10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
20:15 ხუთ. 9 აპრილი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თქვენი ქარიზმისა და მომხიბვლელობის წყალობით საინტერესო ადამიანის ყურადღების მიპყრობას შეძლებთ. შესაძლოა, ეს რომანტიკული თავგადასავლის დასაწყისად იქცეს. ახლობლებთან ურთიერთობისას ეშმაკობას ერიდეთ. ადრე თუ გვიან, თქვენი ტყუილი გაცხადდება და ნდობას სამუდამოდ დაკარგავთ.
სამსახურში კოლეგების რჩევებზე მეტად ინტუიციას ენდეთ. სავსებით შესაძლებელია, ვიღაც თქვენი ადგილის დაკავებას ცდილობს და მახეს გიგებთ. გახსოვდეთ, რომ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია, ამიტომ ნუ ენდობით ადამიანს, რომელიც იოლ შემოსავალს გპირდებათ.
ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში პოზიტიური განწყობა შეინარჩუნოთ და შეეგუეთ იმ აზრს, რომ ყველაფრის კონტროლი არ შეგიძლიათ.
კურო
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას შინაგან ხმას უსმინეთ — ის სწორ გზას გიკარნახებთ. მზად იყავით თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან დაკავშირებული პრობლემისთვის. ყოფითმა საზრუნავმა შეიძლება გაუთვალისწინებელი ხარჯები გამოიწვიოს.
ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ფარული არაკეთილმოსურნე გამოუჩნდება. ეცადეთ, თქვენი საიდუმლოებები თქვენთვის შეინახოთ, რომ მტერს თქვენს წინააღმდეგ იარაღი არ მისცეთ. ასტროლოგიური პროგნოზი აჩვენებს, რომ მერკურის გავლენა გაძლიერდება, რაც ხელსაყრელი გარიგებების დადების საშუალებას მოგცემთ.
კარგი დღეა სპორტის, ფიზიკური შრომისა და ნებისმიერი ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც ძალისხმევას მოითხოვს.
ტყუპები
ეცადეთ, პროფესიული საქმიანობა შეამციროთ და პირადი ცხოვრებისთვის მეტი დრო გამო
ყოთ. ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ნუ იჩქარებთ — სჯობს საჭირო ინფორმაციის შეგროვებას მეტი ყურადღება დაუთმოთ. სავარაუდოდ, რაღაც გამოგრჩათ ან სრულ სურათს ვერ ხედავთ. არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენი შრომა აუცილებლად დაფასდება. ეს დღე შოპინგისთვის არ გამოდგება — მაღაზიებში სიარული მხოლოდ დროს დაგაკარგვინებთ.
ვარსკვლავები გირჩევენ, ორგანიზმს ყურადღებით მოუსმინოთ და მისი უმნიშვნელო სიგნალიც კი არ გამოტოვოთ.
კირჩხიბი
ქალებს ვურჩევთ, რომ ახალ სასიყვარულო გატაცებას მეტი სიფრთხილით მოეკიდონ. ეცადეთ, დიდი ხნის მანძილზე დაგროვილი საქმეების მოწესრიგებისთვის დრო გამონახოთ. თუ ყურადღებით იქნებით, შეიძლება სახლის დალაგების დროს დიდი ხნის წინ დაკარგული ნივთიც კი იპოვოთ.
ამ დღეს საბუთების ხელმოწერისას შეცდომები, სწავლაში კი სირთულეები გელით. მომსახურების სფეროში დასაქმებულებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ — ფორტუნამ შესაძლოა ნებისმიერ წუთს ზურგი გაქციოთ. საყიდლებისთვის ახლა არახელსაყრელი დროა, სამაგიეროდ წარმატებულია საზოგადოებრივი ღონისძიებებისთვის, ფიზიკური დატვირთვისა და სუფთა ჰაერზე აქტიური დასვენებისთვის. გახსოვდეთ, რომ მჯდომარე ცხოვრების წესი თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
ლომი
ეცადეთ, მიმდინარე საქმეები დროულად დაასრულოთ, რადგან მათი გადადება უსიამოვნებებს მოგიტანთ. შესაძლოა ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებით ოჯახში აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვას. გირჩევთ, საყვარელი ადამიანების რჩევა გაითვალისწინოთ და სადღესასწაულო სუფრა ერთად დაგეგმოთ.
სირთულეების მიუხედავად, ამ დღეს უამრავ საქმეს მოაგვარებთ, პირველ რიგში კი ისეთებს, რომლებიც ფანტაზიასა და შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს. პიროვნული მომხიბვლელობა, საჭირო კავშირები და გამოცდილება ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ.
თუ ცხოვრების ყველა სფეროს მშვიდად და გონივრულად მართავთ, საშუალება გექნებათ, არა მარტო საკუთარი თავი, არამედ ახლობლებიც გააბედნიეროთ.
ქალწული
შეგიძლიათ სასიყვარულო საქმეებში ინტუიციას დაეყრდნოთ. ახლა ვენერა იუპიტერთან კვინკონსშია, ასე რომ, გამჭრიახობა არ გიღალატებთ. გამორიცხული არ არის, რომ უცნობმა ადამიანმა თქვენზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ ხელმძღვანელობაზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ და უახლოეს მომავალში ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. გარშემომყოფთა აზრს ყურადღებას ნუ მიაქცევთ, რადგან ის რეალურ მდგომარეობას არ ასახავს. თუ გულისრევას ან კუჭის არეში ტკივილს გრძნობთ, მძიმე და ცხიმიან საკვებს ერიდეთ და უპირატესობა მსუბუქ და ადვილად მოსანელებელ პროდუქტებს მიანიჭეთ.
სასწორი
მათ, ვინც მეორე ნახევარს ეძებს, ასტროლოგები ურჩევენ, რომ ახლად გაცნობილ ადამიანს დააკვირდნენ.
ეს დღე ოჯახსა და ახლობლებს დაუთმეთ და საჩუქრებსა ნუ დაიშურებთ. რაც უფრო გაბედულად იმოქმედებთ, თქვენი წამოწყება მით უფრო წარმატებით დასრულდება. დაუღალავი შრომა დაფასდება და თქვენი მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება. თავი შეიკავეთ ტოქსიკურ ადამიანებთან ურთიერთობისგან, რომლებიც ცხოვრებაზე წუწუნს არიან ჩვეულნი. ეს წესი სოციალურ ქსელებში ურთიერთობასაც ეხება. თავს უფლება მიეცით საქმე დროებით გვერდით გადადოთ და რამე უჩვეულო გააკეთოთ.
მორიელი
ოჯახურ ცხოვრებაში სტაბილური პერიოდი დგება. პლანეტებისა და ვარსკვლავების დაბალი აქტივობის ფონზე კონფლიქტების რაოდენობა საგრძნობლად იკლებს. ნუ აარიდებთ თავს საუბარს, თუ გულახდილობას გთხოვენ. კარგი დროა თვითგანვითარებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის. ამ დღეს შეძენილი ნივთები არა მარტო სიხარულს, არამედ სარგებელსაც მოგიტანთ. ვარსკვლავები ახალ ნაცნობობას გპირდებიან, თუმცა ამ ურთიერთობების სერიოზულობისა და ხანგრძლივობის იმედი ნუ გექნებათ.
თუ ვარიკოზისკენ გაქვთ მიდრეკილება, გადამეტებულ ფიზიკურ დატვირთვას მოერიდეთ, თუმცა არც კომპიუტერთან ან ტელევიზორთან დიდხანს ჯდომაა სასურველი.
მშვილდოსანი
ვარსკვლავები გირჩევენ, უსაფუძვლო ეჭვიანობას მოერიოთ, რათა საყვარელი ადამიანი არ დაკარგოთ. სავარაუდოდ, დღეს მნიშვნელოვანი საბუთების გაფორმება მოგიწევთ. არავითარი ეჭვი და კომპრომისი — დღეს მხოლოდ წინ უნდა იაროთ! ბოლოს და ბოლოს, იღბალი გაგიღიმებთ და იმ პროექტების განხორციელებას შეძლებთ, რომლებზეც დიდი ხანია ფიქრობთ.
ვარსკვლავები ამბობენ, რომ მარტოხელა მშვილდოსანს მომხიბვლელ, საინტერესო ადამიანთან ურთიერთობა ელის, რომელიც ხანგრძლივ და ბედნიერ კავშირში გადაიზრდება. საუკეთესო დროა საკუთარ ფიქრებში გარკვევისა და შინაგანი სამყაროს მოწესრიგებისთვის.
თხის რქა
ამ დღეს ახლობელ ადამიანთან ურთიერთობა ჰარმონიული და ნდობით სავსე იქნება. მოერიდეთ უსარგებლო და უსიამოვნო კავშირებს — სჯობს მიზნისკენ საკუთარი გზა ეძებოთ და სხვებს ნაკლები უსმინოთ. ბედი ხშირად არ განებივრებდათ, მაგრამ დღეს გაქვთ შანსი, რომ დანაკლისი აინაზღაუროთ! სავარაუდოდ, მომგებიან შეთავაზებას მიიღებთ და პერსპექტიულ საქმეში მონაწილეობას შეძლებთ.
რეგულარულად მიირთვით ხილი და ბოსტნეული — ისინი შეიცავენ ვიტამინებს, მინერალებსა და უჯრედისს, რაც ორგანიზმის ნორმალური მუშაობისთვის აუცილებელია.
მერწყული
ამ დღეს დაბრკოლებები შეიძლება იქ გაჩნდეს, სადაც საერთოდ არ ელით. დაივიწყეთ სკანდალები, ჩხუბი და დამნაშავეების ძებნა. თუ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ბევრი იმუშავეთ, დასვენება დაგეგმეთ და დაკარგული ენერგია აღიდგინეთ.
თუ ცდუნებას ვერ გაუმკლავდებით და ძვირად ღირებულ ნივთს შეიძენთ, დიდი ხნის მანძილზე ვალების გადახდა და ეკონომიის გაკეთება მოგიწევთ.
გაუფრთხილდით ყელს და ეცადეთ ხმის იოგები არ დაძაბოთ.
თევზები
სასიყვარულო ფრონტზე შესაძლოა მეტოქე გამოგიჩნდეთ, თუმცა ეს დეპრესიაში ჩავარდნის მიზეზი არ არის. ეცადეთ ემოციებს არ აჰყვეთ და გაჩუმდეთ, რათა საკუთარ თავს არ ავნოთ. მალე შემოქმედებითი საქმის კეთება მოგიწევთ, რომელიც ძალიან მოგეწონებათ. ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი საქმიანობის სფეროს შეცვლას შეძლებს. მომდევნო 24 საათის განმავლობაში თქვენი შრომისმოყვარეობა ღირსეულად დაფასდება.
თუ პოზიტიურ განწყობას შეინარჩუნებთ, პირად ურთიერთობებში წარმოქმნილი სირთულეები სწრაფად და უმტკივნეულოდ გადაწყდება. ქრონიკული დაავადებების მქონე თევზები შვებას იგრძნობენ — სავარაუდოდ, რემისიის პერიოდი ხანგრძლივი იქნება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან