დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

funtime

23:42 სამ. 16 თებერვალი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge
14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. ძარცვის ან წარუმატებელი შენაძენის გამო მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალის რისკი. მოერიდეთ უცხო ადამიანებთან კონფლიქტს. თქვენმა სიმამაცემ და თავდადებამ შეიძლება დაგაზარალოთ.

კურო

ამ დღეს თქვენი ინტელექტუალური და სულიერი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას შეძლებთ. დღეს რა საქმესაც არ უნდა მოკიდოთ ხელი, ყველაფერში წარმატება გელით. უბრალოდ, უნდა ერიდოთ საქმეს, რომელიც დიდ ფიზიკურ ძალას მოითხოვს. ვარსკვლავები გაფრთხილებენ მოსალოდნელი ტრამვის ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა პრობლემების შესახებ. თუ შესაძლებელია, ეცადეთ, საღამო სადმე სახლის გარეთ, სტუმრად მეგობრებთან ან ნათესავებთან გაატაროთ.

ტყუპები

ტყუპ ქალებს პიროვნული მომხიბვლელობა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებების გადალახვაში დაეხმარება. ამ დღეს ისინი შეძლებენ, მაქსიმალურად გაზარდონ თავიანთი ინტელექტუალური და სულიერი პოტენციალი, თუმცა ფიზიკურ დატვირთვას უნდა ერიდონ. მამაკაც ტყუპებს ვარსკვლავები მოსალოდნელი ტრამვის ან ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ აფრთხილებენ.

კირჩხიბი

სავარაუდოდ, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება გელით. არ არის გამორიცხული, რომ ადრე დადებულმა გარიგებებმა სოლიდური შემოსავალი მოგიტანოთ. არ შეეჭიდოთ საქმეს, რომელიც კარგად არ იცით.

ლომი

ყოველმხრივ კარგი დღეა. სამსახურის ხელმძღვანელი ან ბიზნესპარტნიორი შრომისმოყვარეობისა და ეფექტურობისთვის მადლობას გიხდიან. ხელსაყრელი დღეა დაწყებული საქმეების დასრულების, განვლილი გზის ანალიზისა და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვის.

ქალწული

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა, რომელსაც ცდუნებები, ტყუილები და ბნელი ვნებები ახლავს. თქვენი ფინანსური მდგომარეობა, სავარაუდოდ, გარკვეულწილად გაუარესდება. შესაძლოა, ეს ძვირფასი ნივთის დაკარგვას ან ძველ ვალებს უკავშირდება. ფრთხილად იყავით - არსებობს ხანძრის ან უცხო ადამიანებთან კონფლიქტის საფრთხე. სასიყვარულო ურთიერთობაში მოსალოდნელია განხეთქილება. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, ახლა დაშორდებით თუ ცოტა მოგვიანებით.

სასწორი

გაზრდილი მომხიბვლელობა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარებათ. ახალი იდეების წყალობით შემოსავლის ახალი წყაროების მოძიებას შეძლებთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უსიამოვნო ამბავი ან ჯანმრთელობის გაუარესება. ქრონიკული დაავადებების გამწვავება არასწორი სტრატეგიის შედეგია.

მორიელი

წინა დღის პოზიტიური ტენდენციები ამ დღეზეც აისახება და ხელსაყრელ გავლენას მოახდენს. შესანიშნავ ხასიათზე ხართ და ის, რაც გუშინ საგანგაშოდ გეჩვენებოდათ, სრულიად აღარ გაღელვებთ. თუ თქვენს მკაცრ და ხისტ ხასიათს შეარბილებთ, ახლობელ ადამიანებს გააბედნიერებთ და უამრავ ახალ მეგობარს შეიძენთ. დააფასეთ ის, რაც გაქვთ და ისიამოვნეთ ყოველი წუთით.

მშვილდოსანი

ნაჩქარევად მიღებულმა გადაწყვეტილებებმა და ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთების სურვილმა შეიძლება შეცდომები და ნერვულობა გამოიწვიოს. მოსალოდნელია უსიამოვნო სიახლე, რომელიც გეგმების შეცვლას გაიძულებთ. მერკურის რეგრესიული მოძრაობა უარყოფითად აისახება ფინანსურ საქმეებზე - მოულოდნელი პრობლემა თქვენს ყველა წამოწყებას დააბრკოლებს. მატერიალური ზარალის თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ, საქმიანი აქტიურობა შეამციროთ.

თხის რქა

ფრთხილად იყავით - ამ დღეს მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება, ამიტომ გირჩევთ, პროფილაქტიკურ ზომებს მიმართოთ და დიეტა დაიცვათ. ცხენი სიზმარში ცუდი ნიშანია.

მერწყული

ამ დღეს იწყება გონებისა და გრძნობების ჰარმონიის პერიოდი. პლანეტები ყველა ჩანაფიქრის განხორციელებაში გეხმარებიან. ძლიერი ასტროლოგიური პროცესები მრავალი მერწყულის პირად ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს. სიყვარულით ტკობა და შემოქმედებით გამოწვეული სიხარული გელით. დიდი სიყვარული, სავარაუდოდ, ქორწინებით დაგვირგვინდება.

თევზი

ეს დღე შინაგან თავისუფლებას განასახიერებს. წარმატება ელით მშვიდი ბუნების თევზებს, რომლებმაც იციან, როგორ მართონ ემოციები და ცხოვრების ნებისმიერ პირობებს მოერგონ, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეცადეთ, დამოკიდებულებისგან გათავისუფლდეთ. დღის პირველ ნახევარში ბიზნესში წარმატება შეიძლება აპათიამ და სიზარმაცემ შეაფერხოს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge