11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
22:18
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, ემოციები მოთოკოთ. ახალი ურთიერთობის დასაწყებად ახლა კარგი დრო არ არის. დღის მეორე ნახევარი სჯობს საოჯახო საქმეებსა და ვალდებულებებს დაუთმოთ. შესაძლოა, ახლობლებს თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა დასჭირდეთ. გრძნობთ, რომ ამჟამინდელ სამსახურში საკუთარი შესაძლებლობები ამოწურეთ, ამიტომ სასურველია საქმიანობის სფერო შეცვალოთ და უფრო პერსპექტიული სამსახური მოძებნოთ. გონივრული ეკონომია საჭირო თანხის სწრაფად დაგროვებაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა ექიმთან ვიზიტისა და კოსმეტიკური პროცედურებისთვის.
კურო
დღევანდელი დღე მოულოდნელ სიურპრიზს გიმზადებთ. ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი ზუსტად ისე ჩაივლის, როგორც თქვენ გსურთ. ოჯახური, მყუდრო გარემო ყველა უსიამოვნებას დაგავიწყებთ, საყვარელ ადამიანთან ერთად საქმიანობა კი კიდევ უფრო მეტად დაგაკავშირებთ. თავი შეიკავეთ ახალი საქმეების დაწყებისგან — იმან, რაც ახლა მიმზიდველი და პერსპექტიული ჩანს, შეიძლება უამრავი პრობლემა და დიდი იმედგაცრუება მოგიტანოთ. ამჟამად სამეწარმეო საქმიანობაში ზედმეტი რისკი გაუმართლებელია და შეიძლება ისედაც შერყეული მატერიალური მდგომარეობა კიდევ უფრო გაგირთულოთ. მოერიდეთ გადაღლას — ახლა ძალები მომავალი მიღწევებისთვის უნდა დაზოგოთ.
ტყუპები
ძალით თავს ვერავის შეაყვარებთ, ამიტომ მოვლენები თვითდინებაზე მიუშვით და დამკვირვებლის როლს დასჯერდით. ეს დღე ხელსაყრელია მეგობრებთან შეხვედრისა და მოგზაურობის დასაგეგმად. საინტერესო იდეების განხილვა სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ და საერთო ინტერესებს განამტკიცებს. კოლეგებთან კამათს მოერიდეთ და უბრალოდ თქვენი საქმე აკეთეთ — უსარგებლო საუბრებში დროის კარგვას ჯობია დაწყებული საქმე დაასრულოთ. შესყიდვები ყურადღებით დაგეგმეთ და ფულს ტყუილად ნუ გადაყრით. ნათესავები ფინანსური მდგომარეობის გამოსწორებაში დაგეხმარებიან. ეცადეთ, თავი აარიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, რადგან არსებობს ინფიცირების რისკი.
კირჩხიბი
მიწერეთ სასიყვარულო გზავნილი ან ლექსი მიუძღვენით — ძვირფას ადამიანს ყურადღების ასეთი ნიშანი ძალიან მოეწონება. მალე ძველი წყენა დავიწყებას მიეცემა და ოჯახური ურთიერთობები მოწესრიგდება. მიუხედავად ამისა, ვარსკვლავები გირჩევენ, ფინანსურ საკითხებში მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ და მეორე ნახევართან შეთანხმების გარეშე ძვირად ღირებული ნივთები არ შეიძინოთ. გირჩევთ, პროფესიული უნარების განვითარებას მეტი ყურადღება დაუთმოთ. მალე გარემოებები თქვენ სასარგებლოდ აეწყობა, ეცადეთ, ეს იღბლიანი მომენტი ხელიდან არ გაუშვათ! ვარსკვლავები გირჩევენ, ჯდომის სტილს მეტი ყურადღება მიაქციოთ — ფეხის ფეხზე გადადება სისხლის მიმოქცევისა და ხერხემლისთვის საზიანოა.
ლომი
თუ მეწყვილეს აქტიურად ეძებთ, ვარსკვლავები გირჩევენ, ახლო გარემოცვას დააკვირდეთ. ხანდახან ბედნიერება იქაა, სადაც ყველაზე ნაკლებად ელით. ნებისყოფა და სიმშვიდე ნებისმიერ სირთულესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს ბევრი ახალი საქმიანი კონტაქტი გამოჩნდება. ზოგ ლომს სამსახურის შეცვლის ან საკუთარი საქმის წამოწყების სურვილი გაუჩნდება. თუ გახდომაზე ოცნებობთ, დღეს ოცნებასთან მიახლოების კარგი შანსი გაქვთ — შეგიძლიათ დიეტა დაიწყოთ ან სპორტული ტანვარჯიშით დაკავდეთ, წონა სწრაფად დაიკლებს.
ქალწული
იმისთვის, რომ ცხოვრება ერთფეროვანი და მოსაწყენი არ მოგეჩვენოთ, ვარსკვლავები გირჩევენ, თვითგანვითარებას მეტი დრო დაუთმოთ. მარსისა და სატურნის ასპექტი მიუთითებს, რომ სამსახურში დაწინაურების შანსი გაქვთ. დაფიქრდით, რით შეიძლება ხელმძღვანელობის კეთილგანწყობა მოიპოვოთ? ამჟამად ბიზნესმენებმა სარისკო გარიგებებისა და ახალი წამოწყებებისგან თავი უნდა შეიკავონ. გადაწყვეტილების მიღებამდე ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ ვითარება გაითვალისწინეთ, რადგან თქვენი მომხმარებლების რაოდენობა სწორედ ამაზეა დამოკიდებული. მიიღეთ ცვლილებები და ცხოვრების დინებას ნუ შეეწინააღმდეგებით. დღეიდან საყვარწლ ადამიანთან თქვენი კავშირი კიდევ უფრო განმტკიცდება.
სასწორი
ეს პერიოდი რომანტიკისთვის არ გამოდგება — დასუსტებული ვენერა და აგრესიული მარსი სკანდალებისა და აგრესიის ატმოსფეროს შექმნის. ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა ოჯახური კონფლიქტი გამოიწვიოს. ნუ დაგავიწყდებათ რჩევის კითხვა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ძვირად ღირებულ შენაძენს ეხება. მოემზადეთ სამსახურში დიდი დატვირთვისთვის და ეცადეთ, მოვალეობების ნაწილი სხვას გადააბაროთ. შესაძლოა, დღეს გაგიმართლოთ და ის პრობლემები მოაგვაროთ, რომლებიც ბოლო დღეებში მოსვენებას არ გაძლევთ. ეს დღე იდეალურია ნებისმიერი ფიზიკური აქტივობისთვის. ეცადეთ, დაგროვილი ენერგია გარეთ გამოუშვათ!
მორიელი
ყველა თვალსაზრისით მშვიდი დღეა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც სიყვარულში ბედნიერია. პლანეტები მიანიშნებენ, რომ საფრთხე სოციალურ ფაქტორებთანაა დაკავშირებული. თავი შეიკავეთ გარშემომყოფების კრიტიკისგან, თორემ დაპირისპირებას ვერ აიცილებთ. ხელმძღვანელი თქვენს მონდომებას მოიწონებს. შესაძლოა, მან ფინანსურად დაგაჯილდოოთ და სერიოზული საქმე მოგანდოთ. ახალი საქმიანობა შემოსავლის დამატებით წყაროდ იქცევა. ნუ წამოიწყებთ საქმეს, რომელიც დიდ ენერგიას მოითხოვს და ეცადეთ, ეს პერიოდი მაქსიმალურად პასიურად გაატაროთ.
მშვილდოსანი
საქმეში ჩართულობა შინაგანი არასტაბილურობის დაძლევაში დაგეხმარებათ. ასტროლოგები გირჩევენ, გარშემომყოფებთან მეტი იკონტაქტოთ და ახალი ნაცნობობა დაამყაროთ. ნუ აჰყვებით ნეგატიურ ემოციებს და თქვენს სახლში მალე ისევ ჰარმონია დაისადგურებს. თქვენი პროფესიული ენერგია იმ სფეროსკენ მიმართეთ, სადაც პასუხისმგებლობის აღება არ გაშინებთ. იყავით მისაბაძი მაგალითი სხვებისთვის, მაგრამ მათზე ზეწოლას ნუ ეცდებით — ეს მხოლოდ უკმაყოფილებას გამოიწვევს. უახლოეს მომავალში მოსალოდნელია მატერიალური მდგომარეობის მცირედი გაუარესება. ნუ ინერვიულებთ — ეს დიდხანს არ გაგრძელდება! მანამდე კი ხარჯები მინიმუმამდე შეამცირეთ.
თხის რქა
პირად ცხოვრებაში ცვლილებებს ნუ ელით — ურთიერთობები ძველებურად გაგრძელდება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი ზრუნვა და ყურადღება გამოიჩინოთ და თუნდაც მცირედი საჩუქარი გაახაროთ. უახლოეს დღეებში კოლეგებისგან, ნაცნობებისა და მეგობრებისგან ბევრ საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ და არჩევანის გაკეთება გაგიჭირდებათ. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯები, ამიტომ ფული უსარგებლო ნივთებში არ უნდა დახარჯოთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება ფინანსურ ოპერაციებში წარმატებას გპირდებათ.
მერწყული
თუ ახლახან საყვარელ ადამიანს დაშორდით, სჯობს სამსახურის შემდეგ მაღაზიებში გაიაროთ — შოპინგი გულისტკივილის საუკეთესო წამალია. ეს დღე არჩევანისა და მიზნის მიღწევის სიმბოლოა. პროფესიული საქმეები ყურადღების კონცენტრაციას, დისციპლინასა და ორგანიზებულობას მოითხოვს. ახლა თქვენზე პლუტონი ახდენს გავლენას, რაც შესაძლოა ნეგატიურ შედეგებში გამოიხატოს. თუ რამე გეგმები გაქვთ, ფრთხილად იყავით — თქვენი გარემოცვის შურიანმა ადამიანებმა შეიძლება მათ განხორციელებას ხელი შეუშალონ. ხელსაყრელი დროა დიეტის დასაწყებად, რომელიც სწრაფ და თვალსაჩინო შედეგს გამოიღებს.
თევზები
საერთო გეგმების განხილვისას ეცადეთ მეტი ინიციატივა გამოიჩინოთ. უფროს თაობაზე ზრუნვას ნუ დაივიწყებთ — ერთი სატელეფონო ზარი და უბრალო ყურადღება თქვენს მშობლებს განწყობას აუმაღლებს. ნუ აჰყვებით წამიერ იმპულსებს და გაუთვალისწინებელ ხარჯებს მოერიდეთ. ამ დღეს სატურნი თქვენზე უარყოფითად იმოქმედებს, თუმცა დიდი ხნის წინ დაგეგმილი ოპერაცია ან სხვა სამედიცინო პროცედურა წარმატებით დასრულდება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან