ამბები

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებს“ წყალტუბო უმასპინძლებს

ეკო ტატულაშვილი

17:11

serenadebi

14
დაკოპირებულია

კონცერტების სერიის „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ მეორე ღონისძიებას 17 მარტს წყალტუბოს სამუსიკო სკოლა უმასპინძლებს. კონცერტსა და მასტერკლასებს ახალგაზრდა მუსიკოსებთან გამართავენ დუდანა მაზმანიშვილი, თამარ ლიჩელი, ვალერიან შიუკაშვილი, ლიზი რამიშვილი, ნოდარ მდივანი, ირაკლი ევსტაფიშვილი, ნათია ქავთარაძე, გიორგი ხაინდრავა.

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ გაიმართება ხონში, წყალტუბოში, ლანჩხუთში, ბორჯომსა და თბილისში. „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებში“ მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები: თამარ ლიჩელი, თეიმურაზ გუგუშვილი, ვალერიან შიუკაშვილი, ლიზი რამიშვილი, გიგი პიანომენი, დავით ალადაშვილი, გიორგი ხაინდრავა, ირაკლი ევსტაფიშვილი და სხვ.. ამ წელსაც, ისევე როგორც წინა წლებში, იგეგმება ნაწარმოებების პრემიერები და რეგიონებში ახალგაზრდებთან მასტერკლასების ჩატარება.

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ საქართველოს კულტურის სამინისტროს, შემოქმედებითი საქართველოსა და საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მხარდაჭერით ჩატარდება. ღონისძიება დაარსდა 2024 წელს და დიდი გამოხმაურება პოვა არამარტო მუსიკალურ წრეებში, არამედ ფართო საზოგადოებაშიც.

ეს არის ერთადერთი პროექტი საქართველოში, რომელიც ორ მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება - ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციასა და საქართველოში მცხოვრები ქართველი მუსიკოსების გაერთიანებას. პროექტის ფარგლებში სრულდება როგორც დიდ ქართველ კომპოზიტორთა შედევრები, ასევე თანამედროვე კომპოზიტორთა ნაწარმოებები. ამგვარად, მსმენელს საშუალება აქვს სრულყოფილი შთაბეჭდილება შეექმნას ქართულ კლასიკურ მუსიკაზე და სისტემატურად გაეცნოს ამ სფეროში არსებულ სიახლეებს. აღსანიშნავია ის, რომ „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ მოიცავს კლასიკური მუსიკის არაერთ სფეროს - საფორტეპიანოს, კამერულს, ვოკალურს და შესაბამისად, საკმაოდ მრავალფეროვანია ჟანრული თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ მეტი მუსიკოსის ჩართულობას უწყობს ხელს.

პროექტში მონაწილეობენ მხოლოდ საქართველოში მოღვაწე ქართველი მუსიკოსები. ცხადია, დიდია იმ მუსიკოსთა წვლილი, ვინც საზღვარგარეთ მოღვაწეობს და ჩვენი ქვეყნის სახელი გააქვს მის ფარგლებს გარეთ, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ მუსიკოსთა დამსახურება, ვინც საქართველოში წლების განმავლობაში ერთგულებითა და დიდი პროფესიონალიზმით ემსახურება თავიანთ საქმეს. ეს პროექტი სწორედ მათ ჩართულობასა და გაერთიანებას ემსახურება.

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების“ ერთ-ერთი მიზანია, ასევე, ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია არამარტო თბილისში, არამედ რეგიონებშიც, რომ ქართულმა მუსიკამ თანდათან მოიცვას მთელი საქართველო და შეძლებისდაგვარად მეტ რეგიონს გააცნოს ქართული კლასიკური მუსიკა, ამ სფეროში არსებული სიახლეები. რეგიონებში სისტემატურად ტარდება პროექტში მონაწილე მუსიკოსთა შეხვედრები და მასტერკლასები სხვადასხვა სპეციალობაში სამუსიკო სკოლების მოსწავლეებთან. პროექტის მიზანია ყოველწლიურად მის ფარგლებში შედგეს ახალი ქართული ნაწარმოების პრეზენტაცია, რაც, თავის მხრივ, დიდი სტიმულია ქართველი კომპოზიტორებისთვის.

კონცერტების სერია - „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ რამდენიმე კონკრეტული შედეგის მიღწევას ითვალისწინებს და ემსახურება: ქართული კლასიკური მუსიკის შედევრების და ქართული მუსიკის სიახლეების გაცნობა ქართველი მსმენელისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ ამ კონცერტების ჩატარება ყოველწლიურად იგეგმება, დროთა განმავლობაში, ეს პროექტი სულ უფრო და უფრო მეტ ახალ ნაწარმოებს შესთავაზებს მსმენელს. ეს, ცხადია, დიდი სტიმული იქნება კომპოზიტორთათვის. პროექტი გააერთიანებს საქართველოში მცხოვრებ არაჩვეულებრივ მუსიკოს-შემსრულებლებს და კომპოზიტორებს. მათთვის, თავის მხრივ, მნიშვნელოვანი იქნება რეპერტუარის ქართული მუსიკით გამდიდრება, თანამშრომლობა სხვა ქართველ გამორჩეულ შემსრულებლებთან.

პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ქართული მუსიკის გაცნობა მუსიკის მოყვარულთათვის რეგიონებში. აღსანიშნავია, რომ „ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები“ ითვალისწინებს ყოველწლიურად კონცერტის ჩატარებას როგორც თბილისში, ისე სხვადასხვა რეგიონში, რაც ქართული კლასიკური მუსიკისა და ქართველი შემსრულებლების გაცნობისა და პოპულარიზაციის თვალსაზრისით დიდი შედეგის გარანტია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ,...

psp

სტუდიოს ტიპის ბინის მოწყობის წესები...

მეტროპოლი

12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრ...

Rascals

26 წელი საერთო მიზნისთვის - GM PHAR...

psp

ამერიკული ჰოსპიტალი - სტამბოლი  - ს...

ამერიკული ჰოსპიტალი

N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვ...

N1 პრობიოტიკული ბრენდი
გერმანულენოვან ქვეყნებში
— OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში

„ვაიზერი” საქართველოში შემოსულ ვიზი...

2026 წლის 1 იანვრიდან
საქართველოში შემომსვლელი
უცხოელი ვიზიტორებისთვის
ჯანმრთელობის დაზღვევა
სავალდებულო გახდა.
სადაზღვევო კომპანია
„ვაიზერი“ საქართველოში
შემომსვლელ ტურისტებს
სავალდებულო დაზღვევის
მარტივ, სწრაფ და სრულად
ონლაინ სერვისს სთავაზობს.

დავით გოგიჩაიშვილის რეპი: „ოდა კარგ...

მეგა ანბოქსინგი და დათო
გოგიჩაიშვილის რეპი

„უზბეკეთი აჩქარებს ინდუსტრიული ზონე...

„იანგი ავლოდი“