დღის ჰოროსკოპი

12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 ოთხ. 11 მარტი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს ხალხმრავალ ადგილზე სასიამოვნო ნაცნობობა გელით, ამიტომ სახლში გამოკეტვაზე არ იფიქროთ. თუ ოჯახის წევრებთან ურთიერთობა დაიძაბა, შეეცადეთ, კომპრომისი დროულად იპოვოთ.

ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ შეიძლება სახლშიც და სამსახურშიც დიდი უსიამოვნოება მოგიტანოთ. სანამ მოქმედებას დაწყებთ, საჭირო ინფორმაცია მოაგროვეთ და რჩევა გამოცდილ კოლეგებს სთხოვეთ. კარგი დღეა შოპინგისა და გარდერობის გაახლებისთვის.

იმაზე მეტ ვალდებულებას ნუ აიღებთ, ვიდრე გამკლავება შეგიძლიათ და ნუ გადაიღლებით - მაინც არ დაგიფასდებათ.

კურო

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თავისუფალი დრო ახლობლების წრეში, მშვიდ დასვენებას დაუთმოთ, სოციალურ ქსელებსა და ფორუმებს კი უმჯობესია, მოერიდოთ. ხელსაყრელი დღეა საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისა და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისთვის. ამ დღეს უჩვეულოდ ადვილად მიაღწევთ იმას, რაც ადრე მიუწვდომელი გეგონათ.

უფრთხილდით თაღლითებს, განსაკუთრებით შორ გზაზე მგზავრობისას. გარემოებები შეიძლება თქვენს საწინააღმდეგოდ განვითარდეს და ფულის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგოთ. თუ ქრონიკული დაავადების სიმპტომები პერიოდულად თავს გახსენებთ, ექიმს მიმართეთ, თორემ შესაძლოა უფრო სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ.

ტყუპები

შესანიშნავად გამოიყურებით, აქტიური და მხიარული ხართ, რაც ახალი ადამიანების გაცნობაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ შერიგება საკუთარ პრინციპებზე უარის თქმას არ ნიშნავს. სხვისი მოსმენისა და პატიების უნარი ოჯახში ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს შექმნის. შესაძლოა, შუადღეს უსიამოვნო სიახლე გაიგოთ, რაც თქვენს დაგეგმილ საქმეებზე გავლენას მოახდენს.

გირჩევთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში დაასრულოთ, რადგან ნაშუადღევს იღბალი მოიკლებს. ფინანსური თვალსაზრისით დიდ წარმატებას ნუ ელოდებით - ასტროლოგიური პროგნოზი გირჩევთ, რომ ხარჯები ზედმიწევნით დაგეგმოთ. ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, რაც შემოქმედებითი და აქტიური საქმიანობისთვის კარგ პირობებს ქმნის.

ამ დღეს ფიზიკურ მდგომარეობას მეტი ყურადღება მიაქციეთ — სუფთა ჰაერზე მარტივი ვარჯიშები გუნება-განწყობას გაგიუმჯობესებთ.

კირჩხიბი

თუ მარტოხელა ხართ, მალე შეიძლება სიყვარულისგან თავი დაკარგოთ! მოზღვავებული გრძნობა უეცარი და ძალიან ძლიერი იქნება და სამყაროს ახალ ფერებში დაგანახვებთ. დაოჯახებული კირჩხიბების ცხოვრებაში ჩამოწოლილი ღრუბლები, ბოლოს და ბოლოს, გაიფანტება და მათ ადგილს უღრუბლო ზეცა დაიკავებს.

სამსახურში ექსპერიმენტებს ნუ ჩაატარებთ და სარისკო ნაბიჯებს ერიდეთ, რისკენაც თქვენივე ხასიათი გიბიძგებთ - უმჯობესია, კარგად გამოცდილი ხერხებით იმოქმედოთ. ხელსაყრელი დღეა ფინანსური საქმიანობისთვის - ინვესტიციები მომავალში სოლიდურ მოგებას მოგიტანთ.

შესაძლოა ქრონიკულმა დაავადებებმა თავი შეგახსენოთ. ლოდინით პრობლემა არ მოგვარდება, ამიტომ ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ.

ლომი

ამ დღეს ახლობელ ადამიანთან დაპირისპირება მოგიწევთ. ამის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ, სახლის ინტერიერი შეცვალოთ ან დიდი დასუფთავება მოაწყოთ. შემოქმედებითი პროფესიის ქალბატონები საკუთარი უნარების წარმოჩენას და ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებენ. საკუთარ გამორჩენაზე ფიქრში შეიძლება რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოგეპაროთ და ყურადღებით იყავით. გარშემომყოფებთან ურთიერთობაში შეიძლება სირთულეები გაჩნდეს, თუმცა თუ ფრთხილად და გონივრულად იმოქმედებთ, პრობლემებს მოაგვარებთ.

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ემოციები აკონტროლოთ და ახლობლის თხოვნა უყურადღებოდ არ დატოვოთ. შეეცადეთ ამ დღეებში უარი თქვათ ყველაფერზე, რაც ორგანიზმს ვნებს, განსაკუთრებით კი — ალკოჰოლურ სასმელებზე. სიზმრები, რომლებსაც ამაღამ ნახავთ შეიძლება წინასწარმეტყველური აღმოჩნდეს.

ქალწული

შესაძლოა, რომანტიკული ურთიერთობისგან იმაზე მეტს ელოდით, ვიდრე მიიღეთ, თუმცა, იღბალი მაინც გაგიღიმებთ. პრობლემები, რომლებიც ბოლო დროს სამსახურში ან ოჯახურ ურთიერთობებში გქონდათ, საბოლოოდ მოგვარდება. დასვენების იმედი ნუ გექნებათ — ამ დღეს უამრავი საქმის კეთება მოგიწევთ! სამაგიეროდ, გაწეული ძალისხმევა ღირსეულად დაფასდება.

არ მოდუნდეთ, იმოქმედეთ და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების თუ ავტორიტეტის ამაღლების შანსი ხელიდან არ გაუშვათ. მოჭარბებულმა ემოციებმა შეიძლება სისხლძარღვების სპაზმი და შედეგად, ძლიერი შაკიკი გამოიწვიოს.

სასწორი

ოთხ კედელში ნუ ჩაიკეტებით, ბედისწერას თქვენი პოვნის შანსი მიეცით - სავარაუდოდ, სიყვარულს ხალხმრავალ წვეულებაზე იპოვით. სამსახურში შესაძლოა კოლეგებთან ურთიერთობა დაიძაბოს. კონფლიქტის მიზეზი სავარაუდოდ, პრემიების არათანაბარი განაწილება გახდება.

ფინანსურ საქმეებში სრული წესრიგია, თუმცა თუ დიდ გარიგებას ან მსხვილ შენაძენს გეგმავთ, შეეცადეთ ეს მომდევნო კვირის განმავლობაში გააკეთოთ. საღამოს საათებში განმარტოება და გარე სამყაროსგან დროებით დისტანცირება გჭირდებათ.

მორიელი

ახლახან დაწყებული რომანი შესაძლოა, დიდი იმედგაცრუებით დასრულდეს. ადამიანი, რომელიც შეგიყვარდათ, ის არ აღმოჩნდა, ვინც გეგონათ.

თავს ნუ დაიდანაშაულებთ, თუ დაწყებული საქმის დასრულებას ვერ ახერხებთ — ამჟამად ვარსკვლავების განლაგება თქვენი ნიშნისთვის არახელსაყრელია. მოერიდეთ ხელშეკრულებებზე და ფინანსურ საბუთებზე ხელის მოწერას — არსებობს რისკი, რომ ხელი წამგებიან კონტრაქტზე მოაწეროთ.

სავსებით შესაძლებელია, რომ დღეს შემოსავლის საქმიანობის სფეროს შეცვლის პერსპექტივა დაინახოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახლობლების რჩევებზე მეტად საკუთარ ინტუიციას ენდოთ. უძილობისგან შესაძლოა თავის ტკივილებმა შეგაწუხოთ. გირჩევთ ძილის რეჟიმი მოაწესრიგოთ და დასვენებას მეტი დრო დაუთმოთ.

მშვილდოსანი

თავს მარტოსულად გრძნობთ და სევდიანი მოგონებები მუშაობაში ხელს გიშლით. საკუთარ ფიქრებს ახლობლებს ნუ დაუმალავთ. თქვენ გვერდით ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც ხელს შეგაშველებენ. სირთულეების მიუხედავად, ბევრი თქვენგანი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეძლებს — სავარაუდოდ, საინტერესო შეკვეთები ან დამატებითი სამუშაო გამოგიჩნდებათ.

აღიარეთ, რომ ცხოვრებაში ფულზე მნიშვნელოვანი საკითხებიც არსებობს, თორემ შეიძლება ახლობლებთან ურთიერთობაში პრობლემები შეგექმნათ. ზომიერი ფიზიკური აქტივობა დილის ან საღამოს საათებში თქვენს განწყობას და ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

თხის რქა

ამ დღეს ხანმოკლე გატაცება გელით, რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ. ნათესავებთან და მეგობრებთან საუბრისას მაქსიმალურად ფრთხილი და წინდახედული უნდა იყოთ — აზრთა სხვადასხვაობამ შეიძლება კამათი და დაპირისპირება გამოიწვიოს.

ხელსაყრელი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისა და უფროსობასთან გასაუბრებისთვის. ნაჩქარევი დასკვნები და დაუფიქრებლად მიღებული გადაწყვეტილებები იმედგაცრუების გარდა არაფერს მოგიტანთ. თავი შეიკავეთ ორაზროვანი საუბრისგან, რამაც შეიძლება გაუგებრობა გამოიწვიოს.

მერწყული

ამ დღეს მოსალოდნელია საყოფაცხოვრებო პრობლემები, მაგრამ ყველაფერი გააკეთეთ, რომ ოჯახში სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ზოგჯერ თვითრეკლამა საუკეთესო საშუალებაა მიზნების მისაღწევად, მაგალითად, კარიერული ზრდის ან ხელსაყრელი კონტრაქტისთვის.

სავარაუდოდ, საშუალება გექნებათ, რომ მშვიდობა დაამყაროთ მათთან, ვინც ოდესღაც გაწყენინათ და მნიშვნელოვანი ურთიერთობები აღადგინოთ. დღეს სატურნი თქვენზე უარყოფითად მოქმედებს, ამიტომ ყურადღება არ მოადუნოთ. თავშეკავება გამოიჩინეთ, ზედმეტ აქტიურობას ნუ ეცდებით და მოვლენებს ნუ დააჩქარებთ.

თევზები

თუ გრძნობთ, რომ ახლობელ ადამიანთან თქვენი ურთიერთობა ჩიხში შევიდა, სანამ დაშორებას გადაწყვეტთ, ეცადეთ მოსალოდნელი შედეგები კარგად გათვალოთ.

ამ დღეს შეიძლება ხელმძღვანელობამ შეიძლება მივლინებაში გაგიშვათ. წარმატებული მისია სამსახურში თქვენს ავტორიტეტს განამტკიცებს და მომავალში ახალი კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ.

დახარჯულ ენერგიას აღდგენა სჭირდება — თქვენი ორგანიზმი რკინის არ არის და მუდმივად ვერ იმუშავებს. ახლა დასვენების დროა, პირველ რიგში კი კარგად გამოძინება გჭირდებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge