ამბები

“ქართული ბრენდის დღეზე” სადაზღვევო კომპანია „ვაიზერი“ კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა

ეკო ტატულაშვილი

12:48 სამ. 6 იანვარი

ქართული ბრენდის დღეზე

14
დაკოპირებულია

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერი” კრეატიული რებრენდინგისთვის დაჯილდოვდა. “ქართული ბრენდის დღე 2025" ტრადიციულად დეკემბრის ბოლოს წარმატებულ ქართულ ბრენდებს აჯილდოებს წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებებისთვის. 

გამარჯვებულები ექვს ძირითად ნომინაციაში - "ლიდერი", "რეპუტაცია და ნდობა", "წარმატებული ახალი ბრენდი", "წარმატებული ტელეპროექტი", "წარმატებული ლიტერატურული პროექტი" და "ბრენდ-პერსონა" - გამოვლინდნენ. ღონისძიების ფარგლებში 27 ნომინანტი დაჯილდოვდა. 2025 წლის ბრენდ-პერსონა ცეკვის ჯადოქარი, ანსამბლი "რუსთავის" მთავარი ქორეოგრაფი, ლეგენდარული მოცეკვავე ფრიდონ სულაბერიძე გახდა.

„15 წლიანი წარმატების ისტორიის შემდეგ „PSP დაზღვევამ“ ახალი ბრენდი „ვაიზერ წარადგინა. წლების განმავლობაში დაგროვილმა გამოცდილებამ, კომპანიას მისცა ახალი განვითარების შესაძლებლობები და გააჩინა ახალი ხედვა, ახალი სახელი და ახალი ენერგია „ვაიზერი“. ჩვენი ახალი ბრენდი „ვაიზერი“ არის სიმბოლო ამ ხედვისა, რომელიც აერთიანებს ცოდნას, გამბედაობას და თავისუფლებას.

„ჩვენ ვაზღვევთ ყველაფერს, მაგრამ შენ ყველაფერს ნუ დააზღვევ“, რადგან ვაიზერი შენი თამამი, ბრძენი თანამგზავრია. თავისუფლად მართე შენი გადაწყვეტილებები, ცხოვრება, მომავალი, მოგზაურობა. „ვაიზერ“ უახლოეს მომავალში საზოგადოებას ბევრ ორიგინალურ, ახალ სადაზღვევო პროდუქტს შესთავაზებს“- განაცხადა სოფიო ლებანიძემ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პ...

psp

ფარმაცევტული კომპანია PSP 100 წლის...

ეთერ ქემერტელიძე

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებ...

წყალტუბო

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებ...

serenadebi

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ,...

psp

სტუდიოს ტიპის ბინის მოწყობის წესები...

მეტროპოლი

12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრ...

Rascals

26 წელი საერთო მიზნისთვის - GM PHAR...

psp

ამერიკული ჰოსპიტალი - სტამბოლი  - ს...

ამერიკული ჰოსპიტალი