დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:02 პარ. 19 თებერვალი, 2021 წელი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

არახელსაყრელი, კრიტიკული დღეა. ვარსკვლავები გირჩევენ თავშეკავებას, ცდუნებასთან გამკლავებას და კონტაქტების შეზღუდვას - პირად ცხოვრებაში, მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები. ერიდეთ სარისკო საქმეებში ჩართვას და ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.

კურო

დღის პირველ ნახევარში ვარსკვლავები წარმატებას გპირდებიან. შეგიძლიათ, სამუშაოს შეცვლაზე ან ახალი პარტნიორების მოძებნაზე იფიქროთ. არსებობს ქრონიკული დაავადებების გამწვავების საფრთხე, ამიტომ ფიზიკურ დატვირთვას და გაუმართლებელ რისკს უნდა ერიდოთ. გირჩევთ, მხოლოდ საკუთარ თავს ნუ დაეყრდნობით - ახლობელი ადამიანების დახმარება შეიძლება ძალიან დროული იყოს.

ტყუპები

სიტუაციის არასწორი შეფასების გამო მოსალოდნელია შეცდომა და განწყობის უეცარი შეცვლა. ორიგინალობისა და ექსტრავაგანტობის მოყვარულებს ვურჩევთ, ინდივიდუალობის გამოხატვის სურვილი ცოტა ხნით დაიცხრონ. მოსალოდნელია პარტნიორებთან კონფლიქტი. ვარსკვლავები წარმატებას მხოლოდ ბიზნესისა და კომერციის სფეროში დასაქმებულ ტყუპებს ჰპირდებიან.

კირჩხიბი

მოიცილეთ უსაფუვლო ეჭვები და მოერიდეთ ახლობლებთან უმიზეზო ჩხუბს. დღეს ძალიან ბევრი კონფლიქტური სიტუაციაა მოსალოდნელი. ეცადეთ, თავიდან აიცილოთ ურთიერთობის გარკვევა, რადგან ეს უსარგებლო საქმე კარგს არაფერს მოგიტანთ.

ლომი

კრიტიკული დღეა. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია იმედგაცრუება, ნათესავებთან ურთიერთობაში კი სირთულეები. თავი შეიკავეთ აზარტთან და რისკთან დაკავშირებული საქმეებში ჩართვისგან. გამორიცხული არ არის დაზიანებები ან ფინანსური ზარალი.

ქალწული

კრიტიკული დღეა, რომელიც მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობის გართულებას უკავშირდება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რადიკალური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ - თქვენი ნებისმიერი მოქმედება შეიძლება თქვენ წინააღმდეგ შემოტრიალდეს. კარგად დააკვირდით თქვენს გარემოცვას - ვიღაც ცდილობს, მახე დაგიგოთ.

სასწორი

თუ ამ დღეს სიმტკიცის გამოცდა ჩააბარეთ, შეგეძლებათ სამომავლო გეგმებზე იფიქროთ. ოჯახში სულიერ სიმშვიდეს მოიპოვებთ. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის დაგეგმვისა და დასვენებისთვის. ეცადეთ, ბავშვების საჭიროებების შესახებ არ დაივიწყოთ.

მორიელი

შემოქმედებითი აღმავლობის დღეა. თქვენი ენერგია გაორმაგდება და საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას შეძლებთ. ეს დღე პირად ცხოვრებაში საინტერესო მოვლენებს გპირდებათ. ერთადერთი პრობლემა თქვენს ჯანმრთელობასთან იქნება დაკავშირებული. გამაჯანსაღებელი ღონისძიებების კომპლექსი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს თქვენს მდგომარეობას.

მშვილდოსანი

პლანეტების არახელსაყრელი განლაგების გამო შეცდომები და სამუშაოების არასწორი გათვლები გელით. შესაძლებელია განწყობის უეცარი და მოულოდნელი შეცვლა და პარტნიორებთან კონფლიქტი. გულწრფელობა და გულუბრყვილობა ფარული მტრების ინტრიგების ამოცნობაში ხელს შეგიშლით. ეცადეთ, თქვენი სასიყვარულო თავგადასავლები და პირადი ცხოვრება საზოგადოების განხილვის თემად არ აქციოთ, რადგან ამას შეიძლება, პარტნიორთან კონფლიქტი და ეჭვიანობის სცენები მოჰყვეს.

თხის რქა

კრიტიკული დღეა, რომელსაც პირადი ცხოვრების სირთულეები, მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობის გართულებები უკავშირდება. მოულოდნელმა დაბრკოლებამ, რომელიც მტრების ინტრიგებს მოჰყვება, შეიძლება თქვენს საქმეებზე იმოქმედოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რადიკალური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ - თქვენი ნებისმიერი ქმედება შეიძლება თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდეს.

მერწყული

რთული დღეა. მოსალოდნელია მტანჯველი თავის ტკივილი, მოწამვლა და ხანძარი. არ არის გამორიცხული დიდი ფინანსური ზარალი და ქურდობა. არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ ახალი, სარისკო საქმე - ის წამგებიანი აღმოჩნდება. ყველა მგზავრობა და მოგზაურობა გააუქმეთ.

თევზი

წინა დღის უარყოფითი ტენდენციები დღესაც იგრძნობა. მოსალოდნელია სახიფათო სიტუაციები, კატასტროფები და უბედური შემთხვევები. ეცადეთ, ყურადღება არ მოადუნოთ. ნუ ენდობით თქვენზე დამოკიდებულ ადამიანებს და უსმინეთ საკუთარ ინტუიციას. ეცადეთ, თავიდან აიცილოთ დაპირისპირებები, დავები და დისკუსიები.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge