით, რომ კონდიციონერი ზუსტად მაშინ უნდა იყიდო, სანამ სეზონზე აქტუალურობას კვლავ დაიბრუნებს.

 

ამიტომაც ჩათვალეთ ეს სტატია იდეალურ შემხსენებლად. გაითვალისწინეთ კონდიციონერის შერჩევის წესები, რომლებიც ტექნიკის მაღაზიათა ქსელის, „გრანდ ელექტრონიქსის“, ექსპერტ-კონსულტანტებმა თქვენთვის შეიმუშავეს.

წესი #1

კონდიციონერის შერჩევა დაიწყეთ მაშინ, როცა გრილა. ასე ფასში ყოველთვის მოიგებთ - არა მხოლოდ ყიდვის, არამედ - მისი მონტაჟის დროსაც. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, კონდიციონერის დამონტაჟება დროში გაწელილი პროცესია: თუკი აგრეგატს ფასადზე ამაგრებთ, აუცილებლად უნდა წარადგინოთ შესაბამისი საბუთები ქალაქის მერიაში, რათა ნებართვა მიიღოთ.

წესი #2

ამის შემდეგ განსაზღვრეთ, რამდენად მძლავრი კონდიციონერი გჭირდებათ. ეს დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე: ბინის ფართობზე, ფანჯრების რაოდენობაზე, ბინის მდებარეობაზე მზესთან მიმართებაში, თბოიზოლაციაზე, ბინაში არსებული სხვა ტექნიკის სიმძლავრეზე და ა.შ. - უამრავი დეტალია გასათვალისწინებელი. ბაზარზე, ძირითადად, გვხვდება 9000, 12 000, 18 000, 24 000 და 48 000 BTU (British Termal Unit) სიმძლავრის კონდიციონერები.

დაიანგარიშეთ ფართობი, რომლის გაგრილებასაც აპირებთ. გაითვალისწინეთ, რომ 1 კილოვატი შენობის 8-10კვ.მ.-ს ყოფნის, ხოლო 1კილოვატი =3.412 BTU.

აქვე, გასათვალისწინებელია ოთახის ადგილმდებარეობა:

• თუ ოთახს მზე უდგება, გამოანგარიშებული BTU უნდა გაამრავლოთ 10%-ზე;

• თუ ოთახი ჩრდილშია, BTU 10%-ზე უნდა გაიყოს;

• თუ ოთახში ერთზე მეტი ადამიანი იქნება, მაშინ თითოეულ ადამიანზე დაამატეთ 600 BTU;

• თუ სამზარეულოში აპირებთ კონდიციონერის მონტაჟს, დაამატეთ 4 000 BTU;

წესი #3

ენერგოეფექტურობას დიდი ყურადღება ექცევა არა მხოლოდ ეკოლოგიაზე ზრუნვის გამო, არამედ - მისი ეკონომიურობის გამოც. კონდიციონერებს ენერგოეფექტურობის ორი მაჩვენებელი აქვს: EER და COP. EER, ანუ ენერგოეფექტურობის კოეფიციენტი, ყინვისა და ელექტროენერგიის ხარჯის ურთიერთმიმართებას გამოხატავს. მისი მაჩვენებელი 8-დან 11.5-მდე მერყეობს. რაც უფრო მაღალია ის, მით უფრო ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს კონდიციონერი. რაც შეეხება COP-ს, ანუ სითბოს წარმოქმნისა და დახარჯული ელექტროენერგიის ურთიერთმიმართებას, რაც უფრო მაღალია COP კოეფიციენტი, მით უფრო მაღალია ენერგოეფექტურობა.

წესი #4:

მიაქციეთ ყურადღება კონდიციონერის დამატებით რეჟიმებს, რადგან, როგორც წესი, თანამედროვე კონდიციონერებს, გარდა გაგრილებისა, სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციებიც გააჩნიათ. მათ შორისაა ჰაერის გაწმენდის, გათბობის, ტენის ამოშრობის ან პირიქით, დატენიანების რეჟიმები. აუცილებლად ჰკითხეთ კონსულტანტს ვენტილაციის, ღამის, ავტომატური ჩართვა/გამორთვის და ა.შ. რეჟიმების შესახებაც.

აქვე დღესდღეობით ძალიან პოპულარულია იონიზაციის ფუნქცია. ზოგადად, იონიზაცია კარგია ძილის ხარისხის, შრომისუნარიანობის, იმუნიტეტის, ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად.

თუმცა, თუკი ასეთ ტექნიკურ დეტალებში გარკვევის დრო არ გაქვთ, „გრანდ ელექტრონიქსის“ პროფესიონალი კონსულტანტები კომფორტულ და თანამედროვე ფილიალებში კონდიციონერის თითოეულ ფუნქციას სიამოვნებით განგიმარტავენ და თავად შეგირჩევენ კონკრეტულად თქვენი ბინისთვის მორგებულ მოდელს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ხელოვნება კალათბურთის მოედნებზე - ფ...

ხელოვნება კალათბურთის
მოედნებზე - ფესტივალ
„ნიკო“-ს და responsible.ge-ს
11პროექტი

გამოსცადე სტუდენტობა 100%-ით

გამოსცადე სტუდენტობა
100%-ითq1

ცხოვრება დიაგნოზით - ავთვისებიანი ს...

მე გავიმარჯვე კიბოსთან
ბრძოლაში - მიყურებდა
მოღიმარე სახე
ბილბორდიდან ...

რაც მოგივა დავითაო ... ანუ ახალი თა...

რაც მოგივა დავითაო ... ანუ
ახალი თამაში
ტყუილ-მართლის გასარჩევად

მე გავიმარჯვე კიბოსთან ბრძოლაში - მ...

მე გავიმარჯვე კიბოსთან
ბრძოლაში - მიყურებდა
მოღიმარე სახე
ბილბორდიდან ...

როგორ შევარჩიოთ მტვერსასრუტი ბინისთ...

როგორ შევარჩიოთ
მტვერსასრუტი ბინისთვის

200-მდე ბენეფიციარი და ფსიქოთერაპიი...

200-მდე ბენეფიციარი და
ფსიქოთერაპიის 1200 საათი -
Responsible.ge-სა და „კამარას“
თანამშრომლობის 1 წელი

ბათუმში „ნეოლეთის“ ახალი ფილიალი გა...

ბათუმში „ნეოლეთის“ ახალი
ფილიალი გაიხსნა

რა სირთულეებს აწყდები, როცა პირველკ...

რა სირთულეებს აწყდები,
როცა პირველკურსელი ხარ