როცა ახალი წელი მართლაც იწყება
15:21
ახალი წლისთვის მზადება დეკემბრის ბოლოდან იწყება და 31 დეკემბერს კულმინაციას აღწევს. საახალწლოდ მორთული სახლი, მრავალსართულიანი სუფრა, სტუმრების სია, ხმაური და ემოცია, 12სთ-ზე გახსნილი შამპანური და ანთებული შუშხუნები, ბოლო ძალას გვაცლის და გვაძინებს სწორედ მაშინ, როცა რეალურად ახალი წელი იწყება - 1-ელ იანვარს.
სწორედ დეკემბერში, ყველა ბრენდი საახალწლო კამპანიებით და შეთავაზებებით გვაწონებს თავს, PSP უჩვეულოდ დუმდა, რათა 1-ელ იანვარს, როცა ახალი წელი მართლა იწყება, მთავარი გზავნილი გაეჟღერებინა - გაიღვიძე!
ეს ნაბიჯი PSP-ს 2025 წლის საკომუნიკაციო კამპანიის ლოგიკური გაგრძელებაა. ბრენდის, რომლის დაპირება არის სიმართლე და რომელიც არ ერიდება მისთვის თვალის გასწორებას. ამჯერად ფოკუსი ახალ წელზე გაკეთდა — უფრო სწორად, იმაზე, თუ როდის იწყება ის რეალურად. კამპანიის მთავარი მესიჯი ერთგვარად ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ ტრადიციას - 31 დეკემბერი, არ არის ახალი წლის არსი. უფრო მნიშვნელოვანი ის დღეებია, რომლებიც მას მოჰყვება — მომდევნო 365 დღე, რომლებიც საბოლოოდ განსაზღვრავს ადამიანების არჩევანსა და გადაწყვეტილებებს.
გაიღვიძე, ახალი წელი ახლა იწყება!
ამ იდეის გაგრძელებად ბრენდმა ბიზნესგადაწყვეტილებაც მიიღო — წინასაახალწლო შეთავაზებები 1-ელ იანვრის შემდეგაც შეინარჩუნა და დამატებითი აქციებიც შესთავაზა მომხმარებლებს. ამ გზით, საკომუნიკაციო კამპანია აქტივობიდან რეალურ ქმედებაში გადაიზარდა. PSP -ს კამპანია „გაიღვიძე“ ახალ წელს არა როგორც ერთდღიან მოვლენას, არამედ როგორც პროცესის დასაწყისს განიხილავს.
აქცენტი სიფხიზლეს, ენერგიასა და პირად პასუხისმგებლობაზე, გვახსენებს, რომ წელი ზუსტად ისეთი იქნება, როგორსაც თავად შევქმნით მისი პირველივე დღიდან - სიყვარულით, სილამაზით, ჯანმრთელობით, თავისუფლებით და გამარჯვებით სავსე წელს!
კამპანიაზე სააგენტო Playmakers-მა იმუშავა. წარმოების სააგენტო - Enkeny Films.
#გაიღვიძეახალიწელიახლაიწყება
სიახლეები ამავე კატეგორიიდან