5 გავრცელებული შეცდომა სესხის აღებისას: როგორ ავიცილოთ ისინი თავიდან
16:44
ბევრი ადამიანისთვის გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება გაცილებით უფრო მარტივია სესხის დახმარებით. თუმცა ხდება ისეც, რომ იმის მაგივრად სესხი მათ პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს - თავად ხდება პრობლემა. ეს, ძირითადად, მსესხებლის მხრიდან პროცესთან არასწორად მიდგომის გამო ხდება.
სანამ სესხზე განაცხადს შეიტან, მნიშვნელოვანია გახსოვდეს, რომ სესხი ფინანსური ინსტრუმენტია და განაცხადის შეტანამდე დეტალურ ანალიზს მოითხოვს. თუ მხოლოდ იმაზე ფოკუსირდები, რის გაკეთებას აპირებ სესხის დახმარებით, თავად პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი დეტალები შესაძლოა უნებლიეთ უყურადღებოდ დატოვო.
ეს სტატია მიმოიხილავს, სესხის აღებისას დაშვებულ ყველაზე გავრცელებულ შეცდომებს და როგორ შეგიძლია მათი თავიდან არიდება. ამ რჩევების გათვალისწინებით გაგიმარტივდება გადაწყვეტილების მიღება და სწორად განსაზღვრავ, როგორი ტიპის სესხი უნდა აიღო.
სამომავლო ვალდებულებების არასწორი შეფასება
ბევრი ადამიანი სესხს მხოლოდ ერთი მხრიდან უყურებს: სჭირდება რაღაც კონკრეტული თანხა, ამიტომ განაცხადიც კონკრეტულ თანხაზე შეაქვს. იმაზე, კი, რომ ამ თანხის დაფარვა ყოველთვიური ბიუჯეტის ნაწილი უნდა გახდეს ნაკლებად ფიქრობს.
თანხის მოთხოვნამდე აუცილებელია საკუთარი გადახდისუნარიანობის რეალისტური განსაზღვრა. საუბარი მხოლოდ ყოველდღიურ სტანდარტულ ხარჯებზე არაა, უნდა გაითვალისწინო მოულოდნელი ხარჯებიც.
სანამ ბანკში მიხვალ მნიშვნელოვანია განსაზღვრო შენი ბიუჯეტის რა ნაწილი შეგიძლია ყოველთვიური შენატანისთვის ისე გადადო, რომ მძიმე ფინანსურ ტვირთად არ დაგაწვეს. მაგალითად, ხშირია შემთხვევები, როდესაც საბანკო ვალდებულება ფიქსირებული შემოსავლის 50%-ს აღემატება, მცირე გაუთვალისწინებელი ხარჯიც კი გადახდისუნარიანობის მწვავე პრობლემას ქმნის. ფინანსური ექსპერტების რეკომენდაციით, ყოველთვიური საბანკო ვალდებულება შემოსავლების 30-35%-ს არ უნდა სცდებოდეს.
ეფექტური საპროცენტო განაკვეთის იგნორირება
ბევრი მსესხებელი ბიუჯეტის დათვლისას მხოლოდ სესხის ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს იყენებს. რეალურად, მთავარი ყურადღება ეფექტურ განაკვეთს უნდა მიექცეს, რადგან ის გულისხმობს ყველა დამატებით საკომისიოსა თუ ადმინისტრაციულ ხარჯსაც.
პრაქტიკა აჩვენებს, რომ სწორედ ნომინალურ და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთებს შორის განსხვავება ხდება ხშირად ყველაზე მოულოდნელი ხარჯი, რომელიც ბიუჯეტის გადახედვას მოითხოვს.
თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ საპროცენტო განაკვეთი სწორად დათვალე, შეგიძლია ბანკს დაუკავშირდე და წარმომადგენელს დახმარება თხოვო. კომპეტენტური პირი დაგეხმარება ზუსტად განსაზღვრო ოპტიმალურ ყოველთვიურ შენატანსა და გადახდის ვადას შორის ბალანსი.
ხელშეკრულების დეტალების უგულებელყოფა
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბანკთან ურთიერთობისას ხელშეკრულების დეტალებთან გაცნობის გარეშე დოკუმენტზე ხელის მოწერაა. ეს მხოლოდ სესხებს არ ეხება - ნებისმიერი საბანკო მომსახურების შემთხვევაში ზუსტად უნდა იცოდე რა ვალდებულებებს იღებ საკუთარ თავზე (და რას უნდა მოელოდე ბანკისგან).
მაგალთად, სწრაფი სესხის აღებამდე, მსესხებელმა ზუსტად უნდა იცოდეს სესხის პირობები: ვადაგადაცილების ჯარიმები, წინსწრებით დაფარვის წესები და მხარეთა ვალდებულებები. მსგავსი ინფორმაციის ხელშეკრულების გაფორმებამდე ცოდნის გარეშე, ვერ შეძლებ სრულად ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღო და რისკები სწორად მართო.
გადახდის გრაფიკის შეუსაბამოდ შედგენა
შესაძლოა გინდა სესხი მაქსიმალურად მალე დაფარო, ამიტომ ყველაზე მოკლე ვადას ირჩევ. ან, პირიქით, გინდა რაც შეიძლება ნაკლები ხარჯო ვალზე ყოველთვიურად, ამიტომ მაქსიმალურ თვეების რაოდენობაზე ახანგრძლივებ სესხს. არც ერთია ოპტიმალური მიდგომა.
ახალი ფინანსური ვალდებულების აღებისას მოსალოდნელი გადახდის გრაფიკი გადაანაწილე იმდენ თვეზე, რამდენიც საშუალებას გაძლევს ყოველთვიური შენატანი მაქსიმალურად სწრაფად დაფარო ისე, რომ ბიუჯეტს არ გადააჭარბო.
უმჯობესია, თუ დაფარვის თარიღს დაამთხვევ შენი შემოსავლების მიღების პერიოდს. ასე გაგიმარტივდება ყოველთვიური შენატანის მართვა. მაგალითად, თუ ხელფასის ჩარიცხვა თვის 15 რიცხვში ხდება, ხოლო შენატანის დაფარვა 10 რიცხვშია განსაზღვრული, გაცილებით მაღალია შანსია საჭირო თანხა უკვე დახარჯული გქონდეს. გაფუჭებული რეიტინგი კი ბანკებს აიძულებს სამომავლო შეთავაზებისას თავი დაიზღვიონ და პროდუქტები უფრო ძვირი საპროცენტო განაკვეთით შემოგთავაზონ.
სექტორული სპეციფიკის (მაგალითად, აგრო ან მცირე ბიზნესში) უგულებელყოფა
გადაწყვეტილების მიღებისას დაშვებული ხარვეზები განსაკუთრებით მტკივნეულად აისახება ისეთ არასტანდარტულად მოქმედ სექტორებში, როგორც მცირე ბიზნესი და სოფლის მეურნეობაა. ფერმერებსა და მცირე მეწარმეებს სპეციფიკური, არასტანდარტური გრაფიკი და სეზონური მიდგომა სჭირდებათ.
სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში ხშირად პრობლემა ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან იქმნება - ბევრი არაა თანახმა ხისტი პირობები არასტანდარტულ გარემოებებს მოარგოს. კრედო ბანკი ამ მხრივ გამონაკლისია - მცირე ბიზნესსაც და აგრო სექტორსაც სეგმენტების სპეციფიკის შესაბამის კონკრეტულ პროდუქტებს სთავაზობს. მაგალითად, ფერმერებს შეუძლიათ ისარგებლონ სეზონურ შემოსავალზე მორგებული აგრო სესხით, ტურისტული ობიექტების მფლობელებს - შესაბამისი ტურისტული სესხით და ა.შ.
არაა საჭირო სესხის გეშინოდეს. სესხი მხოლოდ ფინანსური იარაღია, რომლის სწორად გამოყენება ხშირად აუმჯობესებს ფინანსურ მდგომარეობას. მთავარია რისკები სწორად გათვალო, ინფორმირებული არჩევანი გააკეთო და სწორი პარტნიორი შეარჩიო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან