დღის ჰოროსკოპი

12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:51 ოთხ. 11 სექტემბერი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს მოგიწევთ, სამუშაო საკითხებს მეტი დრო დაუთმოთ. ოჯახურ ურთიერთობებში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც თქვენს სტატუსს შეცვლის. საზეიმო განწყობის მიუხედავად, ალკოჰოლური სასმელების მისაღებად არახელსაყრელი დღეა. გირჩევთ საბუთები ყურადღებით შეამოწმოთ. კოლეგებთან ურთიერთობა რთული საქმის წარმატებით დასრულებაში და დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

კურო

დღეს ზოგ კუროს მეგობარზე აზრის შეცვლა მოუწევს. სავარაუდოდ, იმედგაცრუებული დარჩებით, თუმცა შეიძლება ვარდისფერი სათვალე მოირგოთ და არაფერი შეიმჩნიოთ. კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისა და მსოფლმხედველობის გაფართოებისთვის, ამიტომ, შეგიძლიათ საინტერესო ღონისძიებაზე დასწრება დაგეგმოთ. ვიღაც შეეცდება თქვენი სიკეთით ისარგებლოს და საკუთარი პასუხისმგებლობა გადმოგაბაროთ. ნუ მისცემთ გარშემო მყოფებს თქვენით მანიპულირების საშუალებას.

ტყუპები

ამ დღეს დაპირებებს არ უნდა ენდოთ და არც თავად უნდა დაჰპირდეთ იმას, რასაც ვერ შეასრულებთ. სამსახურში მოსალოდნელია ცვლილებები. შეიძლება რაღაც ჭორი ან ვიღაცის საიდუმლო გაიგოთ, რომელიც არ მოგეწონებათ. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის უფროსი წევრების ჯანმრთელობას. დროა, პროფილაქტიკური გამოკვლევა დაგეგმოთ. იყავით ფრთხილად ფულის ხარჯვის და ფინანსური ტრანზაქციების დროს - ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება.

კირჩხიბი

დღეს პირველ ადგილზე ადამიანებთან ურთიერთობაა. ვიღაც ეცდება, რომ თავი მოგაწონოთ, ვიღაცას კი თქვენი მოტყუება სურს, ამიტომ უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. არახელსაყრელი დღეა ძვირად ღირებული ნივთების შეძენის, საქმიანი დისკუსიების ან მოლაპარაკებებისთვის. საუბრის დროს შეიძლება იგრძნოთ, რომ მოწინააღმდეგე რაღაცას გიმალავთ.

ლომი

ამ დღეს ლომს ჩვეულებრივზე მეტი სამუშაო აქვს. ძირითადად, ეს მარტივი, მაგრამ აუცილებელი სამუშაოა. პლანეტების განლაგება და ოპტიმიზმი დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დროა ექიმთან ვიზიტისა და პრევენციული მკურნალობის დაწყებისთვის. მოერიდეთ გადაღლას. გირჩევთ, საღამოს სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ ან იოგით დაკავდეთ.

ქალწული

ერთი მხრივ, ეს დღე რომანტიკულ განწყობას ქმნის, მაგრამ, მეორე მხრივ, ზოგისთვის შეიძლება ის იმედგაცრუებით დასრულდეს. სტაბილურ წყვილებს არაფერი ემუქრებათ, ასე რომ, შეგიძლიათ სადმე წახვიდეთ და განიტვირთოთ. ყურადღება მიაქციეთ შვილების ქცევას და დარწმუნდით, რომ რაღაც მნიშვნელოვანს არ გიმალავენ. გახსოვდეთ, რომ რაც შეიძლება მეტის და რაც შეიძლება სწრაფად კეთების სურვილმა შეიძლება ბევრი შეცდომა დაგაშვებინოთ.

სასწორი

ცდილობთ სახლსა და სამსახურს შორის დრო თანაბრად გაანაწილოთ. ეს დღე საშუალებას მოგცემთ, რომ პროფესიულ მოვალეობებს სწრაფად გაუმკლავდეთ და საქმეებისთვის, რომლებიც სიამოვნებას განიჭებთ, საკმარისი დრო დაგრჩეთ. ეცადეთ საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მორიელი

აქტიური დღეა - ბევრი შეხვედრა, ახალი ნაცნობობა და მოძრაობა გელით. მოემზადეთ იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანები ძველ წყენას გაიხსენებენ და საყვედურებით აგავსებენ. ხელსაყრელი დღეა ინტელექტუალური მუშაობისთვის - დროა, რაღაც ახალი ისწავლოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სესხის აღებას მოერიდოთ და სასურველი ნივთის შესაძენად ფულის დაგროვება დაიწყოთ.

მშვილდოსანი

გირჩევთ, ეს დღე საკუთარ თავს დაუთმოთ. შეგიძლიათ სილამაზის სალონში წახვიდეთ ან მეგობრებს შეხვდეთ და გაერთოთ. ზოგი მშვილდოსანი ფინანსურ საკითხებს მოაგვარებს. მოერიდეთ ბანკებთან და სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობას. გადაღლამ შეიძლება მოულოდნელი პრობლემები გამიწვიოს, ამიტომ ხშირად დაისვენეთ და განტვირთვის საათები მოაწყვეთ.

თხის რქა

გირჩევთ, ცოტა ხნით სხვების პრობლემები დაივიწყოთ და საკუთარს მიხედოთ. გახსოვდეს, რომ საყვარელი ადამიანების გარდა, საკუთარი თავიც გყავთ. თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ, ექიმთან შეხვედრა უნდა დანიშნოთ. ვარსკვლავები მნიშვნელოვან შეხვედრას ან მოულოდნელ შემოსავალს გპირდებიან.

მერწყული

ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჯანმრთელობას. სასურველია, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და ექიმთან კონსულტაციაზე ჩაეწეროთ. თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები არ გაწუხებთ, მაშინ სპორტული ვარჯიშებით დაკავდით ან ბევრი ისეირნეთ. მნიშვნელოვანია, რომ მძიმე დატვირთვას მოერიდოთ და საღამოს კარგად დაისვენოთ.

თევზები

კარგი დღეა მეგობრებთან შეხვედრებისა და სოციალურ ღონისძიებებზე დასწრებისთვის. შეიძლება საინტერესო ადამიანს შეხვდეთ. დღის მეორე ნახევარში ბავშვებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. ამ დღეს ნებისმიერი ურთიერთობა სასარგებლო იქნება - ღირებულ რჩევას ან ავტორიტეტულ აზრს მოისმენთ, რომელიც სამომავლოდ გამოგადგებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge