23 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
20:32
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
მოულოდნელი ნაცნობობა და დიდი ხნის სურვილების ასრულება გელით. ამ დღეს თქვენი განწყობა და შინაგანი მდგომარეობა პირდაპირ კავშირშია სახლის სიმყუდროვესთან, ამიტომ დროა, ინტერიერის გალამაზებაზე იზრუნოთ.
სავარაუდოდ, გაჩნდება შანსი, რომ ხელმძღვანელობას თქვენი უნარები და გამოცდილება აჩვენოთ. გირჩევთ, წინასწარ მოემზადოთ, რადგან ამას თქვენს კარიერაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. შესაძლოა, მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ან შეთანხმებას მოაწეროთ ხელი. მშვენიერი დღეა - მოჭარბებული ენერგია მოზღვავება უამრავი საკითხის მოგვარებაში დაგეხმარებათ.
მსუბუქი დიეტა სასარგებლო იქნება და საშუალებას მოგცემთ ორგანიზმი გააჯანსაღოთ.
კურო
ბედი გაძლევთ შანსს, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა საბოლოოდ გაარკვიოთ და ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ უნდა გახადოთ სახლი ოჯახის წევრებისთვის უფრო კომფორტული. კარგი იქნება, თუ ინტერიერში "ფენ-შუის" რამდენიმე ელემენტს შეიტანთ.
მოვლენებით დატვირთული დღეა - ეცადეთ უსარგებლო საუბრებში დრო არ დაკარგოთ. პასუხისმგებლობის გრძნობა კოლეგების პატივისცემას მოგიტანთ. შეგიძლიათ, მათ მცირე საჩუქრითაც ასიამოვნოთ. ვაჭრობის საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ.
ყურადღება მიაქციეთ ჯანსაღ კვებას - ხილი და ბოსტნეული ენერგიით აგავსებთ და განწყობას გაგიუმჯობესებთ.
ტყუპები
ახალი ნაცნობობა შეიძლება იმედგაცრუებით დასრულდეს, ამიტომ ჯერჯერობით ოცნების კოშკებს ნუ ააგებთ. ზოგჯერ სიტუაციას სხვა კუთხიდან უნდა შეხედოთ. ხშირი კამათი მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რომ ერთმანეთის მოსმენა და დათმობა დაგავიწყდათ. ეცადეთ, თქვენი გაზრდილი პოტენციალი გამოიყენოთ და პრინციპულად იმოქმედოთ. თუ მთელ დღეს უქმად გაატარებთ, საღამოს შეიძლება უკმაყოფილების გრძნობამ შეგაწუხოთ. უახლოეს დღეებში შესაძლოა დამატებითი შემოსავლის წყარო გამოჩნდეს.
განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას: აკონტროლეთ წნევა, შეამცირეთ მარილი და ნერვიულობას მოერიდეთ.
კირჩხიბი
დილიდან რომანტიკულ განწყობაზე ხართ. ადამიანი, რომელსაც ბედს დაუკავშირებთ, სადღაც ახლოსაა და მალე ახალი თავგადასავალი დაიწყება. დაივიწყეთ რუტინა და ყოველდღიური საზრუნავი, მოუწყვეთ საკუთარ თავს პატარა დღესასწაული და მყუდრო გარემოში დრო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
სამსახურებრივი საკითხების განხილვისთვის ხელსაყრელი დღეა. ამ დღეს ყურადღებით გისმენენ ის ადამიანებიც კი, ვინც ჩვეულებრივ მხოლოდ საკუთარ თავს უსმენს. მოერიდეთ დაპირებების გაცემას და საკუთარ თავზე გაზრდილ პასუხისმგებლობას ნუ აიღებთ.
გაუფრთხილდით კუჭს და მენიუ აკონტროლეთ - ეს თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია.
ლომი
ამ დღეს ლომი ქალბატონები მამაკაცების მხრიდან აშკარა ყურადღებას გრძნობენ, თუმცა ყველა თაყვანისმცემელი ჯენტლმენი როდია. თუ ურთიერთობას აფასებთ, ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ და პარტნიორის პოზიცია გაიზიაროთ. პროფესიულ სფეროში სიფრთხილე უფრთხილდებით, რადგან დანაკარგების ალბათობა დიდია. კოლეგებთან შესაძლოა გაუგებრობა წარმოიშვას, ამიტომ ეცადეთ გაუგებრობა მშვიდობიანად მოაგვაროთ.
ეკონომიკური თვალსაზრისით წარმატებული დღეა — შესაძლოა ძველი პროექტებიდან შემოსავალი მიიღოთ. თუ დიდი ხანია დიეტის დაწყება გინდოდათ, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. ასევე, კარგი დღეა სილამაზის სალონში ვიზიტისა და იმიჯის შესაცვლელად.
ქალწული
თუ სიყვარული ჯერ არ გიპოვიათ, ნუ ინერვიულებთ — რომანტიკული ნაცნობობა წინ გაქვთ! ფრთხილად იყავით, რომ დაუფიქრებლად ნათქვამი სიტყვით საყვარელ ადამიანს გული არ ატკინოთ. გახსოვდეთ, რომ სიტყვას დიდი ძალა აქვს და შეიძლება ვიღაცის ნდობა სამუდამოდ დაგაკარგვინოთ.
პროფესიული ზრდისთვის ხელსაყრელი პერიოდია - თქვენი იდეები და ენერგიულობა ხელმძღვანელობისგან სათანადოდ დაფასდება, თუმცა, საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობა არ უნდა აიღოთ. პროფესიულ სფეროში მოსალოდნელია შეფერხება ან მცირე შეცდომები, ამიტომ ყველა წვრილმანს ყურადღება უნდა მიაქციოთ.
გამონახეთ დრო ვარჯიშისა და თავის მოწესრიგებისთვის. ეწვიეთ სალონს და ეცადეთ, გარდერობი განაახლოთ.
სასწორი
თუ ოჯახის წევრებს შორის გაუგებრობა გაჩნდა, დროა გულახდილად ისაუბროთ. გახსოვდეთ, რომ სიმართლე და გახსნილობა ნებისმიერ წინააღმდეგობას დაგაძლევინებთ. თანამდებობის პირებისთვის მძიმე და დაძაბული დღეა - საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ, თუმცა იმ რთული საქმეების მოგვარებას შეძლებთ, რომლებიც აქამდე დაუძლეველი გეჩვენებოდათ.
აკონტროლეთ ხარჯები — ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფული ზედმეტ ნივთებსა და საჩუქრებში არ გადაყაროთ. შესაძლოა კბილებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეგაწუხოთ, ამიტომ სტომატოლოგთან ვიზიტს ნუ გადადებთ.
მორიელი
საყვარელი ადამიანისთვის გულის გადაშლის ნუ შეგეშინდებათ — ერთმანეთზე ზრუნვა დიდ სიხარულს მოგიტანთ და ემოციურად უფრო დაგაახლოებთ. ხელსაყრელი დღეა ოჯახთან ერთად სუფთა ჰაერზე სასეირნოდ, გავლენიან პირებთან შესახვედრად, ოფიციალური ორგანიზაციების მოსანახულებლად და საბუთების მოსაწესრიგებლად.
დღეს ფინანსური საკითხების მოგვარება ძალიან გაგიადვილდებათ. რაც შეეხება ჯანმრთელობას, მოსალოდნელია მცირე გართულებები. დღის მეორე ნახევარი თქვენგან მეტ დისციპლინასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. თუ სიმშვიდის შენარჩუნება გიჭირთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში პაუზა აიღეთ და ოჯახურ საქმეებს მიხედეთ.
მშვილდოსანი
მოხდება ის, რისიც ასე გეშინოდათ, თუმცა, შიშების მიუხედავად, ყველაფერი თქვენ სასარგებლოდ დასრულდება. თითქმის უცნობი ადამიანისგან საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ. სახლში სიმშვიდეს ნუ ელოდებით — ერთი გაუფრთხილებელი სიტყვაც კი შეიძლება კამათის მიზეზი გახდეს, ამიტომ კონფლიქტებს თავი აარიდეთ. რაც უფრო ბევრს იმუშავებთ, მით უფრო მეტია დაწინაურების შანსი, თუმცა საქმეს ჯანმრთელობას ნუ შესწირავთ.
ხარჯებთან დაკავშირებით სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან მალე გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით. იმის მიუხედავად, ფეხით მოსიარულე ხართ, მძღოლი თუ მგზავრი, გზებზე მაქსიმალური ყურადღება გმართებთ.
თხის რქა
ბოლო დროს გაცილებით უკეთ გამოიყურებით, რაც გარშემომყოფების ინტერესს იწვევს. გარდა ამისა, ადამიანებს თქვენთან ურთიერთობა სიამოვნებთ. ნუ აიღებთ ყველა საოჯახო საქმეს საკუთარ თავზე და მოვალეობები ოჯახის წევრებზე გაანაწილეთ. იზრუნეთ გადადებულ საქმეების დასრულებაზე ან სამუშაო მაგიდა დაალაგეთ - ეს დიდი ხნის დაკარგული ნივთის პოვნაში დაგეხმარებათ.
იმუშავეთ საკუთარ თავზე და თვითგანვითარებაზე. მნიშვნელოვან საბუთებს ხელს ნუ მოაწერთ და გრანდიოზულ პროექტებს ნუ დაგეგმავთ — დღეს იღბალი თქვენს მხარეს არაა. ყურადღება მიაქციეთ კვებას, რადგან ის პირდაპირ თქვენს კანზე აისახება.
მერწყული
ადამიანს, რომელიც მოგწონთ, თითქმის ყოველდღე ხვდებით, თუმცა საქმე პაემნამდე მაინც არ მივა. უსიამოვნო ამბავმა შესაძლოა შინაგანი წონასწორობა დაგაკარგვინოთ და ოჯახურ ურთიერთობებზეც იმოქმედოს. მოემზადეთ სირთულეებისთვის.
სამსახურში ყველა ინფორმაცია გადაამოწმეთ, რათა შეცდომები და ხელმძღვანელობის კრიტიკა თავიდან აიცილოთ. ამ დღეს იმ პრობლემების მოგვარება მოგიწევთ, რომლებიც დიდი ხანია მოსვენებას არ გაძლევთ. კატეგორიულად არასასურველია ფინანსური საკითხების (სესხი, კრედიტი) მოგვარება.
ვარსკვლავები ჯანმრთელობის გაუარესების საფრთხეზე მიუთითებენ — მოერიდეთ გადაღლას და რისკიან საქმეებს. ახლა ყველაზე მეტად დასვენება გჭირდებათ.
თევზები
საყვარელ ადამიანს თქვენთვის რაღაც მნიშვნელოვანის თქმა უნდა, მაგრამ ვერ ბედავს — ნუ დააძალებთ, აცალეთ, რომ გულახდილი საუბრისთვის თავად მოემზადოს. კარგი დღეა რემონტის დასაწყებად ან გარემოს განსაახლებლად. დღეს შეიძლება შეეჯახოთ პრობლემას, რომელიც კარიერულ წინსვლაში ხელს გიშლით. თქვენს სიბრძნეზე და წინდახედულობაზეა დამოკიდებული, როგორ გადაწყვეტთ ამ ამოცანას.
ძილის წინ ეცადეთ, მოდუნდეთ და ყოველდღიური საზრუნავი თავიდან ამოიგდოთ. გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო შესაძლოა ფულის მოძიება მოგიწიოთ, თუმცა ახლობლებისგან სესხის აღებას არ გირჩევთ.
მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, რათა ინფექციური დაავადებები თავიდან აიცილოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან