დღის ჰოროსკოპი

1-ლი მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

funtime

21:00 კვი. 28 თებერვალი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

წინააღმდეგობრივი დღეა, რომელიც პრინციპულ მოქმედებას და დაბრკოლებების გადალახვას მოითხოვს. მოსალოდნელი შეფერხებების გამო, ზოგიერთი საკითხის მოგვარება შეიძლება, სამომავლოდ გადაიდოს. გამორიცხული არ არის საყვარელი ადამიანის მხრიდან ტყუილი ან უტაქტო საქციელი.

კურო

თქვენი ამბიციები და აღიარების მოთხოვნილება უამრავ პრობლემას შეგიქმნით. შეეცადეთ, სხვების მიმართ ნაკლებად პრეტენზიული იყოთ და უხეშობას მოერიდოთ. გაითვალისწინეთ, რომ კონფლიქტები და სკანდალები ავტორიტეტს არ მოგიმატებთ.

ტყუპები

წინააღმდეგობრივი დღეა, რომელიც ურთიერთობების სიმტკიცეს გამოცდას მოუწყობს. ეცადეთ, პრობლემები ემოციების გარეშე მიიღოთ - მოსალოდნელია გასული კვირის უარყოფითი ტენდენციები გაგრძელება, რომელთა გადალახვაც გაგიჭირდებათ. კონფლიქტები და გაუგებრობები ენერგიას წაგართმევთ, თუმცა საბოლოოდ, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება.

კირჩხიბი

ამ დღეს თქვენი ყველა უნარისა და შესაძლებლობის გამოვლენა და ახალ გარემოებებთან შეგუება მოგიწევთ. ეცადეთ, შვილებთან ურთიერთობა მოაწესრიგოთ. ხელიდან არ გაუშვათ ახალი, საინტერესო ნაცნობების შეძენის შანსი, რომელიც ამ დღეს მოგეცემათ.

ლომი

წინააღმდეგობრივი დღეა, რომელიც წინდახედულ და გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელი წარუმატებლობის გამო შესაძლოა ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტის სამომავლოდ გადადოთ. დღის მეორე ნახევარში გაზრდილი აქტივობა პიროვნულ, სოციალურ თუ პროფესიულ ზრდაში დაგეხმარებათ.

ქალწული

რთული და წინააღმდეგობრივი დღეა, რომელიც დასახული მიზნებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების გააზრებას მოითხოვს. ეცადეთ, მოსალოდნელი უსიამოვნებები მშვიდად მიიღოთ. კონფლიქტები ან გაუგებრობები იმ ენერგიას წაგართევთ, რომელიც დღის მეორე ნახევარში საშინაო თუ პიროვნული პრობლემების გადასაჭრელად დაგჭირდებათ. მოერიდეთ სიჯიუტეს და უფროსობას - ამან შეიძლება, პარტნიორთან კონფლიქტი გამოიიწვიოს.

სასწორი

იღბლიანი დღეა. თქვენი შრომისმოყვარეობა და ენთუზიაზმი ოჯახის კომფორტისა და კეთილდღეობის გაზრდისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის. ახლობელი ადამიანებისგან სიყვარულსა და მზრუნველობას იგრძნობთ. დღის მეორე ნახევარში სასურველია, ბუნებაში, სუფთა ჰაერზე ვარეჯიში ან საზაფხულო აგარაკზე მუშაობა.

მორიელი

მოგზაურობის დღეა. ოჯახის წევრებს სურთ, რომ მათთან უფრო მეტი დრო გაატაროთ. მათაც რომ ასიამოვნოთ და თავადაც განიტვირთოთ, სასურველია, უახლოესი დღეებში აქტიური საოჯახო დასვენება დაგეგმოთ. სამუშაო კვირის მანძილზე უამრავი პრობლემა გელით.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა, რომელიც საქმიანობის გაფართოების საშუალებას მოგცემთ. საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. ნუ შეეცდებით გლობალური მიზნების დასახვას ან ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთებას - ეს თქვენი სტილი არ არის. ვარსკვლავები მოულოდნელი გარემოებების შესახებ გაფრთხილებენ, რომლებსაც შეუძლიათ, ახლობლებთან ურთიერთობაში დაბრკოლებები შექმნან. ყურადღება მიაქციეთ საკვების ხარისხს და ეცადეთ, დიეტა არ დაარღვიოთ.

თხის რქა

წინააღმდეგობრივი დღეა, რომელიც დასახული გეგმების სწორად გააზრებას მოითხოვს. საქმიან ქაღალდებთან ან მატერიალურ ფასეულობებთან მუშაობისას ეცადეთ, მეტი სიფრთხილე და ყურადღება გამოიჩინოთ - სავარაუდოდ, პრობლემები სწორედ მათ გამო გელით. მოერიდეთ სიჯიუტეს და ყველაფერში დომინირების სურვილს - გუნდურად მუშაობაზე უარის თქმა ბევრ პრობლემას შეგიქმნით.

მერწყული

ეცადეთ, ჩვეული ჩარჩოებიდან გამოხვიდეთ და თავს გაცილებით ბედნიერად იგრძნობთ. პლანეტები გიჩევენ, რომ კომპლიმენტები მშვიდად მოისმინოთ და მათ გულწრფელობაში ეჭვი არ შეგეპაროთ. მერწყულ ქალებს ახალი ნაცნობობა ახალ შესაძლებლობებს შესთავაზებს და საუკეთესო თვისებების გამოვლენის საშუალებას მისცემს. მერწყული მამაკაცებისთვის მოულოდნელმა პრობლემებმა შეიძლება ნათესავებთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაართულოს.

თევზები

აქტიური დღე გელით, ასე რომ, დასვენება უნდა დაივიწყოთ. სამსახურში ყველაფერი კარგად აეწყობა, რაც ოჯახური ბიუჯეტის შევსების და ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალებას მოგცემთ. ამ დღეს სასურველია, რომ ბუნებასთან ახლოს იყოთ. სულ ერთია ეს ქალაქგარეთ გასვლა იქნება თუ აგარაკზე მუშაობა.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ლი მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge