დღის ჰოროსკოპი

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:16 პარ. 16 აპრილი, 2021 წელი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

კომერციული თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა, როდესაც შესაძლებელია ნებისმიერი იდეის, გეგმისა და წამოწყების განხორციელება შეძლოთ. კარგად გააზრებული და დაგეგმილი მოქმედებები წარმატებას მოგიტანთ. არ არის გამორიცხული დაპირისპირება ოპონენტებთან და კოლეგებთან. არ ინერვიულოთ, როგორც სხვა საკითხებში, ამ მიმართულებითაც წარმატება გელით.

კურო

ამ დღეს ვარსკვლავები განმარტოებას და მთელი ყურადღების სულიერ საკითხებზე გადატანას გირჩევენ. ფინანსურ სფეროში წარმატებისთვის დიდი დრო და ძალისხმევა დაგჭირდებათ. გირჩევთ კონტაქტები შეამციროთ - მოსალოდნელია უარყოფითი გავლენა, რაც შეცდომებსა და ფინანსურ ზარალს გამოიწვევს. საყვარელი ადამიანი აუხსნელი შფოთის, დაღლილობის ან ნერვული სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

ტყუპები

თავი შეიკავეთ პროფესიული საქმიანობის სფეროში აქტიურობისგან. განწყობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის უმიზეზო ცვლილებებმა შეიძლება მიზნის მიღწევა გაართულოს ან გარშემო მყოფ ადამიანებთან კონფლიქტი გამოიწვიოს. ფინანსური წარმატებისთვის დიდი დრო და ძალისხმევა დაგჭირდებათ, თუმცა შედეგი მოლოდინს არ გაამართლებს.

კირჩხიბი

სავარაუდოდ, ამ დღეს მომხდარი დიდხანს დაგამახსოვრდებათ. არაფრის შეგეშინდეთ, რადგან ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან. უმჯობესია მთელი ენერგია მუშაობისკენ მიმართოთ და აუცილებლად წარმატებას მიაღწევთ. ახლობელი ადამიანი აუხსნელი შფოთვისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

ლომი

ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი, სექსუალურობა და პიროვნული ხიბლი მაღალ დონეზეა. ვარსკვლავების განლაგება კომერციულ ოპერაციებში წარმატებას გპირდებათ - ყველა იდეისა და გეგმის განხორციელება შესაძლებელია. ხელმძღვანელების შექება და კეთილგანწყობა გაიძულებთ პრობლემების გადაჭრის უჩვეულო გზები და საქმის მიმართ არატრადიციული მიდგომა მოძებნოთ.

ქალწული

ბრძოლისა და დაპირისპირების დღეა. სამსახურში მცირე სირთულეები და, სავარაუდოდ, კოლეგებთან დაპირისპირება გელით. სიფრთხილე გამოიჩინეთ ქუჩის გადაკვეთისას. ერიდეთ ტრავმებს და უბედურ შემთხვევებს. იძულებული იქნებით, თქვენთვის უინტერესო საქმე აკეთოთ. თქვენს ცხოვრებაში შემოსული ახალი ადამიანები ახალ იდეებს მოგაწვდიან და ახალ შესაძლებლობებს დაგანახვებენ.

სასწორი

დაძაბული დღეა. ფინანსურ სფეროში წარმატებას დიდი დრო, ფული და ენერგია დასჭირდება. პრობლემების მოგვარებაში მხოლოდ დროული რეაქცია დაგეხმარებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, განწყობის მკვეთრ ცვლილება და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გელით.

მორიელი

ამ დღეს განსაკუთრებული მიღწევებისა და წარმატების იმედი არ უნდა გქონდეთ. ეცადეთ მიმდინარე საქმეები მშვიდად აკეთოთ და მიღწეულ პოზიციებზე გამაგრდეთ. კვირის ბოლოს მოსალოდნელია ფინანსური კრიზისი. არ მიიღოთ შეთავაზება იოლი ფულის შოვნაზე. ეს კოლეგებისა და უფროსების თვალში თქვენს ავტორიტეტს გაზრდის.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ პროფესიული საქმიანობის სფეროში აქტიურობას ერიდოთ - ნებისმიერი საქმე დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა შედეგი თქვენს მოლოდინს არ დააკმაყოფილებს. არ არის გამორიცხული განწყობის მოულოდნელი ცვლილება, რამაც შეიძლება, გარშემო მყოფ ადამიანებთან კონფლიქტი გამოიწვიოს.

თხის რქა

ბრძოლისა და დაპირისპირების დღეა. ბედი თქვენს სიმტკიცეს გამოცდას მოუწყობს. საქმე, რომელსაც იძულებით აკეთებთ, უპერსპექტივო იქნება. სამსახურში მოსალოდნელია მცირე სირთულეები და კოლეგებთან დაპირისპირება. თავი შეიკავეთ ნაჩქარევი დაპირებების გაცემისგან.

მერწყული

საკმაოდ შფოთიანი დღეა. თავი შეიკავეთ ისეთი საქმისგან, რომელიც ყურადღებას მოითხოვს. გირჩევთ, თქვენი იდეები და გეგმები საიდუმლოდ შეინახოთ - არაკეთილმოსურნე ადამიანების ინტრიგებმა შეიძლება ხელი შეგიშალოთ. პრობლემებზე დროული რეაგირება რთული სიტუაციის დაძლევაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ ხმაურიან კამპანიებს და ალკოჰოლურ სასმელებს.

თევზები

დაძაბული დღე გელით. ეცადეთ, უხეშობის და ბრაზისგან თავი შეიკავოთ. თქვენი გეგმების შესახებ არავის უამბოთ, რადგან შეიძლება, ბოროტი ადამიანების ყურადღება მიიპყროთ. ნუ მიიღებთ მარტივ შემოსავალთან დაკავშირებულ წინადადებას. გირჩევთ, მეზობლებთან ურთიერთობას გადახედოთ. ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობას.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

27 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge